gendolf Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 მომაკვდინებელი ცოდვები ადამიანის ცნობიერებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მიეწოდება როგორც ჟანგბადით ღარიბ მღვრიე წყალში უჭირს თევზს არსებობა, ასევე უჭირს ადამიანს ცხოვრება მომაკვდინებელი ცოდვებით დამძიმებულ ატმოსფეროში „სექსუალურ რევოლუციას“ თან ახლავს ტრადიციულ ფასეულობათა გადაფასებამეცნიერება, მედიცინა, ეკლესია ერთსულოვნად მოწმობენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვიდანვე იწყება, ამას ყველა ქვეყნის მეცნიერი ადასტურებს. მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედების შერწყმის მომენტში წარმოიქმნება უნიკალური, განუმეორებელი 46 ქრომოსომიანი უჯრედი. ეს სამყაროს ყველაზე ურთულესი უჯრედია. მასში კოდირებულია ადამიანის სქესი, ნიჭი, ხასიათი, სიმაღლე, თვალის და თმის ფერი, სისხლის ჯგუფი, თითების ანაბეჭდი და ა.შ. რომლებიც სიცოცხლის სხვადასხვა საფეხურზე მხოლოდ განვითარებას განიცდიან. აბორტი ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვის მკვლელობაა და სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს ქალის ორგანიზმისათვის. იზრდება ავადმყოფ ქალთა და ბავშვთა რიცხვი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მაგალითად, რუსეთში ყოველი 1000 ახალშობილიდან 147 მემკვიდრული დაავადებებითაა სნეული. მხოლოდ 3,5% ბავშვებისა იბადება ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადახრების გარეშე, მეუღლეთა 25% უნაყოფოა. ჩვენს დროში სულ უფრო მეტი ქალი კვდება საშვილოსნოსა და მკედრის კიბოთი, ადრე კი ეს დაავადებები იშვიათი იყო. მათი მიზეზი აბორტია. აბორტი არღვევს ბუნებრივ ჰორმონალურ პროცესს და იწვევს ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას. კიბოთი დაავადების ალბათობა 18 წლის ასაკამდე აბორტგაკეთებულ გოგონებში 80-ჯერ იზრდება. აკვიატებული მოსაზრება, რომ გამოსავალს კონტრაცეპტული საშუალებები წარმოადგენს, სავსებით მცდარია. ამერიკული სტატისტიკის მიხედვით, კონტრაცეპტივების გამოყენება აბორტების რიცხვს კიდევ უფრო ზრდის. აბორტების ნახევარზე მეტი უხეირო კონტრაცეპციის შედეგია. კონტრაცეპტივთა უმეტესობა ხელს არ უშლის ჩასახვას, არამედ იწვევს ნაყოფის სიკვდილს ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე, რაც კიდეც ხდება აბორტის მიზეზი. სიცრუეა აღნიშნულ საშუალებათა უსაფრთხოების მტკიცება. მაგ. სპირალს არ იყენებენ არც ამერიკასა და არც ევროპაში, რადგან იგი, როგორც აბორტული საშუალება, ქალის ორგანიზმში მრავალრიცხოვან გართულებებს იწვევს. ჰორმონალური კონტრაცეპცია საშიშია ნივთიერებათა ცვლის მოშლის თვალსაზრისით. მას შობადობის ფუნქციის დაკარგვა მოსდევს. „სექსუალური რევოლუციის“ მეორე მწარე ნაყოფი ნარკომანიაა. მის შედეგებზე ამჟამად ძალზედ ბევრი იწერება და საზოგადოებაც მას მეტად განიცდის, ვიდრე ყოველივე ზემოაღნიშნულს, ამიტომ მასზე აღარ შევჩერდებით, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ მატულობს ნარკომანია ქალებში და ეს არის ძალზედ საშიში მოვლენა. „სექსუალურ რევოლუციას“ თან ახლდა ტრადიციულ ფასეულობათა გადაფასება, პიროვნული თავისუფლების ცნების მცდარი გააზრება, ეროვნული ნიჰილიზმი. ყოველივე ამან ბიძგი მისცა ადამიანებში ცხოველური ინსტიქტების გაძლიერებას და სულიერების დაკნინებას. მივუბრუნდეთ კვლავ სტატისტიკას - რუსეთში ჩატარებული ანონიმური გამოკითხვის საფუძველზე გაირკვა, რომ ყოველ მესამე ბიჭს სურს გახდეს რეკეტიორი, ყოველ მეორე გოგონას კი მეძავობა ხიბლავს. მოზარდთა ორიენტაცია ფასეულობათა მიხედვით ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა სექსი, მეორეზე - ფული, მესამეზე - მატერიალური კეთილდღეობა. ღირსება და მოვალოება მე-15-16 ადგილებს იყოფენ, უკანასკნელ ადგილზე სამშობლოს სიყვარული აღმოჩნდა. განა ყოველივე ეს ერს გადაშენებას არ უქადის? ღმერთმა ადამიანს მცნებად მისცა „ინაყოფიერეთ და გამრავლდით“. ხოლო თუკი ხორციელი სიახლოვის ბუნებრივი სიხარული თვითმიზნად იქცა, ბავშვები კი ხელისშემშლელ ფაქტორად, მაშინ ასეთი კავშირი გახდება ცოდვის წყარო, რომელიც ადამიანის ბუნებას ებრძვის და ანადგურებს. „მეძავი თავის მოდგმას წაახდენსო“სექსოლოგები გვიმტკიცებენ, რომ თავშეკავება ადამიანისთვის საზიანოა. ამით ისინი ქორწინებამდელ და მის გარეშე კავშირებს, მოზარდთა სექსუალურ ურთიერთობებს ამართლებენ, სოდომისტთა „უფლებებს“ იცავენ. მათი ამგვარი მოსაზრებები ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებს და ხალხურ ზნე-ჩვეულებებს. ყველა სახელმწიფოში ყოველთვის არსებობდა ერის განადგურებისაგან დამცავი კანონი - რაც მდგომარეობდა ქორწინებამდე ქალწულების შენახვაში, თავად ქორწინების სიწმინდეში, აბორტების, გარყვნილებისა და სიძვის აკრძალვაში. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ქორწინებამდე თავშეკავებაზე, ცოლ-ქმრული ურთიერთობების სიწმინდეზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ბავშვების ზნეობრივი და ფიზიკური სიჯანსაღე, არამედ ერის გენეტიკური რესურსის შენახვაც. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობდა: „მეძავი თავის მოდგმას წაახდენსო“. მეცნიერთა დასკვნები ადასტურებენ ამას. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ვ.ბარაბაში წერს: „ჩვენმა წინაპრებმა აპრიორულად იცოდნენ გენეტიკის კანონი: პირველი ინტიმური კავშირი ქალის ცხოვრებაში სიცოცხლის ბოლომდე ტოვებს კვალს მის მემკვიდრეობითობაზე. საქმე მხოლოდ იმაში როდია, რომ ამ დროს ორგანიზმში ხვდება ჰორმონები და ძლიერმოქმედი ფერმენტები, რომელთაც ძალუძთ შვილთასხმის პერიოდის ბოლომდე შეცვალონ მემკვიდრეობითობის მექნიზმი, არამედ მასშიც, რომ ხდება უძლიერესი სტრესული ზემოქმედება ფსიქიკაზე, ხოლო მისი მეშვეობით კი - გენეტიკურ და იმუნურ სისტემებზე. შემთხვევითი კავშირით შობილი ნებისმიერი ბავშვი არასრულფასოვანია გენეტიკურად და ფსიქიკურადაც. დაბალი მორალის მქონე ქალთან ქორწინება კი მავნეა შთამომავლობისათვის... წინაპართა ადათი სარძლოს უმწიკვლობისა სრულიადაც არ წარმოადგენს „შუასაუკუნეორივი სიბნელის გადმონაშთს“ (როგორც ეს ზოგიერთს დღეს კიდევ ჰგონია)... ეს გენეტიკის კანონია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ის დამოწმებული და განმტკიცებულია მკაცრი მოთხოვნით: „არა იმრუშო“. ამერიკელები უბრუნდებიან ტრადიციული ოჯახის იდეალს1996 წელს, აშშ-ს კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც იცავს ოჯახსა და ქორწინებას. ამერიკის კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ სახელმწიფოს ამოცანას შეაადგენს საზოგადოების აღორძინების უზრუნველყოფა, რის საფუძველსაც ოჯახი უნდა წარმოადგენდეს. ამერიკელებმა, რომლებმაც იგემეს „სექსუალური რევოლუციის“ და „თავისუფალი საზოგადოების“ მომხიბვლელობა შიდსის, ნარკომანიისა და სხვადასხვა დანაშაულობათა გეომეტრიული პროგრესიით ზრდაში გამოვლენილი, სექსუალური განათლების პროგრამების ნაცვლად სკოლებში შემოიღეს ისეთ ტრადიციულ ფასეულობათა განმამტკიცებელი პროგრამები, როგორებიცაა უბიწოება, ქორწინება და თავშეკავება, რაც გამოიხატება სექსუალური თავაშვებულობის, თამბაქოს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე უარის თქმაში. ამ პროგრამების რეალიზაციაზე ყოველწლიურად გამოიყოფა 50 მლნ. დოლარი. ამან უკვე გამოიღო პირველი შედეგებიც: იმ შტატებში, სადაც ეს პროგრამები მოქმედებენ, არა თუ მხოლოდ შემცირდა აბორტების რიცხვი, არამედ ათჯერ იკლო ფეხმძიმობის შემთხვევებმა მოზარდ გოგონებში. ამერიკელები უბრუნდებიან ტრადიციული ოჯახის იდეალს, ხოლო ოჯახის ძირითად როლს ბავშვების აღზრდაში ხედავენ. ჩვენში კი, ეტყობა, დღესაც ჰყავს მომხრეები „სექსუალურ რევოლუციას“. ადამიანების სულებიდან იდევნება ისეთი ადამიანური ფასეულობები, როგორიცაა თანაგრძნობა, უბიწოება, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარული. მათ ადგილს იკავებს ეგოიზმი, კონკურენცია, მომხვეჭელობა, თავისუფალი სიყვარული, ლტოლვა ნებისმიერ ფასად მოპოვებული სიამოვნებისადმი. მეცნიერები ჩიხში მოექცნენ ძალზედ საინტერესო შედეგები მიიღეს რუსეთში პრაქტიკული მედიცინის სახელმწიფო კვლევითი ცენტრის ჯანმრთელობის სისტემური კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებმა. ისინი სწავლობენ შობადობის კლებისა და მოსახლეობის რიცხობრიობის შემცირების პრობლემას. აღმოჩნდა, რომ ყოველივე ამის მიზეზებად არ გამოდგა არც ალკოჰოლიზმი, არც შიმშილი და წარმოიდგინეთ, არც ეპიდემიები, ასევე არც სიღატაკე, ნარკომანია და სტრესები. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით არ მომხდარა ამ უბედურებათა იმდენად იმდენად მნიშვნელოვანი ზრდა უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, რომელსაც შეეძლო მოსახლეობის ასეთი კატასტროფული კლებისათვის ბიძგის მიცემა. მეცნიერები ჩიხში მოექცნენ. მათ ხომ ყველა ცოდნა გამოიყენეს, რომელსაც ფლობს დღევანდელ დღეს თანამედროვე მედიცინა. როდესაც დარწმუნდნენ, რომ მატერიალურ-ეკონომიკური ფაქტორები აქ არაფერ შუაში იყო, გადაწყვიტეს, მიემართათ სულიერების სფეროსათვის. ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მედ. მეცნ. დოქტორი იგორ გუნდაროვი რელიგიურ ლიტერატურას ჩაუჯდა. - თავად მე მატერიალისტი ვარ - აღიარებს იგორ ალექსის ძე, მაგრამ ქრისტიანობა დიდი ხანია, რაც მაინტერესებს. მასში ვხედავ არა მხოლოდ რწმენას ღვთისადმი, არამედ ხალხურ სიბრძნესაც. რაც ბიბლიაშია მოთხრობილი, ეს ის განსჯაა, ის ინტუიცია და გმოცდილებაა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოიმუშავა კაცობრიობამ, რათა არსებობის ოპტიმალური წესები მოეწოდებინა. თუ გსურს გამართულად იცხოვრო - ამ წესების მიხედვით იცხოვრე. ბიბლიის კითხვისას მეცნიერი წააწყდა ცნებას - მომაკვდინებელი ცოდვები. ეს ის ცოდვებია, რომელთაც ადამიანი სულიერი და ხორციელი სიკვდილისაკენ მიჰყავთ. ლაბორატორიის თანამშრომლებმა იწყეს ადამიანის ორგანიზმზე ე.წ. სასიკვდილო ცოდვების ფსიქოფიზიკური ზემოქმედების შესწავლა და მივიდნენ სენსაციურ დასკვნამდე: შობადობის შემცირებისა და სიკვდილიანობის გაზრდის ძირითადი მიზეზი განეკუთვნება სულიერ-ფსიქოლოგიურ მახასიათებელთა კატეგორიას. მომაკვდინებელი ცოდვები ადამიანის ცნობიერებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გზით მიეწოდება და ორგანიზმში იწვევენ უარყოფით დისბალანსს, რის შედეგადაც ცუდად იკუმშება გულის კუნთი, იზრდება წნევა (აქედან ინფარქტებითა და ინსულტებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი). 30-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ პერიოდიდან ამერიკა უმცირესი დანაკარგებით გამოვიდა, რადგან ამერიკელებმა არ შეცვალეს თავიანთი სულიერი ფასეულობები. ჩვენში კი ეკონომიკურ სიდუხჭირეს დაერთო ფსიქოლოგიური და სულიერი რღვევა - ძალადობა ჩვენს მენტალიტეტზე. შავს თეთრი ეწოდა და გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებთა გზით. ყველაფერი თავდაყირა დადგა. რომელია ეს მომაკვდინებელი ცოდვები? 1. მწუხარება, უსასოობა. სიკეთისა და ბოროტების, ღირსებისა და უღირსების, კეთილშობილებისა და უგვანობის ცნებათა ნიველირებამ ადამიანები უსასოობაში ჩააგდო. ამჟამად ითელება ღირსება და აღზევებულია სულმოკლეობა. ყველაზე უზრუნველყოფილი და პატივცემული იმ „პროფესიის“ ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც წინათ საძრახისად ითვლებოდა. ყოველივე, რაც ბოროტებად იყო მიჩნეული, ახლა სიკეთედაა საყოველთაოდ აღიარებული. ბოროტება დაუსჯელია. 2. ვერცხლისმოყვარეობა, მომხვეჭელობისკენ სწრაფვა. თეოლოგიის მიერ აღმოჩენილი კანონით, ადამიანში ამ ცოდვის მონება იწვევს ფსიქიკური მდგომარეობის იმგვარ ცვლილებებს, რომლის დროსაც ჰორმონები, კუნთები და ნერვები ჩვეულებრივისგან განსხვავებულად იწყებენ ფუნქციონირებას და ნეგატიური ზემოქმედებით ორგანიზმის ქსოვილებს შლიან. 3. სიძვა-მრუშობა, თავისუფალი სიყვარული. ქალწულობა - ძველმოდურია! შედეგი ამისა შიდსი (მისი ვირუსები ხომ როგორც საცერში, ისე გადიან რეზინის პრეზერვატივის ფორებს), უშვილო „პარტნიორები“, დანგრეული ოჯახები (სტატისტიკა ცხადყოფს, რომ სიკვდილიანობა დაუქორწინებელთა შორის მთელი ერთეულით სჭარბობს). უბიწოება და ზნეობრივი კანონები ყოველთვის იცავდნენ სიცოცხლეს (მომავალსაც). 4. ამპარტავნება, მრისხანება, ბოროტება, სიძულვილი. ეს ცოდვები მრავალი ბინძური დანაშაულის მიზეზად წარმოჩინდება ხოლმე... მეცნიერებმა პირველად აღიარეს დამტკიცდა, რომ სიკვდილიანობა ბევრადაა დაკავშირებული დანაშაულობებთან. მეცნიერთა მიერ მომზადებულ დიაგრამაზე სიკვდილიანობისა და დანაშაულობათა გამომსახველი მრუდების დინამიკა ერთმანეთს ძალზედ ემთხვევა. რა კავშირი უნდა არსებობდეს ავადმყოფობით გამოწვეულ სიკვდილიანობასა და მკვლელობსა და ტერაქტებს შორის? ერთი ხომ მეორის მიზეზი არ არის. განა შემთხვევის საქმე არაა, ვინ ინფარქტით აღესრულება, ვის მოკლავენ და ვინ ყულფში გაყოფს თავს? სავარაუდოა, არსებობდეს მესამე ფაქტორი, ჩვენთვის უხილავი, რომელსაც ეს ორი მოვლენა ერთი მიმართულებით მიჰყავს - ამბობს იგორ ალექსის ძე. ე.ი. უნდა არსებობდეს რუხი კარდინალი, „ვიღაც, ან რაღაც, რომელიც ამღვრევს საზოგადოებრივ გონებას. ჩვენ ვთვლით, რომ ამ რუხ კარდინალს საზოგადოებაში გამეფებული ატმოსფერო წარმოადგენს“. მეცნიერ-მატერიალისტის ამ სიტყვების მოსმენისას არ შეიძლება არ გაგაჟრჟოლოს, რამეთუ მეცნიერებმა პირველად აღიარეს უხილავი თანამყოფობა იმ ძალისა, რასაც ქრისტიანობა ეშმას, ანუ სატანას უწოდებს. როგორც ჟანგბადით ღარიბ მღვრიე წყალში უჭირს თევზს არსებობა, ასევე უჭირს ადამიანსაც ცხოვრება მომაკვდინებელ ცოდვებით დამძიმებულ ატმოსფეროში მიუხედავად გარეგანი კეთილდღეობისა. ერის დემოგრაფიული პოტენციალის აღსადგენად საჭიროა საზოგადოების ცოდვიანი ატმოსფერო წმინდა, მადლმოსილი ატმოსფეროთი შეიცვალოს. ა. პოლინსკი მართლმადიდებლური სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრი „სიცოცხლე“ მასალა მოამზადა მანანა ხომერიკმაწყარო:ბმული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 gendolfცოტა პრიმიტიული სტატიაა( ფორმით), მაგარამ ეტყობა ფართო მასების ცნობიერებაში შესაღწევადაა გათვლილი...პრინციპში კონცეფციას ვეტანხმები: მასობრივი მედია საშუალებები ცალსახად უარყოფითად მოქმედებს მასაზე, ეკლესიური დოგმა "ცოდვების" შესახებ განპირობებულ-გათვლილი იყო საზოგადოების განვიტარებაზე...მაგრამ როცა ეკლესია პოლიტიკურ -საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებაში ჩაერტო და ეს ყველაფერი"დადო", მას შემდეგ ცივილიზაციამ,. კაცობრიობამ პროგრესი განიცადა...ნუ ტუ ეს ხმამაღალი სიტყვაა მენტალური ევოლუციის ახალ საფეხურზე ავიდა და ეს დოგმებიც დაშიროებს "რევოლუციას"...რომელია ეს მომაკვდინებელი ცოდვები? 1. მწუხარება, უსასოობა. სიკეთისა და ბოროტების, ღირსებისა და უღირსების, კეთილშობილებისა და უგვანობის ცნებათა ნიველირებამ ადამიანები უსასოობაში ჩააგდო. ამჟამად ითელება ღირსება და აღზევებულია სულმოკლეობა. ყველაზე უზრუნველყოფილი და პატივცემული იმ „პროფესიის“ ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც წინათ საძრახისად ითვლებოდა. ყოველივე, რაც ბოროტებად იყო მიჩნეული, ახლა სიკეთედაა საყოველთაოდ აღიარებული. ბოროტება დაუსჯელია. 2. ვერცხლისმოყვარეობა, მომხვეჭელობისკენ სწრაფვა. თეოლოგიის მიერ აღმოჩენილი კანონით, ადამიანში ამ ცოდვის მონება იწვევს ფსიქიკური მდგომარეობის იმგვარ ცვლილებებს, რომლის დროსაც ჰორმონები, კუნთები და ნერვები ჩვეულებრივისგან განსხვავებულად იწყებენ ფუნქციონირებას და ნეგატიური ზემოქმედებით ორგანიზმის ქსოვილებს შლიან. 3. სიძვა-მრუშობა, თავისუფალი სიყვარული. ქალწულობა - ძველმოდურია! შედეგი ამისა შიდსი (მისი ვირუსები ხომ როგორც საცერში, ისე გადიან რეზინის პრეზერვატივის ფორებს), უშვილო „პარტნიორები“, დანგრეული ოჯახები (სტატისტიკა ცხადყოფს, რომ სიკვდილიანობა დაუქორწინებელთა შორის მთელი ერთეულით სჭარბობს). უბიწოება და ზნეობრივი კანონები ყოველთვის იცავდნენ სიცოცხლეს (მომავალსაც). 4. ამპარტავნება, მრისხანება, ბოროტება, სიძულვილი. ეს ცოდვები მრავალი ბინძური დანაშაულის მიზეზად წარმოჩინდება ხოლმე...პრინციპში 21 საუკუნეშიც წავა...........მესამე პუნქტის რეორგანიზაციის შემდეგ...ეს ყბადაღებული ქალწულობა ნეგატივია ჩვენს დროში-ვგულისხმობ სოციალურ-ფსიქოლოგიურ და თუნდაც დემოგრაფიული თვალსაზრისით თუ რატომ მერე დავწერ ტორემ უკვე პროსტინა პოსტი გამოისტროჩკა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 T_A_Tპრინციპში 21 საუკუნეშიც წავა...........მესამე პუნქტის რეორგანიზაციის შემდეგ...ეს ყბადაღებული ქალწულობა ნეგატივია ჩვენს დროში-ვგულისხმობ სოციალურ-ფსიქოლოგიურ და თუნდაც დემოგრაფიული თვალსაზრისით თუ რატომ მერე დავწერ ტორემ უკვე პროსტინა პოსტი გამოისტროჩკა შენ როგორ ფიქრობ, ცოდვები საუკუნეების მიხედვით იცვლება? ცოდვა ცოდვაა და რომელი საუკუნე იქნება მნიშვნელობა არ აქვს... საუკუნეების მსვლელობა უბრალოდ უფალთან გვაშორებს თანდათან და ამიტომ ხდება ცოდვის ,,ბუნებრივობად" წარმოჩენა, სიძვა, სიძვა იყო მაშინაც, ადრეულ საუკუნეებში და სიძვაა ახლაც, უბრალოდ ჩვენ მას სხვა სახელი დავარქვით, ზოგს გერლფრენდის და ბოიფრენდის სახელით ვამართლებთ, ზოგს თავისუფალი სიყვარულის სახელით და ა. შ. ეს ყველაფერი იმის შედეგი კი არ არის, რომ 21 საუკუნეა და ცოდვები ,,გალაითდა", არამედ იმის, რომ ჩვენი ღვთისმოშიშება ,,გალაითდა" და გვგონია, რომ ცოდვა ბუნებრივი მდგომარეობაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 (edited) Edited September 2, 2010 by gruzian_ka Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted September 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2010 T_A_Tეს ყბადაღებული ქალწულობა ნეგატივია ჩვენს დროში-ვგულისხმობ სოციალურ-ფსიქოლოგიურ და თუნდაც დემოგრაფიული თვალსაზრისით თუ რატომ მერე დავწერ ტორემ უკვე პროსტინა პოსტი გამოისტროჩკა გასაგებია რომ ქალწულობის მოინააღმდეგე ხარ და თავისუფალი სექსი გირჩევნია მაგრამ თუ დაფიქრებულხარ რომ ადანიანი ამით ცხოველს ემსგავსება როცა ვნებებს ემონება.აბა მოდით სადაც გვინდა, როდესაც გვინდა და ვისთანაც გვინდა დავკავდეთ სექსით მაგარია რა :viking: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted September 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2010 gendolfეს არგუმენტი იცი რას მაგონებს? ზვიადისტი ხარ? არა? ესეიგი შევარდნაძისტი ხარ!ქალწულობის კუბოსფიცრამდე შენახვის მომხრე რახან არ ვარ ესეიგი ბოზობის ტრფიალი გამოვდივარ?ბიტავუხიდან მოვიყვან მაგალიტს..დედაჩემს ყავდა ულამაზესი თAნამშრომელი, კაი ოჯახიშვილი ქარტულ-მურტაზოიდული გაგებით და შესაბამისად გაზრდილ-აღზრდილი...ვერ( არ გათხოვდა)...ამასწინად სურატებს ვათვალიერებდი და მოვიკითხე ეს ქალი სადაა როგორაატქო...ფსიქიატრიულშიც კი იწვა გააფრინა საცოდავმაო...არ განვავრცობ დეტალებს და ქალწულობის გამომეორე შემტხვევა ვიცი 35 წლის ასაკში გაუტია კლასელის მულმა...ის ვაიმე სახელი გაუტყდება საერტოდ ვეღAრ გატხოვდებაო და ექიმამდეც არ მიუშვეს ..დღEმდე 4 კედელში იტაკჯება საცოდავი..არადა 10 წელი გავიდა მას მერერაც შეეხება დოგმატს- ქალწულობის შენარჩუნებაზე ეკლესიამ დააწესა როცა ოჯახის ინსტიტუტი გაამაგრა -ადრეულ შუა საუკუნეებში, ელემენტარული ბიტავუხა უდევს საფუძვლად, გაფრენით არავინ გააფრენდა-ტხოვდებოდნენ 12-22 წლის ასაკში, საშუალო ხანგძლივობა სიცოცხლის იყო 40 წელი, ქალწულის ცოლად მოყვანა განაპირობებდა გვარის "სისუფტავეს" მიტუმეტეს არისტოკრატიაში. ესაა და ეს...მოსეს დროს კი მრუშობაში და სიძვაში პირველ რიგში ჰომოსექსუალიზმი ითვლებოდა და ზოოფილია -რაც ძალიან მოდაში იყო მაშინდელ საზოგადოებაში, ეს რომ არ აეკრძAლათ 40 წელი ნაბოდიალები ერის გენოფონდს პაწა დაერხეოდა...ნუ როგორც წაგვიკითხავს იქ ერტი ორი "მოღAლატე" ცოლი & ქმარიც ყავთ ჩაქოლილი...ეს უკვე ოჯახების შექმნაზე და დაკანონებაზე რომ წავიდა ჩალიჩი მაშინ ქნეს gruzian_kaშენ როგორ ფიქრობ, ცოდვები საუკუნეების მიხედვით იცვლება?მტელი უბედურებაც მაგაშია ჩემიოს აზრით რომ საუკუნეების მიხედვით რომ რეფორმირდებოდეს უფრო შედეგიანი იქნებოდა ეკლესიის როლი საზოგადოებისტვის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 gendolfგასაგებია რომ ქალწულობის მოინააღმდეგე ხარ და თავისუფალი სექსი გირჩევნია მაგრამ თუ დაფიქრებულხარ რომ ადანიანი ამით ცხოველს ემსგავსება როცა ვნებებს ემონება.რავი, მე მეგონა პირიქით იყო და მხოლოდ ცხოველები შვრებიან "იმას" გამრავლების მიზნით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 T_A_T გასაგებია რომ ქალწულობის მოინააღმდეგე ხარ და თავისუფალი სექსი გირჩევნია მაგრამ თუ დაფიქრებულხარ რომ ადანიანი ამით ცხოველს ემსგავსება როცა ვნებებს ემონება.gendolf შენ რა გინდა მაგით თქვა, ის ადამიანები, რომლებიც კუბოს ფიცრამდე ქალწულობის შენახვის მომხრენი არ არიან, ცხოველებს ემსგავსებიან? რას აღარ დაწერთ ხოლმე რაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted September 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 T_A_Tქალწულობის კუბოსფიცრამდე შენახვის მომხრე რახან არ ვარ ესეიგი ბოზობის ტრფიალი გამოვდივარ?ეგ არავისთვის მიკადრებია, თუ მასე მიიღე მასინ ბოდიში გაფრენით არავინ გააფრენდა-ტხოვდებოდნენ 12-22 წლის ასაკში12 ცამეტი წლის ასაკში გათხოვებას არც მე ვემხრობი რადგან ამ დროს ადამიანი არაა ჩამოყალიბებული იმისთვის რათა ოჯახი შექმნას, თუმცა არც თავისუფალი სექსისთვისაა მზად მეორე შემტხვევა ვიცი 35 წლის ასაკში გაუტია კლასელის მულმა35 წლის ქალიშვილს კიდე თავისუფალი სექსი ჯობია, არ უნდა იყოს საზოგადოებაში ისეთი ატმოსფერო რომ ვიღაცის ნათქვამის გამო ადამიანი სანაგვეზე გადააგდო, საულიერო პირსაც აქვს ნათქვამი რომ 30 წლამდე თუ ქალი არ გათხოვდება ვერაფერი უშველის. უბრალოდ ადამიანს მოტმინების უნარი უნდა გააჩნდეს დაოჯახებამდე და ამასთანავე უნდა გააჩნდეს უნარი შექმნას ოჯახი(მეორეს სამწუხაროდ მურტაზოიდულ-საბრჭოულად მოაზროვნე საზოგადოება უშლის ხელსდღესდღეობით) asesino_141რავი, მე მეგონა პირიქით იყო და მხოლოდ ცხოველები შვრებიან "იმას" გამრავლების მიზნით. მეცნიერებმა დაადგინეს რომ ბევროი ცხოველი უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობს ვიდრე ადამიანი იმის დროს ადამიანებმა კიდე სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს უნდა შეუხამოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted September 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 აზრიშენ რა გინდა მაგით თქვა, ის ადამიანები, რომლებიც კუბოს ფიცრამდე ქალწულობის შენახვის მომხრენი არ არიან, ცხოველებს ემსგავსებიან? ცხოველებს ისინი ემსგავსებიან ვინც აცხადებს სექსი ყველგან ყოველთვის და ყველაფერთანო საერთოდ ყველაფერი უწყინარი მოწოდებით იწყება რას აღარ დაწერთ ხოლმე რაა. დიდი მადლობა ამ აზრის რომ ხართ ჩემზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted September 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2010 აზრი ცხოველებს ისინი ემსგავსებიან ვინც აცხადებს სექსი ყველგან ყოველთვის და ყველაფერთანოgendolf კარგი ახლა, T_A_T-ს არსად დაუწერია, სექსი ყველასთან და ყველაფერთანო. :TAT: რადგან კუბოს ფიცრამდე ქალიშვილობის შენახვის თავგაკლული მომხრე არ ვარო თქვა, სწერდი: "გასაგებია რომ ქალწულობის მოინააღმდეგე ხარ და თავისუფალი სექსი გირჩევნია მაგრამ თუ დაფიქრებულხარ რომ ადანიანი ამით ცხოველს ემსგავსება როცა ვნებებს ემონება". მაგაზე კი T_A_T-მა მართებულად გიპასუხა: ეს არგუმენტი იცი რას მაგონებს? ზვიადისტი ხარ? არა? ესეიგი შევარდნაძისტი ხარ!ქალწულობის კუბოსფიცრამდე შენახვის მომხრე რახან არ ვარ ესეიგი ბოზობის ტრფიალი გამოვდივარ? ამიტომ დაგიწერე რას აღდ დაწერთ მეთქო ზოგჯერ. თორემ შენზე მასეთი წარმოდგენა არ მაქვს რისთვისაც მალდობა მოიხადე: დიდი მადლობა ამ აზრის რომ ხართ ჩემზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted September 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2010 (edited) gendolfცოტა პრიმიტიული სტატიაა ნამდვილად. ჩემი აზრით, ძალიან ვიწრო ხედვიდან გამომდინარე წერს სტატიის ავტორი გლობალურ საკითხებზე. აი ამაზე გამეღიმა: ღმერთმა ადამიანს მცნებად მისცა „ინაყოფიერეთ და გამრავლდით“. ხოლო თუკი ხორციელი სიახლოვის ბუნებრივი სიხარული თვითმიზნად იქცა, ბავშვები კი ხელისშემშლელ ფაქტორად, მაშინ ასეთი კავშირი გახდება ცოდვის წყარო, რომელიც ადამიანის ბუნებას ებრძვის და ანადგურებს. სტატიის ავტორი მართლა არ ხედავს საკითხს ფართე სპექტრიდან. თუ რატომ, მოკლედ დავწერ. საქართველოში ძალიან ბევრი ფინსნსურად გაჭირვებული ოჯახებია. ძალიან ბევრს უჭირს ოჯახის შექმნა. ბევრი ვერ ქორწინდება რადგან ფინანსური მხარე ვერ მოაგვარა. არც იმის საშუალება აქვს, სამღვდელოებას რომ შესდის შემოსავლად ოჯახში იმდენი რომ რვა ბავშვიც იყოლიოს და ორი ჯიპიც. თურმე, გაჭირვებაში მყოფი ადმაიანი, რიმელიც იმდენს მაინც მოახერხებს რომ დაქორწინდეს, მაგრამ შვილების ყოლის ხელშემშლელს ფაქტორებს ვერ აგვარებს, სექსი არ უნდა იქონიოს მეუღლესთან, რადგან ცოდვაა. :018: ეს რა უბედურება შეხედულებაა ხალხნო. თუნდაც ვერ შეძლოს ადამიანმა ფინანსური მხარის მოგვარება და ვერ დაქორწინდეს ამის გამო, თავი უნდა დაიკოდოს? არადა ამ დროს ბევრი ადამიანი სულაც არაა რელიგიური მერე რაა რომ სწამს ღმერთის არსებობის, თურმე სასიკვდილო ცოდვას ჩადის ასეთი ფრაზები ბევრია სტატიაში: სპირალს არ იყენებენ არც ამერიკასა და არც ევროპაში. სტატიის ავტორი არაა გათვითცნობიერებული საკმარისად ან მიზანმიმართულად ეწევა ეკლესიურ აგიტაცია პროპაგანდას. ევროპის რამდენ ქვეყნებში იყენებენ სპირალს როგორც ერთერთ კონტრეცეპტივად არ ვიცი მაგრამ დანამდვილებით ვეტყვი სტატიის ავტორს რომ ევროპის ერთერთ ქვეყანაში, დიდ პრტანეთში, ჩვეულებრივ, ნებისმიერ ქალს შეუძლია გამოიყენოს "სპირალი" როგორც ერთერთი კონტრაცეპტული საშუალება და კონსულტაციისთვის ექიმსაც კი მიმართოს. :TAT: რადგან ბრიტანეთში ასეა, ლოგიკურია დავასკვნათ რომ სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც ასეა. სტატიის ავტორს ბევრი რალფუსები აქვს სტატიაში, რომელსაც არ გამოვედევნები. აზრი არ აქვს მაინც. Edited September 5, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted September 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2010 რელიგიის განყოფილებაში, განიხილავთ ერთ ერთ მომაკვდინებელ ცოდვას და აზრად არავის არ მოსდის წმ. წერილი, რომელსაც ეყრდნობა მთელი მართლმადიდებლური ცნობიერება... მაგრამ ვის უნდა მოუვიდეს თავში წმ. წერილი აზრი-ს? თუ ტ-ა-ტ-ს? იქნებ ასსესინო-141-ს? მე მოგართმევთ, და კამათს აღარ ვაპირებ: წმიდა წერილი - მრუშობის შესახებ ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა. უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა.მათე 5, 28-29 ნუ სცთებით, არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანჰგართა, არცა მპარავთა, არცა მემთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ.1 კორინთელთა 6, 9-10 არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღვთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს; რომელ-ეგე ხართ თქუენ.1 კორინთელთა 3, 16-17 ყოვლადვე ისმის, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსად იგლოვეთ, რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ჰქმნა.1 კორინთელთა 5, 1-2 და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგჰარსა, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ, არა აქუს მკჳდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა.ეფესელთა 5, 5 მოაკვდინენით ასონი ეგე თქუენნი ქვეყანისანი: სიძვა, არა წმიდება, ვნებულნი გულის-თქუმანი ბოროტნი და ჰანგარება ბოროტი, რომელ არს კერპთ-მსახურება, რომლისათვის მოიწევის რისხვა ღვთისა ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა.კოლასელთა 3, 5-6 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted September 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2010 აზრიენ რა გინდა მაგით თქვა, ის ადამიანები, რომლებიც კუბოს ფიცრამდე ქალწულობის შენახვის მომხრენი არ არიან, ცხოველებს ემსგავსებიან? ცხოველებს კი არ ემსგავსებიან მეძავები არიან წმ. წერილის თანახმად, კარგად გადაიკითხე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted September 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2010 რა გინდა მაგით თქვა, ის ადამიანები, რომლებიც კუბოს ფიცრამდე ქალწულობის შენახვის მომხრენი არ არიან, ცხოველებს ემსგავსებიან?ცხოველებს კი არ ემსგავსებიან მეძავები არიან წმ. წერილის თანახმად, კარგად გადაიკითხე...gruzian_ka მეძავებზე არ ვსაუბრობდით მე და T_A_T-ი. პოსტებს არ კითხულობ ისე პოსტავ არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.