planetanews Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებულ მოსალოდნენლ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრის აპარატმა განცხადება გაავრცელა. პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა, რომელმაც განცხადება პრემიერ მინისტრის დავალებით გააკეთა, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობაში უახლოეს მომავალში არანაირი გადაადგილება მოსალოდნელი არ არის და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ”თქვენ იცით, რომ გუშინ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დატოვა თანამდებობდა და ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ შესთავაზა, დაიკავოს ამ უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის თანამდებობა,"- განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა. შეგახსენებთ, დაუზუსტებელ ინფორმაციებს სხვადასხვა მედიასაშუალება ასევე ავრცელებდა კულტურის მინისტრ ნიკა რურუას შესაძლო გადადგომის შესახებ. მჭედლიშვილმა აღნიშნული განცხადება 1 სექტემბერს გააკეთა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts