Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აზრი

Zeppelini

 

სამყარო ძვ.წ. 4004 წელს არ შექმნილა. ეკლესიის მოღვაწე, ეპისკოპოსი ლაითფუთი ძალიად მაგრად ცდება თავის გამოთვლებსა თუ მოსაზრებებში. არც სამყარო და არც ადამი შექმნილა ძვ.წ. 4004 წელს. სამყარო მილიონობით წლების წინ შეიქმნა. სამყაროში ვგულისხმობ მატერიალურ სამყაროს (გალაქტიკებს, პლანეტებს, ვარსკვლავებს და თვით დედაწმიწასაც).

 

 

. მთელი საუკუნის მანძილზე ბიბლიის ყოველ მომდევნო გამოცემაში ასახელებდნენ ამ თარიღს. ყველას ,ვინც მას ეჭვის თვალით შეხედავდა, მწვალებლებს უწოდებდნენ. და ცეცხლზე წვავდნენ ..................... :user: :mamao:

Zeppelini

 

მართალს ამბობ რომ ხალხს განსხვავებული რელიგიური მოსაზრებების გამო, ეკლესიის მესვეურნი (ე.წ "ქრისტიანები") ცეცხლში წვავდნენ. სამწუხაროა რომ ქრისტეს მიერ დატოვებული მცნებების დაცვის ნაცვლად, მათ ქრისტეს სახელით მრავალი სისაძაგლე ჩაიდინეს!

 

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნევ, რომ ბიბლია არ ასახელებს სამყაროს შექმნის თარიღს. თუ ვინმე შეეცდება სამყაროს შექმნის თარიღის დასახელებას, ეს მისი პირადი [სუბიექტური] აზრი იქნება და არა ბიბლიის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირადი აზრი იქნება, არავის აქვს უფლება, ამის გულისთვის ცეცხლში წვას ხალხი. :rock:

 

ასე რომ, ათეისტებსაც და თეისტებსაც, აუცილებლად უნდა ახსოვდეთ რომ ღმერთი, ბიბლია და ქრისტიანობა, არ განსაჯონ ე.წ. ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების სამღვდელოების მიერ ჩადენილი სასირცხვილო საქმეების საფუძველზე.

 

ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები ისე შორსაა ქრისტიანობისგან, როგორც მე და პლანეტა მარსი. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 50
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მე არ მჯერა არც სამოთხის და არც ჯოჯოხეთის , საერთოდ არაფრის არ მჯერა , მაგრამ ჩემს თავს ათეისტს არ ვუწოდებ იმიტომ რომ არც ღმერთის არარსებობის მჯერა : D ანუ არ ვიცი რა არის და რა არ არის სინამდვილეში . ჩემს თავს ჩემით ვუდგენ როგორ უნდა ვიცხოვრო და რა უნდა ვაკეთო , ვსწავლობ ყველა რელიგიას და მაინტერესებს ყველას აზრი (არ ვგულისხომბ სექტანტებს: იაღოველებს , ევანგელისტებს და ა.შ.) . არ შემიძლია როცა მირტყავენ მარცხნიდან , მე მარჯვენა მხარე მივუშვირო მაგრამ არც ის არ შემიძლია რომ ვინც ჩემს აზრს არ იზიარებს ის მოვკლა . არ მჯერა რომ ჩემი სიკვდლის მერე ჩემი სული ჭიაყელაში გადავა და ასე გავაგრძელებ ცხოვრებას :) მე ვთვლი რომ ვიცი რა უნდა გავაკეთო , რა არის კარგი და რა ცუდი და ვიქცევი ისე როგორც ვთვლი რომ კარგია :) თუ უფალი არ არსებობს ამით მე არაფერს დავკარგავ და ჩემი კარგი საკციელით კარგად დავამახსოვრდები ხალხს და თუ არსებობს დარწმუნებული ვარ რომ მე ჩემი საქციელის მიხედვით განმსჯის და არა იმის მიხედვით მჯეროდა თუ არა ღმერთის :)

 

მგონი ეს აქ არ უნდა დამეპოსტა მაგრამ შესაბამისი თემა ვერ ვნახე + სამოთხესაც ეხებოდა ჩემი პოსტი ნაწილობრივ : D

 

იმედია მართლმადიდებელი ხალხი ცუდად არ გაიგებს ჩემს პოსტს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

გაუმარჯოს: არ მახსოვს ეს ბოლომდე დაგიწერე თუ არა---

--დასაბამიდან ეხლა 7614 წელია.....................................................

ქრისტიანულ ქვეყნებში მიღებული იყო წელთაღრიცხვის სამი სისტემა-

1)ქრისტესით

2) დასაბამიდან

3) ქრონიკონით.

----ქრისტესით გასაგებია--- ქრისტეს დაბადებიდან ე.ი. ეხლა 2010წ-ლია.

ქრონიკონით-კი 532წლიანი ციკლით ხდებოდა .

532წლიანი ციკლი ცნობილია როგორც "ალფა " ეს იმიტომ ,რომ ამ სიტყვის ასო ნიშნების რიცხვითი მნიშვნელობის ჯამი როგორც ბერძნულათ ისე ქართულათ 532-ს შეადგენს

(1ა+30ლ+500ფ+1ა=532)

532წლიანი მოქცევა არის მზის 28 წლიანი ციკლისა და მთვარის 19წ ციკლის ნამრავლი.

ქრონიკონული წალთაღრიცხვა ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში შემოღებული არ იყო .მაგრამ 532წლიანი ციკლი ეგრეთ წოდებული "დიდი ინდიქტონი" ყველა ქრისტიანულ ქვეYანაში მიღებული იყო როგორც ეგრეთ წოდებული "პასქალური" სისტემა.

-----ძველი ქართული კალენდრის შესწავლის საფუძველზე პავლე ინგოროყვამ გაარკვია,რომ გამოსავალი თარიღი ქართული ქრონიკონული წალთაღრიცხვისა არის 284წელი ძველი წელთაღრიცხვისა.

მართლაც როგორს ცნოვილია 780წელს დასრულდა 12 მოქცევა ხოლო 1312 წელს მე-13 მოქცევა (780+532=1312) მაშასადამე 11 მოქცევა უნდა დასრულებულიყო 780-532=248წ ახ წ. აღრიცხვით.

აქედან უნდა დავასკვნათ რომ ძველი წელთაღრიცხვის 284წელს დასრულადა 10-ი -- 532 წლიანი ციკლი . ე.ი 532 X10=5320წ ამას თუ დავუმატებთ 284წ მივიღებთ ქრისტეს დაბადების თარიღს 5320+ 284=5604

დასაბამიდან ქრისტეს დაბადებამდე გასულა 5604წელი ამს ემატება ქრისტეს დაბადებიდან დღემდე გასული დრო და ვღებულობთ 5604+2010=7614წ

ე.ი. დღეს არის 7614 წელი დასაბამიდან .

შარშან იყო 7613 წ მომავალ წელს იქნება 7615წ დასაბამიდან .

 

არსებობს "დასაბამიდან " ქრისტეს დაბადებამდე სხვადასხვა კალენდარები

1) 5198წ--ევსევი კესარიელისა .

2.)5492წ --პანდორე ალექსანდრიელისა.

3.)5500წ--ანიანე ალექსქნდრიელისა.

4)45508წ--ბიზანტიელებისა(ბიზანტიური ერა)

ქართველებს კი ყველაზე ძველი - თავისი დასბამიდან აქვთ 5604 ქრისტეს დაბადებამდე .

7613წელი დასბამიდან დღემდე. ..........................................გაიხარე. :(

ეს ჩვენ გავჭირდება გალაქტიონის მიერ ნანახი ლეონტი მროველის მიერ დაშიფრული წარწერა(ძღიბ) ქართული სახელმწიფოებრიობის და დამწერლობის შექმნის თარიღის ........გასაშიფრათ ............Oკ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქრისტესი ტუ არ გჯერათ ამ ყოვლად ცმინდა და ყოვლად სანატრელი ღმერთ-კაცისა მაშ ვიღასი გჯერათ,მან იქადაგა პირველად სასუფევლისა და გეენის ცეცხლზე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქრისტესი ტუ არ გჯერათ ამ ყოვლად ცმინდა და ყოვლად სანატრელი ღმერთ-კაცისა მაშ ვიღასი გჯერათ

giorgi509

 

ყველას არ სჯერა "ღმერთ-კაცებისა" და "ღმერთ-ქალების", ასე რომ არ გაგიკვირდეს. :TAT:

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...