Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სამოთხე
სად არის იგი?

საქართველოში, ოღონდ ჯოჯოხეთთან კომბინაციაში ;):

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 50
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

სამოთხე და ჯოჯოხეთი ძაან სუბიექტური ცნებებია...

 

ჩემთვის პირადად სამოთხე ნაღდად ვერ იქნება ადგილი სადაც არფიანი ტიპები დაფრინავენ და გალობენ... ბევრად უფრო კომფორტულად თავს ლუდის მდინარის პირას და Black Messiah კონცერტზე ვიგრძნობ...

 

ასევეა ჯოჯოხეთიც... ყველა ადამიანს თავისი კონკრეტული ჯოჯოხეთი აქვს... და საერთოდაც მე საერთოდ არ ვაღიარებ სამოთხის და ჯოჯოხეთის არსებობას...

 

არსებობს ღია კოსმოსი, სადაც სული სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობს, იმისდა მიხედვით თუ რა დონეზე განვითარდა წინა სამყაროში, შემდეგი სამყარო ან უფრო რთული მიზნებით და დაბრკოლებბით არის დაკომპლექტებული ან უფრო მარტივი.. :)) თუ საერთოდ ვერ განვითარდა, ისევ იმავე სამყაროში დარჩება.. :)) :D

 

თოლია ჯონათან ლივინგსტონ არის გენიალური მაგალითი გაიგო ის, რაც ეხლა ვთქვი.. :) :)

 

ბახს ჰაერზე არ დაუყწერია ეგ ყველაფერი...

 

 

მომწონს ამ კაცის აზროვნება... :bob:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
საბოლოო ჯამში ადამიანი მაგას მხოლოდ მაშინ გაიგებს როდესაც ამის დრო დადგება. რაც არ იცი იმიტომ არ იცი რომ არ უნდა იცოდე და ზედმეტ ცოდნას კარგი არაფერი მოაქვს. :(
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთმა ადამიანთა სულების ადგილსამყოფებლად ზეციური სამოთხე შექმნა, ხოლო მიწიერი სამოთხე ადამის და ევას საცხოვრებლად დაარსა. მიწიერი სამოთხე ანუ ედემის ბაღი შემდეგ ტერიტორიებზე განლაგდა: ქუშის ქვეყანა – ეთიოპია (სულხან საბა ორბელიანის განმარტებით) ანუ აბისინია, აშური – ასურეთი ანუ შუამდინარეთი და ხავილა.

 

 

"ღმერთი იმიტო არ უნდა გიყვარდეს რომ სამოთხე გელოდება, და იმიტო არ უნდა გეშინოდეს რო ჯოჯოხეთი არსებობს... "

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მდა

რა არის სამოთხე?

ქრისტიანული (მართლმადიდებლური) თეოლოგიის მიხედვით, სამოთხე არ არის ადგილი. სამოთხე არის ღმერთთან ყოფნა, ხოლო ღმერთთან დაშორება არის ჯოჯოხეთი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიბლიური სამოთხის მდებარეობა მიაჩნდათ ორი მესოპოტამიის (შუამდინარეთის) სათავეებთან: ერთმხრივ ტიგრისა და ევფრატის (მესოპ.1) მეორე მხრივ კი მტკვრის და არაქსის (მესოპო. 2) ოთხივე მდინარე სათავეს გეოგრაფიულად იშვიათი ბუნების ძალიან მცირე მონბაკვეთზე იღებს (დაბადება, მეორე მოთხრობა)

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯოჯოხეთის წარმოდგენა კიდევ შესაძლებელია, მაგრამ აი სამოთხეში რა უნდა ხდებოდეს, ვინმეს შეგიძლიათ პასუხის გაცემა თუნდაც ფანტაზიის დონეზე?

ულამაზესი ბაღები და შადრევნები? :blink: ჩიტების გალობა გაუთავებლად? სადღაც ფრენა და ლივლივი?

ხომ არ ჩავარდება ასეთ სამოთხეში მყოფი სული საშინელ სასოწარკვეთილებაში???

დანტემაც ჯოჯოხეთი ძალზე ცხოველმყოფლად აღწერა, მაგრამ სამოთხეზე ფაქტიურად ვერაფერი თქვა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

-ადამიანთა სულები სადაც ხვდებიან--------ეს იმ ქვეყნიური სამოთხეა .

-ხოლა ადამი და ევა სადაც მოათვსა ღმერთმა ედემის ბაღი (მიწიერი სამოთხე) ბიბლიის მიხედვით აქვს კონკრეტული გეოგრაფიული განზომილება.

 

სამოთხე იქაა სადაც უფალია smile.gif)))

უფალი კი ყველგანაა...............

ჯოჯოხეთის ფორმულირება მაქვს მოსმენილი მაგ სტილში- ჯოჯოხეთი იქაა, სადაც უფალი არ არის-ო... შემზარავი წამოსადგენია ჩემთვის...

 

ძველი აღთქმა

წიგნი შექმნისა

თავი 1

 

 

9. და კვლავ აღმოაცენა ღმერთმა მიწიდან ყველა ხე, მშვენიერი სახილველად და კარგი საჭმელად, და ხე ცხოვრებისა - სამოთხის შუაში, და ხე ცნობადი - კეთილისა და ბოროტის გასაგებად.

 

 

10. და მდინარე გამოდის ე დ ე მ ი დ ა ნ სამოთხის მოსარწყავად; იქიდან იყოფა ო თ ხ-- სათავედ.

 

 

11. სახელი ერთისა - ფისონი; ეს გარს უვლის ევილატის მ თ ე ლ ს ქ ვ ე ყ ა ნ ა ს, იქ, სადაც არის ო ქ რ ო;

12. ხოლო იმ ქვეყნის ო ქ რ ო კარგია; და იქ არის ა ნ თ რ ა კ ი და მ წ ვ ა ნ ე ქვა.

13. და სახელი მეორე მდინარისა - გეონი; ეს გარს უვლის ეთიოპიის მთელს ქვეყანას.

14. და მესამე მდინარე - ტიგროსი. ეს მიედინება ასურეთის პირდაპირ. ხოლო მეოთხე მდინარე - ეს არის ევფრატი.

15. და აიყვანა უფალმა ღმერთმა კაცი, რომელიც გამოსახა, და დაადგინა იგი განცხრომის სამოთხეში მის დასამუშავებლად და დასაცავად.

 

ამ ამონარისდს გადახედეთ

 

10. და მდინარე გამოდის ედემიდან სამოთხის მოსარწყავად; იქიდან იყოფა ---ო თ ხ ს ა თ ა ვ ე დ.

 

ორი მდინარე ცნობილია ეს არის ტიგროსი და ევფრატი . თუ ავიღებთ გეოგრაფიულ რუკას და შევხედავთ ამ ორი მდინარის სათავეს იქვე აღ მოჩნდება კიდევ ორი მდინარე ეს არის მტკვარი და არაქსი ...................................სავარაუდოთ

ალბათ ეს ორი მდინარეა ნაგულისხმევი .

http://s54.radikal.ru/i146/0908/57/671d377d7078.jpg

 

სამ ოთხ ხე

 

ხე -სიცოცხლე

 

სამი - ცნობიერი, მამაკაცური საწყისი, სამება

 

ოთხი -არაცნობიერი,ქალური საწყისი,

 

3+4 = 7 ( მ შვიდ ობა და საერთოდაც ციფრი 7)

3X4= 12 ( 12 ზოდიაქო, 12 მოციქული და ა.შ)

.

ყოველი საიდუმლოი ამასა ენასა შინა დამარხულ არს...

..ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოთხი -არაცნობიერი,ქალური საწყისი,

 

3+4 = 7 ( მ შვიდ ობა და საერთოდაც ციფრი 7)

3X4= 12 ( 12 ზოდიაქო, 12 მოციქული და ა.შ)

.

:yba:

 

4 - მატერიალური სამყარო

7 - 4+3 მეშვიდე ცა

12 - დრო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიწიერი სამოთხე

 

მ. ჯანელიძე

 

ღმერთმა ადამიანთა სულების ადგილსამყოფებლად ზეციური სამოთხე შექმნა, ხოლო მიწიერი სამოთხე ადამის და ევას საცხოვრებლად დაარსა. მიწიერი სამოთხე ანუ ედემის ბაღი შემდეგ ტერიტორიებზე განლაგდა: ქუშის ქვეყანა – ეთიოპია (სულხან საბა ორბელიანის განმარტებით) ანუ აბისინია, აშური – ასურეთი ანუ შუამდინარეთი და ხავილა. ამ ბოლო ტერიტორიასთან დაკავშირებით ისტორიკოსთა შორის დავა გაჩაღდა: ინდოელები ამტკიცებენ, რომ ეს განგის ხეობაა, სომხები ამბობენ, რომ არარატის ბარზეა ლაპარაკი, ინგლისელები კი სეიშელის კუნძულებს ასახელებენ. სინამდვილეში ხავილა, ან უფრო სწორედ - ჰავილა (რაც ებრაულად ნოტიოს ნიშნავს ), სადაც მდინარე ფისონი ან პისონი მოედინება, კოლხიდას ან კოლხეთს ნიშნავს: პისონი, პისიონი ებრაულად პასიონს – ხოხობთა მდინარეს გულისხმობს, რაც ბერძნულ ფაზისს (ფაზიანუსი – ხოხობი) შეესაბამება.

მაშასადამე, მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე ან შესაძლოა იქ სადაც მომავალში ამ ადგილებს სწორედ ეს სახელები მიანიწეს.

დავიწყოთ მდინარე ფიშონით, რომელიც გარს უვლის ხავილას ქვეყანას.

ძველ აღთქმაში (დაბადება I, 10-14) სწერია: @”მდინარე მოედინება ედემას ბაღის მოსარწყავად. მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი. ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის ქუშის ქვეყანას, მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერატი.”

ცნობილია, რომ ებრაელთა დამწერლობაში ასო @”ფ” (ბერძნული ნიშანი) სიტყვის დასაწყისში “Pპ” ასოთი აღინიშნება. მაგალითად, ებრაელთა პოპულარული სახელი «Фима» - იწერება როგორც «Пима». ამიტომაც ფიშონის ნამდვილი, სემიტური ფორმა და ჟღერადობა იქნება პისონი, ან პისიონი. ეს კი თითქმის ებრაულ პასიონს (ხოხობს) შეესაბამება და ბერძნულ ფაზისს (ფაზიანური – ხოხობი) – რიონს გულისხმობს. აქედან გამომდინარეობს, რომ ქვეყანა ხავილას (უფრო სწორედ, ჰავილას, ე.ი. ნოტიო) ქვეშ კოლხეთი იგულისხმება.

როცა ღმერთმა პირველი ადამიანები სამოთხიდან დააძევა, მათ მოუხდათ შემდეგი, უკვე აღნიშნულ ტერიტორიების გადალახვა: ეთიოპია - შუამდინარეთი - კოლხეთი ( ე.ი. დასავლეთი საქართველო).

საბოლოოდ სად უნდა განლაგებულიყვნენ? მათ არჩევანი არ ჰქონდათ: დასავლეთი საქართველოდან გზა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში მიდიოდა. სწორედ აქ უკვე ჩვენს დროში არქეოლოგებმა მათი ნაკვალევი აღმოაჩინეს.

ოდესღაც ძველმა ავტორებმა პირველი, ე.წ. სააკვანო ცივილიზაციების პერსონიფიცირება სწორედ ადამის და ევას სახეებში მოახდინეს. ამიტომაც მიწიერი სამოთხე ამ ცივილიზაციების არსებობის შესაბამისად განლაგებულ იქნა: შუამდინარეთი – ეთიოპია და ა. შ. მაგრამ პირველი ადამიანების და პირველი ცივილიზაციების შორის არსებული დროის ინტერვალი ძალიან დიდი იყო: მილიონი წელიწადი.

მაშინ მიწიერი სამოთხე რანაირად განლაგდა პირველი ცივილიზაციების ტერიტორიაზე? ადამის და ევას სამოთხიდან გაძევება ღმერთის ნებას – დევნილთა კვალით პირველი ცივილიზაციების მომავალ ადგილსამყოფელზე ნიშნის დასმას ასრულებდა. დიახ, მომავალი ცივილიზაციები ადამის და ევას ოდესღაც არსებულ სამშობლოში – ედემის ბაღში წარმოიქმნა. ამიტომაც ძველ აღთქმაში აღწერილმა მიწიერმა სამოთხემ სააკვანო ცივილიზაციების სახელწოდებები წინამავალი სახელების არ არსებობის გამო შენარჩუნა. ყველა შემთხვევაში პირველი ადამიანები პირველი ცივილიზაციების შექმნამდე ნამდვილად არსებობდნენ, რასაც დმანისის მასალაც ამტკიცებს. რა თქმა უნდა, ჯერ ერთეულები. ბიბლიური პერსონაჟები ადამი და ევა ზღაპარს არ წარმოადგენენ. მათი სახელები კი მოსეს თუ სხვა ავტორთა მიერ წმინდა გაცისკროვნების შედეგად მოიძებნა.

 

და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ძველ აღთქმაში არწერილია (დაბადება, III, 1-6) გველისა და დედაკაცის დიალოგი აკრძალულ ხილზე @”რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეწმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეწამთო, გვითხრა ღმერთმა, არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. “ – უთხრა დედაკაცმა გველს. გველი პასუხობს: @”არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ, როგორც კი შეწამთ, თვალები აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტისა შემცნობელნი. “

რა ხეზეა ლაპარაკი? უამრავი ჰიპოთეზა არსებობს ამ ხის გარშემო – ბაობაბით დაწყებული დრაკონის ხით და ზევსის დოდონის მუხით დამთავრებული. უდიდესი მნიშვნელობა ენიწება მცენარეს, რომელიც კეთილისა და ბოროტის შემცნობი არის. დღეს, როცა შესაძლებელია სამოთხის გეოგრაფიული ლოკალიზაცია, უფრო ზუსტად შეგვიძლია ვიმსჯელოთ ასეთი ხის არსებობის შესახებაც. დაბადებაში ნათქვამია, რომ ეს ხე სამოთხის შუაგულში იზრდებოდა. ეთიოპიიდან კოლხეთამდე გაფანტული ტერიტორიის შუაგულს შუამდინარეთი წარმოადგენს. იქ კი პირველი ცივილიზაციის ქვეყნად შუმერია აღიარებული (პროტოქართველურად – სუმერე) თაცდაპირველი მოსაზრება სამოთხის შესახებ სწორედ შუმერში დამკვიდრდა. კრამერი წერდა, რომ “ბიბლიური სამოთხე შუმერული სამოთხეა” (ნ. კრამერი – ისტორია იწყება შუმერიდან, 1982) ამიტომაც ძიება სწორედ აქედან უნდა ვაწარმოოთ.

შუმერების ეპიკურ პოემაში გილგამეშის შესახებ ნახსენებია ხე, რომელიც თავისი აღწერილობით ებრაელების კეთილისა და ბოროტების ხეს ემსგავსება: “იმ დროს ერთი ხე არსებობდა, სუფთა ევფრატთან წამოიზარდა. მის ფესვებში გველი ბინადრობდა, ის გველი, რომელიც ჟადოსიტყვას არ სცნობდა” (Гильгамеш и Энкиду, В. Афанасьева, 1979) ძიების შედეგად დავადგინეთ, რომ შუმერების “ხულუპის” ხეზეა ლაპარაკი, თანამედროვე ტილიფის ხე (ტირიფი), მაგრამ ამ ხეს ჯადოსნური ნაყოფი არ გააჩნია. საერთოდ კი მესოპოტამიაში მისტიკური თვისებების მქონე ნაყოფი არც ერთ ხეს არ გააჩნია. ნუთუ ეს ყველაფერი მოგონილია... ეს სინამდვილეა, მხოლოდ “დაბადების” ავტორმა, რომ არ დაეღვია შუმერული ტრადიცია, სხვადასხვა მცენარე – შუმერულ ფოლკლორში აღიარებული ხე, ჯადოსნური თვისებების მქონე ებრაელთა ბალახოვანი მცენარე, ჩვენი აზრით, შემოქმედებითი გზით გააერთიანა. ეს ბალახოვანი მცენარეა მანდრაგორა. მანდრაგორა საწმელად ვარგისი ყვითელი ნაყოფით – ე.წ. სატანის ვაშლებით მდიდარია ( M. Crieve 1995). ძველ მედიცინაში მანდრაგორას ფესვის ქერქი გამოიყენებოდა ანესთეზია – ნარკოზირებისათვის. მაგრამ ჩვენთვის მთავარია მონაცემი, რომ მანდრაგორას ვაშლები ავხორცობას იწვევენ, რაც ჩვენი შორეული წინაპრებისათვის დიდ ცოდვას წარმოადგენდა. აქ ნახსენები სახელწოდება “სატანის ვაშლები” არის ბიბლიური ისტორიის გამოძახილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
Mr Adam

http://s42.radikal.ru/i097/0909/b8/c7a94ca1b27c.jpg

--------მიწიერი სამოთხე ანუ ედემის ბაღი. რომლის მოსარწყავათ მიედინება მდინარე....და საიდანაც სათავეს იღებს ოთხი მდინარე. ტიგრი ევვრატი ფისონი და გიხონი. არსებობს რუქა, რომელსაც როცა დახედავ , დაინახვ რომ ტიგტი ევფრათი გიხონი(მესამე მდინარის დასახელებაც ემთხვევა :

მდინარე არაქსს ჯერ კიდევ VII საუკუნეში ჩვენს ერაში ერქვა " გიხუნი" ხოლო" ტერიტორიას გიხუნის გასწვრივ --რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო კუში" ამბობს ამერიკელი ისტორიკოსი -როლი.) და მეოთხე მდინარე ფისონი იქვე არის ( ფისონი; ეს გარს უვლის ევილატის მ თ ე ლ ს ქ ვ ე ყ ა ნ ა ს, იქ, სადაც არის ო ქ რ ო; . ხოლო იმ ქვეყნის ო ქ რ ო კარგია; და იქ არის ა ნ თ რ ა კ ი და მ წ ვ ა ნ ე ქვა. იქვე არის ხავილა, ან უფრო სწორედ - ჰავილა -რაც ებრაულად ნოტიოს ნიშნავს , სადაც მდინარე ფისონი ან პისონი მოედინება, კოლხიდას ან კოლხეთს ნიშნავს: პისონი, პისიონი ებრაულად პასიონს – ხოხობთა მდინარეს გულისხმობს, რაც ბერძნულ ფაზისს ..ფაზიანუსი – ხოხობი. შეესაბამება- საერთო ადგილიდან იღებენ სათავეს................... ასე რომ არაფერი გასაკვირი მანდ არ არის .

http://s45.radikal.ru/i110/0909/38/4ea91068e5aa.jpg

http://www.link.ge/file/232794/revaz-gabaSvili.rar.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დასაბამიდან ეხლა 7613 წელია.....................................................

ქრისტიანულ ქვეყნებში მიღებული იყო წელთაღრიცხვის სამი სისტემა-

1)ქრისტესით 2) დასაბამიდან 3) ქრონიკონით.

ქრისტესით გასაგებია--- ქრისტეს დაბადებიდან ე.ი. ეხლა 2009წ-ლია.

ქრონიკონით- 532წლიანი ციკლით ხდებოდა .532წლიანი ციკლი ცნობილია როგორც "ალფა " ეს იმიტომ ,რომ ამ სიტყვის ასო ნიშნების რიცხვითი მნიშვნელობის ჯამი როგორც ბერძნულათ ისე ქართულათ 532-ს შეადგენს

(1+30+500+1=532)

532წლიანი მოქცევა არის მზის 28 წლიანი ციკლისა და მთვარის 19წ ციკლის ნამრავლი.

ქრონიკონული წალთაღრიცხვა ყველაყველა ქრისტიანულ ქვეყანაში შემოღებული არ იყო .მაგრამ 532წლიანი ციკლი ეგრეთ წოდებული "დიდი ინდიქტონი" ყველა ქრისტიანულ ქვეYანაში მიღებული იყო როგორც ეგრეთ წოდებული "პასქალური" სისტემა.

-----ძველი ქართული კალენდრის შესწავლის საფუძველზე პავლე ინგოროყვამ გაარკვია,რომ გამოსავალი თარიღი ქართული ქრონიკონული წალთაღრიცხვისა არის 284წელი ძველი წელთაღრიცხვისა.

მართლაც როგორს ცნოვილია 780წელს დასრულდა 12 მოქცევა ხოლო 1312 წელს მე-13 მოქცევა (780+532=1312) მაშასადამე 11 მოქცევა უნდა დასრულებულიყო 780-532=248წ ახ წ. აღრიცხვით.

აქედან უნდა დავასკვნათ რომ ძველი წელთაღრიცხვის 284წელს დასრულადა 10 -- 532 წლიანი ციკლი . ე.ი 532 X10=5320წ ამს თუ დავუმატებთ 284წ მივიღებთ ქრისტეს დაბადების თარიღს 5320+ 284=5604

დასაბამიდან ქრისტეს დაბადებამდე გასულა 5604წელი ამს ემატება ქრისტეს დაბადებიდან დღემდე გასული დრო და ვღებულობთ 5604+2009=7613წ

ე.ი. დღეს არის 7613 წელი დასაბამიდან .

შარშან იყო 7612 წ მომავალ წელს იქნება 7614წ დასაბამიდან .

 

არსებობს "დასაბამიდან " ქრისტეს დაბადებამდე სხვადასხვა კალენდარები

1 5198წ--ევსევი კესარიელისა .

2.5492წ --პანდორე ალექსანდრიელისა.

3.5500წ--ანიანე ალექსქნდრიელისა.

45508წ--ბიზანტიელებისა(ბიზანტიური ერა)

ქართველებს კი ყველაზე ძველი - თავისი დასბამიდან აქვთ 5604 ქრისტეს დაბადებამდე .

7613წელი დასბამიდან დღემდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამოთხე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამაჩნია ფეხებს შორის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეღავათიან ფასებში :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა სირობებს დებთ---------------- მოდერი არ ყავს ამ განყოფილებას???. იმის მაგივრათ თემა გახადონ საინტერესო . შეგეზიზღება შემოსვლა ,

სამოთხეს გთავაზობენ ფეხებ შორის ----------------შეღავათიან ფასებში. მე კი ბალდახინი მაქვს მაგ--- სამოთხეში გასარჭობი,

ფასზე უკან არ დავიხევ , შემიოძლია დანარჩენ ხვარელებშიც გავთხარო, სურვილს თუ გამოთქვამს........................O.კ:sorry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...