planetanews Posted September 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/globalpost_gp2.jpg როშან ნებრაჯანი ოქტომბერში, საქართველოში სისხლის სამართლის ახალი კოდექსი ამოქმედდება, რომელიც ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტსაც მოიცავს. 70–წლიანი საბჭოთა მმართველობისა და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო აქტიურად მუშაობს, რათა საკუთარ მოქალაქეებს კანონმდებლობისადმი დაკარგული ნდობა აღუდგინოს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა მთელი ძალით ცდილობს შექმნას სიცოცხლისუნარიანი და სანდო სამართლებრივი ინფრასტრუქტურა. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგაც კი, 1991–დან 1997 წლამდე, ქართული საზოგადოება საბჭოთა მოდელით იმართებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ბევრ მოქალაქეს კანონის დაცვის ძალის არ სჯეროდა. შედეგად „კანონიერი ქურდების“ სისტემა განმტკიცდა. ეს ერთგვარი მაფიოზების მსგავსი „კანონიერი ქურდები“, მოქალაქეებს დაცვას სთავაზობდნენ და ბევრ ქართველში პატივისცემა, მოწონება და ნდობა მოიპოვეს. ზოგიერთებში ეს ნდობა დღემდე შენარჩუნებულია. თუმცა, მიმდინარე საკანონმდებლო აქტებით, რომელთა მიზანიც „კანონიერ ქურდებზე“ დამოკიდებულების მოსპობაა, მათი გამორჩეული მდგომარეოობა პოსტ–საბჭოთა სივრცეში შემცირდა. ქართულ საზოგადოებაში „კანონიერი ქურდების“ სისტემის თანდათანობითი დაღმასვლა და ახალ კანონმდებლობაზე გადასვლა ცხადყოფს, როგორც მთავრობის გაძლიერებას, ასევე იმ განცდის განმტკიცებას, რომ მთავრობას საკუთარი მოქალაქეების დაცვა შეუძლია. მაგალითად, როგორც საქართველოს სამოქლაქო, ასევე სისხლის სამართლის კოდექსების თავდაპირველ ვერსიებში ბევრი ცვლილება შევიდა. გაეროს დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს დღევანდელი სისხლის სამართლის კოდექსი 1999 წელს ამოქმედდა. „2008 წლის ნოემბერში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესწორება შევიდა, რომლის თანახმადაც გაჩნდა ახალი ნაფიცმსაჯულთა სისტემა“, – განაცხადა ნინო თვალავაძემ, საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა. საქართველოს დღევანდელი სამართალწარმოების სისტემა დიდწილად გერმანულ საგამოძიებო მოდელს ჰგავს, რომელშიც მოსამართლეს მოწმის დაკითხვის პროცესში ჩარევის უფლება აქვს. რეფორმის შემდეგ, საქართველო ისეთი მოდელის ჩამოყალიბებას იმედოვნებს, რომელიც შეერთებული შტატების შეჯიბრობითობის პრინციპზე დაფუძნებული სისტემის მსგავსი იქნება, სადაც მოსამართლის უფლებები ბევრად შეზღუდულია. ასეთ სასამართლოში, მოსამართლის მიზანია პროცესმა კარგად ჩაიაროს და მას უფრო არბიტრის ფუნქცია აქვს, ვიდრე ბრალმდებლის. ახალი მოდელის თანახმად, ქართულ სასამართლოში ნაფიცმსაჯულთა სისტემაც ამოქმედდება. 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან, პირველი სასამართლო პროცესები ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით თბილისში, ქვეყნის დედაქალაქში გაიმართება. თავდაპირველად, ასეთი მოდელის ფარგლებში სასამართლო შეეცდება მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობების საქმეები განიხილოს. ორი წლის შემდეგ, ნაფიცმსაჯულთა სისტემა საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში, ქუთაისშიც ამოქმედდება. გაიზრდება ასევე ამ მოდელის მიერ განსახილველ საქმეთა სპექტრიც, კერძოდ, ნაფიცმსაჯულთა სასამართლო განიხილავს ძლიერი ემოციური ზემოქმედების დროს ჩადენილი მკვლელობების (ამერიკაში „არაგანზრახ მკვლელობის“ სახელით ცნობილი დანაშაული) და ძალადობის საქმეებს. საქართველოს ამ გარდაქმნის განხორციელბაში უამრავი საერთაშორისო ადმინისტრაციული ორგანო ეხმარება, მათ შორის დიდი ბრიტანეთის საელჩო, კანონის უზენაესობის საკითხებში ნორვეგიის მრჩეველთა მისია საქართველოში, კანონის უზენაესობის საკითხებში ევროკავშირის მისია საქართველოში და ამერიკელ იურისტთა ასოციაციის (ABA) სამართლებრივი ინიციტივა. „ABA ქართველ სისხლის სამართლის სფეროს ადვოკატებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და სასამართლო უნარ–ჩვევებში ამზადებს და მოთხოვნის შემთხვევაში ტექნიკურ კონსულტაციებსაც იძლევა“, – განაცხადა რონალდ ვულფსონმა, ამერიკელ იურისტთა ასოციაციის, სამართლებრივი ინიციატივის პროგრამის ევროპისა და ევრაზიის განყოფილების სამართლის სპეციალისტმა. საქართველოს ნაფიცმსაჯულთა სასამართლო სისტემის წარმატებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მცირე მასშტაბმა და ტრადიციულმა მენტალიტეტმა, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ყოველწლიურ ანგარიშში. ორგანიზაცია მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე მუშაობს. „საქართველო პატარა ქვეყანაა; აქ ნაცნობის მოძებნა არ უჭირთ, სირთულეს არ წარმოადგენს ნაფიცმსაჯულებში ნათესავების პოვნა და მათზე გარკვეული გავლენის მოხდენა“, – ამბობს თვალავაძე. საკანონმდებლო მუშაობისა და სამართლებრივი მომზადების პროცესში, საქართველოს ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის მომავლის შეფასება ერთადერთი გზით შეიძლება – შედეგებს უნდა დაველოდოთ. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts