Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად სექტანტი დაინიშნა


Recommended Posts

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად პროფესიით ისტორიკოსი, სანდრო კვიტაშვილი დანიშნა, რომელსაც მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. თუ კვიტაშვილის ბიოგრაფიას გულდასმით წაიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ იგი სექტანტია, რაზეც ოდნავ ქვემოთ გიამბობთ.

 

გაზიარება

[ნინო მიქიაშვილი. 19:17 01-09-2010]

http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TH58eRktsJI/AAAAAAAAEAY/itjlBYaWVyo/s200/kvitashvili.gifმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ კვიტაშვილმა განცხადება 31 აგვისტოს, 17 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და ამის მიზეზად, აკადემიური წრეების მიერ გაკეთებული შეთავაზება დაასახელა:

“აკადემიური წრეებიდან, გარკვეული პერიოდის წინ შეთავაზება მივიღე, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობა შემესრულებინა, რასაც დავთანხმდი და დღეს გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დღეს იკრიბება და ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა“.

აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კი, სადაც კვიტაშვილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, მან ერთობ საინტერესო განცხადება გააკეთა – რექტორობა ჯერ არ გადამიწყვეტიაო: “რექტორის არჩევნები დეკემბრის დასაწყისში ჩატარდება და მოსაფიქრებლად საკმარისი დრო მაქვს“.

როგორც ჩანს, კვიტაშვილი რექტორის მოვალეობას შეასრულებს, მაგრამ ამასობაში იფიქრებს, რადგან გამორიცხული არ არის, ხელისუფლებამ ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატი შეარჩიოს; მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კვიტაშვილის წინამორბედი, ისტორიკოსი ნუგზარ სურგულაძე 14 დღის წინ დანიშნა აკადემიურმა საბჭომ, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

რაც შეეხება სანდრო კვიტაშვილის სექტანტობას, გთავაზობთ ამონარიდს მისი ბიოგრაფიიდან, რომელიც კვიტაშვილის სექტანტობას ადასტურებს:

“1995-1997 წლებში იგი იყო გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტის (ამქორ) საქართველოს მისიის უფროსის მოადგილე და მისიის ხელმძღვანლის მოვალეობის შემსრულებელი. მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია ახორციელებდა პროგრამებს ჯანდაცვის და სოციალურ სფეროებში“.

სხვათა შორის, კვიტაშვილის ბიოგრიაფიიდან საინტერესო დეტალზე ყურადღება ერთადერთხელ გამახვილდა – მაშინ, როცა სანდრო კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს, მის სექტანტობას ხაზი გაზეთმა “რეზონანსმა“ გაუსვა, მაგრამ ეს დანარჩენ გაზეთებს არ აუტაცებიათ და ეს თემა, არც ტელევიზიებს განუვრციათ.

“გაერთიანებულ მეთოდისტურ ეკლესიაზე“ ინფორმაცია ინტერნეტით მოვიძიეთ – “მეთოდისტები – ინგლისელი პროტესტანტების ერთი მიმდინარეობის მიმდევრები, ანგლიკანური სექტა, დაარსებულია ძმები უესლების მიერ ოქსფორდის უნივერსიტეტში, 1729 წელს. მიზანი – ბიბლიის შესწავლა მეთოდურად, წესების დაუფლება. შემდეგ ჯონ უესლი გამოვიდა ანგლიკანური ეკლესიის განახლების, რწმენის განწმენდის ქადაგებით, რეფორმის მოთხოვნით. ეკლესიამ მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ღია ცის ქვეშ დაიწყეს ქადაგება, მორწმუნეებს აშინებდნენ ჯოჯოხეთის სატანჯველით, მოიპოვეს ავტორიტეტი და დღეს ამერიკაში, ბალტიმორში, საეპისკოპოსო კათედრაც აქვთ (1787 წლიდან). მეთოდისტების მსოფლიო საბჭო აერთიანებს 55 ეროვნულ ეკლესიას, 10 წელში ერთხელ კონფერენციას იწვევენ“.

სანდრო კვიტაშვილი ცნობილი ისტორიკოსის, შოთა მესხიას შვილიშვილია. ბატონი სანდროს მამა, მერაბ კვიტაშვილი ამჟამად თერაპიის ინსტიტუტის დირექტორია. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს – 1990–1991 წლებში, მერაბ კვიტაშვილი იმჟამინდელი ჯანდაცვის მინისტრის, მანანა ძოძუაშვილის მოადგილე იყო. სანდრო კვიტაშვილს ცოლად ნოე ჟორდანიას ქალიშვილი, ნიკოლ ჟორდანია ჰყავს.

სანდრო, იგივე ალექსანდრე კვიტაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში, 1970 წლის 15 ნოემბერს. 1992 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი, ევროპის და აშშ-ის უახლესი ისტორიის სპეციალობით. 1992 წელს “მასკის“ პროგრამაში გამარჯვების შემდეგ, სწავლა გააგრძელა ნიუ იორკის უნივერსიტეტის რობერტ ფ. ვაგნერის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში. 1993 წელს წარმატებით დაამთავრა სწავლა ნიუ იორკის უნივერსიტეტში და მიიღო სახელმწიფო მართვის მასტერის ხარისხი. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ატლანტის გრეიდის სამედიცინო ცენტრის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.

1993 წელს სანდრო კვიტაშვილი საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობაში, ადმინისტრაციისა და ფინანსების ოფიცრის თანამდებობაზე.

1995-1997 წლებში იგი იყო გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტის (ამქორ) საქართველოს მისიის უფროსის მოადგილე და მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია ახორციელებდა პროგრამებს ჯანდაცვის და სოციალურ სფეროებში.

1997 წელს სანდრო კვიტაშვილი გახდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, “კურაციოს“ საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. როგორც მის ბიოგრაფიაში აღნიშნული, კვიტაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, “კურაციოს“ ფონდმა განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი ჯანდაცვის მართვის, ფინანსირების და ეკონომიკის მიმართულებით, ისევე, როგორც მრავალი სხვა პროექტი ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სფეროში.

2002 წელს იგი გახდა საქართველოს სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის ჯანდაცვის, სოციალური და განათლების სექტორების ქვეკომიტეტის ეროვნული ექსპერტი-კოორდინატორი.

1995-2002 წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტად: აზერბაიჯანში, ლიტვაში, უკრაინაში, სომხეთსა და სერბეთში. ამავე წლებში გამოცემული აქვს რამდენიმე ანალიტიკური ნაშრომი, რომლებიც შეეხებოდა ჯანდაცვის სფეროს რეფორმებისა და სოციალური დაცვის სისტემის ანალიზს.

2002-2003 წლებში მუშაობდა ნიუ იორკში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტში და შიდსის წინააღმდეგ ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ინსტიტუტის კონსულტანტად.

2004 წელს იგი დაინიშნა აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის (EestWest Institute) ადმინისტრაციის დირექტორად, ხოლო 2005 წლიდან ადმინისტრაციის უფროს დირექტორად და ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრად. ამ რანგში იგი უწევდა მართვას ნიუ-იორკის, ბრიუსელის, პრაღის და მოსკოვის ცენტრებს, ასევე კადრების, ინფორმატიკის, ღონისძიებათა და ზოგადი ადმინისტრაციის დეპარტამენტებს. მონაწილეობდა ორგანიზაციის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრად 2008 წლის 18 იანვარს დაინიშნა; მაშინ, როცა პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე იყო.

presa.ge

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-6726880700886435295?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...