planetanews Posted September 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2010 http://a.pix.ge/a/5rnft.jpgეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, საკმაოდ დატვირთული გამოდგა ლივერპულისთვისწითლებმა 11 ფეხბურთელი შეიძინეს. ბევრისთვის ლივერპულის მაისურის მორგება, ნამდვილადოცნების ასრულებას გავდა. ამ პოსტში თქვენ იხილავთ, მათ ინტერვიუებს, რომლებიც ახალი კლუბის ოფიციალურ საიტს მისცეს. ჯონჯო შელვი – გადმოვიდა ჩარლტონიდან მაისში, 2010 “ლივერპულში მოხვედრა ყველა ბავშვის ოცნებაა. როდესაც სკოლაში ვიყავი, ან სათამაშო მოედანზე მე წარმოვიდგენდი, ვითომ ჯერარდისნაირი ფეხბურთელი ვიყავი. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ მომიწევდა ესეთი ფეხბურთელების გვერდით ვარჯიში.” მილან იოვანოვიჩი – გადმოვიდა სტანდარდ ლიეჟედან ივლისში, 2010 “ლივერპული ყოველთვის ჩემი საოცნებო კლუბი იყო და ჩემი აქ ყოფნა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ჩემი კარიერის განმავლობაში. მე ვიცოდი რომ ისინი ჩემ თამაშს აკვირდებოდნენ, “სტანდარდში” და სერბეთშიც. როდესაც მათ კონტრაქტი შემომთავაზეს უბედნიერესი ვიყავი. ლივერპული იყო ჩემი ერთდერთი არჩევანი და მე კმაყოფილი ვარ, რომ ეს ტრანსფერი შედგა.” ჯო კოული – გადმოვიდა ჩელსიდან ივლისში, 2010 “ეს ძლიერი კლუბია. მე ვეცადე ყველაფერი დაწვრილებით არ განმესაჯა, ფინანსური და ადგილმდებარეობის საკითხი გვერდით გადავდე და ვფიქრობდი მხოლოდ საფეხბურთო საკითხებზე. მე ვიფიქრე 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე, როდესაც ვთამაშობდი მოედანზე და თმები ყალყზე მქონდა აშლილი. მე ვოცნებობდი მეთამაშა ამ ატმოსფეროში ყოველ კვირას.” დენი უილსონი – გადმოვიდა რეინჯერსიდან ივლისში, 1020 “ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ეს მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ლიგაა და მე ვითამაშებ მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო კლუბში. როდესაც შოტლანდიიდან გადმოვდიოდი ხალხი შეიძლება ფიქრობდა, რომ მე ამისთვის მზად არ ვიყავი, მაგრამ მე მივიღე ეს გამოწვევა და სწორედ ამიტომ მოვედი აქ.” ფაბიო აურელიო – დაბრუნდა ივლისში, 2010 “უცნაური სიტუაცია იყო. მე არ მინდოდა კლუბი დატოვება, თუმცა კონტრაქტი ამომეწურა. ხოლო როდესაც მომეცა შანსი, ახლიდან გამეფორმებინა კონტრაქტი, აღტაცებული დავრჩი.” კრისტიან პოულსენი – გადმოვიდა იუვენტუსიდან აგვისტოში, 2010 “როის ბევრი ლაპარაკი არ დასჭირდა, რადგანაც ლივერპული მსოფლიოში ცნობილია, დანიელი ხალხისთვის კი, ლივერპული უდიდესი კლუბია მსოფლიოში.” ბრედ ჯონსი - გადმოვიდა მიდლსბროდან აგვისტოში, 2010 “ბანალური სატრანსფერო ჭორები დიდი ხანი მესმოდა, მაგრამ ლივერპულის ინტერესი ჩემდამი რამოდენიმე კვირის წინ გავიგე. სკაუზერი დედის გაზრდილს, ლივერპული თითქოს ჩემში იყო და ასევე ის ჩემი რჩეული კლუბი იყო. ამიტომაც დიდი ხანი არ დამჭირდა ფიქრი აქ გადმოსვლაზე!” რაულ მეირელეში – გადმოვიდა პორტოდან აგვისტოში, 2010 “ლივერპული ისტორიული კლუბია და მე მოხარული ვარ აქ ყოფნით. გადმოსვლის მთავარი მიზეზი კი როი ჰოჯსონი აქტიურობა იყო. იმედი მაქვს ფანები ერთ დღეს გამიხსენებენ, როგორც ლივერპულის წარმატებულ მოთამაშეს. ბოლოს და ბოლო მე ავისრულე ოცნება და ვითამაშებ ინგლისში.” პოლ კონჩესკი – გადმოვიდა ფულჰემიდან აგვისტოში, 2010 “დენი მერფიმ დიდებულად დამიხასიათა ლივერპული. მან მითხრა თუ რა დიდებული და განსაკუთრებულია აქ თამაში. მან მითხრა, რომ აქ გატარებული ყოველი წუთი მეყვარება!” ლივერპულმა ზაფხულის ტრანსფერების ბოლო დღეს ასევე ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი გაიფორმა, სუსო და ადამ ჰაჯდუ. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts