planetanews Posted September 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2010 2 სექტემბერს, 10:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ილიას უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის სტუდენტებს შეხვდება.პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 2 სექტემბერს, 10.30 საათზე, უზენაეს სასამართლოში კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა მოეწყობა. 2 სექტემბერს, 12.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროგრამის – “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ, უცხოელ პედაგოგთა მორიგი ჯგუფის მიღებას გამართავს.მის: უზნაძის ქ. #52 2 სექტემბერს, 12:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს.პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 2 სექტემბერს, 14:00 საათზე, საკონსტიტუციო კომისიის წევრები სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდებიან.პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 2 სექტემბერს, 15.00 საათზე, საქართველოს პროფკავშირები პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქციას გამართავს, რითაც ერთი მხრივ, პატივს მიაგებენ ტყიბულის მინდელის მაღაროში დაღუპულ მუშებს, მეორე მხრივ კი, შრომის კოდექსს გააპროტესტებენ. 2 სექტემბერს, 15.00 საათზე, “თეთრების” ოფისში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართება.მის: ღამბაშიძის ქ. #4 იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts