Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge არსებობს თუ არა რუსეთსა და საქართველოს შორის მშვიდობის დამყარების საფუძველი?


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg

 

გია ნოდია

 

მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორმა, დიმიტრი ტრენინმა ამას წინათ რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა. ამ სტატიის თანახმად, ჩიხის ლოგიკური (და შესაძლო) გადაწყვეტა ორი ნაწილისგან შედგება

 

პირველი – საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ამისთვის გალის რეგიონი დაუბრუნდეს (ეს რეგიონი თითქმის მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული).

 

მეორე – რუსეთი უნდა გამოვიდეს სამხრეთ-ოსეთიდან, რეგიონს გარდამავალი სტატუსის მსგავსი რამ უნდა მიენიჭოს, რაღაც შუალედურ დამოუკიდებლობასა და საქართველოს კონტროლს შორის, ხოლო რუსეთს უსაფრთხოების გარანტის განსაკუთრებული ფუნქცია უნდა დაეკისროს.

 

ტრენინის თქმით, ამ გეგმის შესრულებას ერთი რამ უდგას წინ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის ცუდია და კიდევ იმიტომ რომ რუსმა ლიდერებმა ვლადიმერ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა ფიცი დადეს, ამიტომ სიტყვას უკან ვერ წაიღებენ და მასთან მოლაპარაკებებზე ვერ წავლენ,  მაგრამ თუ 2013 წელს სააკაშვილი დატოვებს ოფისს და პრემიერ-მინისტრად არ დარჩება, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდებოდა.

 

თეორიულად ყველაფერი ეს შესაძლებელია. თუ  ვინმე იმ იდეიდან გამომდინარე იმსჯელებს, რომ საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დაბრუნება შეუძლებელია, (რადგან რუსეთი ამას არასდროს დაუშვებს და იმიტომ, რომ იქ მცხოვრებ ხალხს ეს არ სურს) მაშინ დღევანდელ ვითარებასთან შედარებით პრობლემის ასეთი გადაწყვეტა საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა. ეს ყველაფერი საკმაოდ რაციონალურია.

 

მაშ რა ქმნის პრობლემას? ნუთუ მართლა მხოლოდ სააკაშვილი?

 

ცხადია რომ სამშვიდობო მოწესრიგება ყველა მხარეს უნდა სურდეს. ეს ყველასთვის უმაღლესი პრიორიტეტი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეთანხმების მიღწევა მტკივნეულ დათმობებზე წასვლას მოითხოვს. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პოლიტიკურად გადარჩებოდა. ალტერნატივა ძალიან ცუდი იქნებოდა, ხოლო დივიდენდები განუზომლად დიდი.

 

რა გარემოებებში მოისურვებდნენ მხარეები ასეთ სერიოზულ დათმობებზე წასვლას?

 

The Moscow Times-ში ანონიმურმა კომენტატორმა ტრენინის სტატიასთან დაკავშირებით  კარგი შეკითხვა დასვა – ” გვჭირდება კი  ჩვენ საერთოდ  საქართველოსთან მშვიდობა? რატომ უნდა დავუბრუნოთ მას სამხრეთ-ოსეთი?”

 

და მართლაც, რუსეთისთვის, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში შემოიჭრა, ძალიან ალოგიკური იქნებოდა ტრენინის გეგმის მიღება. ომის ფუძემდებლური იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ დასავლეთი რუსეთის მტერია, ხოლო საქართველო მის ზღურბლზე შემოგდებული ტროას ცხენი.  საქართველოს და მის უცხოელ პროტექტორებს გაკვეთილი უნდა მიეღოთ, მათ უნდა დაენახათ, ვინაა ბოსი ”ახლო საზღვარგარეთში”.

 

ორი რუსეთი

 

მათ ამ გაკვეთილის ჩატარება მთლიანად ვერ მოახერხეს, რადგან სააკაშვილი ისევ ხელისუფლებაშია და ჯიუტად მისდევს თავის პოლიტიკას. მაშ რატომ უნდა გაუადვილონ მას ცხოვრება იმით, რომ ურთიერთობები დაალაგონ? რაც უფრო ცუდადაა საქმე (პრო-დასავლური) საქართველოსთვის, მით უფრო უკეთესია ვითარება რუსეთისთვის.

 

ტრენინი მოსკოვში მოქმედ ამერიკულ ცენტრში მუშაობს. ის წერილს დედაქალაქში, ინგლისურენოვანი გაზეთისთვის წერდა და რუსეთზე  განსხვავებული წარმოდგენიდან გამოდის. რუსეთს, რომელიც ტრენინმა წარმოიდგინა (ასევე იქცევიან ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი), პირობითად შეიძლება ”მედვედევის რუსეთი” ვუწოდოთ (რაც რეალურ, პუტინის რუსეთთან წინააღმდეგობაში მოდის). ამ რუსეთს, ერთის მხრივ არ უარყვია პრეტენზია დიდი სახელმწიფოს სტატუსზე (რაც პრაქტიკაში ნიშნავს პრივილეგირებული როლის მოთხოვნას, სულ ცოტა ”ახლო საზღვარგარეთში” მაინც).

 

მაგრამ მეორეს მხრივ, ეს რუსეთი აღარ განიხილავს დასავლეთს  მტრად და პირიქით, მასთან ”მოდერნიზებული ალიანსის” შექმნა სურს. არავინ იცის ზუსტად რას ნიშნავს ეს, მაგრამ პრაქტიკული მნიშვნელობა დასავლეთისთვის ცხადია: მან უნდა გააძლიეროს მედვედევი, ყოველ შემთხვევაში მან არაფერი უნდა გააკეთოს ისეთი, რაც მედვედევს დაასუსტებდა. ასეთი რუსეთი ვერ იქცევა დემოკრატიად, მაგრამ სულ ცოტა უფრო რაციონალური და პროგნოზირებადი გახდებოდა. ეს იქნებოდა რუსეთი, რომელთანაც შესაძლებელი იქნებოდა თანამშრომლობა. ასეთ რუსეთს მართლა დასჭირდება საქართველოსთან ურთიერთობების გამოსწორება (რა თქმა უნდა მას შემდეგ, რაც ”გიჟი მიშა” დატოვებს ოფისს), რათა მოხსნას დასავლეთთან უთანხმოების ყველაზე სერიოზული წყარო.

 

იმდენად რამდენადაც საქართველოს ეს პრობლემა უდგას, რაღა თქმა უნდა, მისთვის უკეთესია რუსეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს ვიდრე ცუდი, მაგრამ პრაქტიკულად კითხვა ასე ისმის: რა კონკრეტული დათმობაა საჭირო იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს რუსეთთან კარგი ურთიერთობების ”ყიდვა” (რეალურად არსებულ რუსეთთან და არა რუსი და დასავლელი მედვედისტების წარმოსახვით რუსეთთან) და რა კონკრეტული დივიდენდების მიღების იმედი შეიძლება ჰქონდეს თბილისს.

 

იმისთვის რომ შესაძლო გადაწყვეტაზე თუნდაც ფიქრი დავიწყოთ, საჭიროა ისეთი რუსეთის წარმოდგენა, რომელსაც შეუძლია ნამდვილად აღიაროს საქართველოს უფლება ჰყავდეს თავის მიერ არჩეული ხელისუფლება და ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური კურსი, მაგრამ ასეთი რუსეთი მხედველობის არეში არ სჩანს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსკოვი უარს ამბობს სააკაშვილთან მოლაპარაკებაზე, ერთ რამეს ადასტურებს – მოსკოვის რწმენით, ქართველებს არა აქვთ საკუთარი მთავრობის არჩევის უფლება.

 

ამიტომაცაა, რომ ტრენინის პროექტის მსგავსი წინადადებები მხოლოდ თეორიულადაა საინტერესო. დღევანდელ საქართველოს და დღევანდელ რუსეთს ისინი არ სჭირდება.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...