planetanews Posted September 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg ლუკ ჰარდინგი მაიკ ჰენკოკმა განცხადებებს მის საპარლამენტო ასისტენტსა და რუსულ დაზვერვაზე „სისულელე“ უწოდა დიდი ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატი პარლამენტარის მაიკ ჰენკოკის რუსული კავშირები ყურადღების ცენტრში მოექცა. გაჩნდა კითხვები იმის თაობაზე, თუ რა დოზით შეეძლო მას კრემლის ინტერესების ლობირება სტრასბურგში, ევროსაბჭოში. ჰენკოკის კოლეგები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან იმდენად იყვნენ შეშფოთებულები მისი პრო-რუსული შეხედულებებით, რომ ლიბერალ-დემოკრატების ყოფილი ლიდერი ჩარლზ კენედი პარტიული სკანდალის შესაძლებლობაზე გააფრთხილეს, თუმცა ჰენკოკი ამბობს რომ კენედიმ ამას ყურადღება არ მიაქცია. ჰენკოკი პარლამენტში სამხრეთ-პორტსმოუთის ოლქიდანაა არჩეული და რუსეთის საკითხებზე მრავალპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეა. როგორც Sunday Times-ი ამ შაბათ-კვირას იუწყებოდა, MI5-ს წარმომადგენლები ჰენკოკის საპარლამენტო თანაშემწის კატია ზატულივეტერის საქმეს იძიებენ, რომელიც რუსულ დაზვერვასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. გაზეთის ცნობით, 25 წლის ზატულივეტერი სამი კვირის წინ აეროპორტ გეტვიკში დაკითხეს, როდესაც ის ხორვატიიდან დაბრუნდა, სადაც საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა. თითქოს, ოფიცრები, მიკერძოებულად ჰკითხავდნენ მას რუსულ სპეც-სამსახურებთან მიმართებაში და როგორც სჩანს მისი სასიყვარულო ცხოვრების ბევრი დეტალი იცოდნენ, რაც გაზეთის ინფორმაციით იმაზე მიუთითებს, რომ მას მანამდეც უთვალთვალებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ზატულივეტერის საქმის ოფიციალური გამოძიების ფაქტი არც დაადასტურა და არც უარყო. მათიას ერშმა, საპარლამენტო ასამბლეის ლიბერალური ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ – იმ ფრაქციის სადაც შედიან ნიკა კლეგას ”ლიბერალ-დემოკრატები” განაცხადა, რომ მას და მის კოლეგებს ხშირად „აოცებდა“ ჰენკოკის კრემლის მხარდამჭერი განცხადებები დებატების და კანონებში შესწორებების შეტანის დროს. „მე ეს საერთოდ არ მაკვირვებს. არ ვამბობ რომ მაიკლი აგენტია“ – განაცხადა ერშიმ – „მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსები მას მიზანმიმართულად იყენებენ. ის პარლამენტის ყველაზე პრო-რუსი დეპუტატია, დასავლეთ-ევროპის ქვეყნებს შორის. უბრალოდ, წაიკითხეთ მისი გამოსვლები“. „როდესაც პუტინზე იწყებოდა დებატები, მედიის თავისუფლებასა და საქართველოსთან ომზე, მაიკლი ყოველთვის რუსეთს იცავდა. სტრასბურგში მთელ ლიბერალურ ბლოკს აოცებდა მისი შეხედულებები. მას რომ მოუსმინოთ, რუსეთში აბსოლუტური დემოკრატიაა“. ჰენკოკი, რომელიც უარყოფს რუსეთისგან რაიმე მატერიალური სარგებლის მიღებას, როგორც პირდაპირ ასევე ნებისმიერი სხვა ფორმით, იმ განცხადებებსაც უარყოფს, რომლის თანახმადაც მის თანაშემწეს რუსულ დაზვერვასთან რაიმე კავშირი აქვს და მას „აბსოლუტურ სისულელეს“ უწოდებს. მან სთქვა – „ეს ჩემი პრობლემა არ არის. ეს სხვა ადამიანების პირადი პრობლემებია. ის [კატია] მეუბნებოდა, რომ ყოველთვის როდესაც ის ბრიტანეთში ბრუნდება, პრობლემებს უქმნიან. მეტს ვერაფერს ვიტყვი“. ჰენკოკის თქმით, ის რუსეთს ჩეჩნეთის ომების გამო აკრიტიკებდა, მაგრამ მთელი ძალით უჭერდა მხარს კრემლს საქართველოსთან კონფლიქტის დროს, რადგან საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ორგანულად ვერ იტანს. „მე ძალიან არ მსურდა, რომ სააკაშვილს რუსეთი დაედანაშაულებინა. მე ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი სააკაშვილის მიმართ“. შემდეგ ჰენკოკმა განაცხადა – „ევროსაბჭოში ჩემი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ვერც იქ და ვერც აქ, მე საკუთარ ჭკუაზე ვერავინ მატარებს. ჰენკოკის თქმით, მისი კენჭისყრის შედეგები იმას მოწმობს, რომ იგი გაცილებით ნაკლებად პრო-რუსულადაა განწყობილი, ვიდრე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბევრი კონსერვატორი დეპუტატი. „ტორები მთელი ბლოკით, რუსეთს უჭერენ ხოლმე მხარს“ – სთქვა მან. უნგრეთის პარლამენტის დეპუტატმა ერშმა, რომელიც 20010-2009 წლებში ასამბლეაში ლიბერალების და დემოკრატების ალიანსს ევროპისთვის (ALDE) ხელმძღვანელობდა, განაცხადა რომ მას რუსეთზე ჰენკოკის პოზიცია, რაც მის მიერ ხმის მიცემის პროცესზეც აისახებოდა, ძალიან აშფოთებდა და სწორედ ამიტომ დააყენა მან ეს საკითხი კენედისთან. „ჩარლზი 2009 წელს გავაფრთხილე, რომ ”ლიბერალ-დემოკრატებში” სკანდალი მოხდებოდა“ – განუცხადა ერშმა Guardian-ს – „მაგრამ ის ძალიან სუსტი იყო იმისთვის რომ ჩარეულიყო“. კენედის აპარატში ამ თემაზე დღეს კომენტარს არ აკეთებენ. ერშის თქმით, სტრასბურგში ყველამ კარგად იცის, რომ ჰენკოკი ასამბლეის სხდომებზე რუს თანაშემწეებთან ერთად ჩნდნებოდა. „არავინ იცოდა ვინ იყვნენ ეს ადამიანები“ – აღნიშნა ერშმა, თუმცა აღიარა რომ თავისუფლად შესაძლებელია ისინი ოფიციალური წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, რომლებიც სხდომაზე საქმის გამო ჩამოდიოდნენ. თემაზე, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი 2008 წლის რუსულ-ქართულ ომზე, სამი განხილვა მოეწყო (2008 წლის ოქტომბერში, 2009 წლის იანვარში და 2009 წლის ოქტომბერში). სამივე დებატის დროს ჰენკოკი რუსეთის დელეგაციასთან ერთად მისი ”ლიბერალ-დემოკრატების” ალიანსის ფრაქციის დანარჩენი წევრების წინააღმდეგ აძლევდა ხმას. მისი სახელი ფიგურირებს დუმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინე კოსაჩოვის და მთელ რიგ კრემლის სხვა დელეგატების გვერდით. „ჰენკოკი ფაქტობრივად მხარს უჭერდა ყველა რუსულ შესწორებას. მის თანაშემწესთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ამბების ფონზე ჩნდება კითხვა: როგორ მოხდა ისე, რომ იგი ყოველთვის მხარს უჭერს რუსეთის გეგმებს და კენჭისყრაში რუსებთან ერთად მონაწილეობს?“ – კითხულობს ერში. ჰენკოკის თქმით, ერში და ასამბლეის სხვა წევრები ყოფილი კომუნისტური ქვეყნებიდან, რუსეთის მიმართ რეფლექსურად მტრულად არიან განწყობილები და ის საბჭოთა კავშირში ერევათ. მან ერშს მისი კონკურენტი უწოდა, რომელიც ცდილობს როგორმე მას ევროსაბჭო დაატოვებინოს“. ერშის კენედისთან საუბარზე, ჰენკოკმა სთქვა – „ჩარლზმა ის ერთ ადგილას გაისტუმრა“. მას შემდეგ რაც რუსეთზე მრავალპარტიული ჯგუფის საპარლამენტო თავმჯდომარე გახდა, ჰენკოკი იანვარში ლონდონს და მოსკოვს შორის ურთიერთობების გადატვირთვის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ჯერ კიდევ დაურეგულირებელი იყო 2006 წელს რუსი დისიდენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ. როგორც სჩანს, ამ ურთიერთობების სირთულეში ის არა ვლადიმერ პუტინს, არამედ გორდონ ბრაუნის მთავრობას ადანაშაულებდა. ”საჭიროა ამ საყოველთაო პრობლემის გაგება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ევროპაში ყველაზე დიდი სახელმწიფოს იგნორირება, არ შეიძლება“ – განაცხადა ჰენკოკმა საიტზე politics.co.uk – „გერმანელებს, ფრანგებს, იტალიელებს და სკანდინავიის ქვეყნებს სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიმართ ასეთ მკაცრ კურსს ატარებს, გაერთიანებული სამეფოა. მათი იგნორირება არ შეიძლება. მათთან საჭიროა თანამშრომლობა“. ერთი კვირის შემდეგ, სტრასბურგში დებატების დროს ჰენკოკი ერთ-ერთ გამომსვლელს შეეკამათა, რომელიც იმას ჩიოდა რომ კრემლი არ იძიებს რუსეთში ჟურნალისტების მკვლელობის ფაქტებს და არ ცდილობს „ადამიანის უფლებების სფეროში უზარმაზარი კრიზისის“ დაძლევას. რუსეთის დადანაშაულება, როდესაც „არა გაქვს არანაირი მტკიცებულება“, „დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია“ – განაცხადა მან სხდომის დროს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთი ფორუმია, სადაც დასავლეთ-ევროპისა და ყოფილი საბჭოთა ბლოკის წარმომადგენლებს შეკრება და ერთობლივი დისკუსიების მოწყობა შეუძლიათ. რუსი დელეგატები ხშირად იყენებენ ასამბლეის ტრიბუნას დასავლეთის კრიტიკის (ხშირად არადამაჯერებლად) გაქარწ####ბისთვის რუსეთის არჩევნებზე, ადამიანის უფლების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების გახანგრძივებული ოკუპაციაზე. საქართველოც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრია. „კომსომოლსკაია პრავდას“ დღევანდელ ნომერში გაჩნდა სტატია, სათაურით „ბრიტანელები საკუთარ პარლამენტში „რუს აგენტებს“ ეძებენ“, რომელშიც რუსულ დაზვერვასთან ზატულივეტერის კავშირებზეა საუბარი. სტატიაში ნათქვამია, რომ ეს გამოძიება აგენეტებთან დაკავშირებული ივლისის დრამატული სკანდალის გაგრძელებაა, როდესაც მოსკოვმა და ვაშინგტონმა აშშ-ში აღმოჩენილი 10 რუსი არალეგალი-აგენტი 4 ორმაგ აგენტზე გაცვალეს. გაზეთი აღნიშნავს, რომ ზატულივეტერმა ეს ყველა ბრალდება უარყო. როგორც Sunday Times-ი წერს, ამ ეტაპზე MI-5 გამოძიებას აწარმოებს და იმის გარკვევას ცდილობს, რამდენად აქტიურები არიან რუსი არალეგალები ბრიტანეთში. ზატულივეტერის ერთმა მეგობარმა სთქვა, რომ გეტვიკში 8 აგვისტოს ისიც დაკითხეს, როდესაც ისინი ერთად დაბრუნდნენ სპლიტიდან. „მათ ჰქონდათ ჩვენი სახელები, ალბათ ჩვენს ყველა სატელეფონო ნომერს უსმენდნენ!“ – განაცხადა მეგობარმა. იმავდროულად, მოსკოვის სპეცრაზმმა გუშინ საღამოს ოცამდე ოპოზიციონერი დემონსტრანტი დააკავა, რომლებიც დედაქალაქის ერთ-ერთ მოედანზე შეკრების თავისუფლების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მოსკოვის მთავრობამ აკრძალა ეს ანტი-პუტინური მიტინგი და მოედანზე ხელკეტებით შეიარაღებული მილიციელები შეუშვა, რომლებიც მომიტინგეებს ახლოს მდებარე ავტობუსებში სტენიდნენ. „საოცარია ის თუ როგორ ეპყრობიან იქ დემოკრატიას, შოკისმომგვრელია“ – განაცხადა ჰოლანდიის პარლამენტის დეპუტატმა თიის ბერმანმა, რომელიც ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრია. ზატულივეტერმა დღეს მომხდარ ფაქტზე კომენტარი არ გააკეთა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts