Jump to content
Planeta.Ge

ობამას გამარჯვებამ დოლარის კურსის ზრდა გამოიწვია


Recommended Posts

ობამას გამარჯვებამ დოლარის კურსის ზრდა გამოიწვია

 

5 ნოემბერს დოლარის კურსი ევროსთან მიმართებაში გაიზარდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვებას უკავშირებენ. იუწყება სააგენტო "ასოშეითედ პრესი".

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თუ 4 ნოემბერს ევრო 1,2975 აშშ დოლარი ღირდა, დღეს ევროს ფასი 1,2882 დოლარს შეადგენს.

 

ობამას გამარჯვებამ გავლენა სხვა ეკონომიკურ შედეგებზეც იქონია. აღსანიშნავია აზიის საფონდო ინდექსებზე დაფიქსრებული მკვეთრი ზრდა. იაპონურმა ინდექსმა "Nikkei" 4,46%-ით მოიმატა და 9521 პუნქტს მიაღწია. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ბარაკ ობამა მსოფლიო ფინანსურ კრიზისთან გამკლავებას შეძლებს, რომელიც სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებში დაიწყო.

 

სავარაუდოდ, დოლარი ევროსთან მიმართებაში არა მარტო ობამას გამარჯვების გამო იმატებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკული ვალუტის უწყვეტი ზრდა ფიქსირდება, ოქტომბერში კი დოლარის ღირებულება მსოფლიოს რვა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში თითქმის რვა პროცენტით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 17 წლის მანძილზე საუკეთესო აღმოჩნდა.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის რიგით 44-ე პრეზიდენტის არჩევნები ობამას გამარჯვებით დასრულდა. ობამას ძირითადმა კონკურენტმა, ჯონ მაკკეინმა თავისი მარცხი უკვე აღიარა.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გადავირიე.. ამ წუთას ვნახე 1.54-ზეა ასული :blink:

ანუ 1.54-ში იბარებენ, თუ ყიდიან??? :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ 1.54-ში იბარებენ, თუ ყიდიან??? :rolleyes:

 

ვითომ ყიდიან მაგრამ სინამდვილეში არ ყიდიან :user: გუშინ სადაც მივედი და ვიკითხე, დოლარი არ გვაქვსო :blink:

 

ყველაზე სასაცილო ისაა რომ 1.44-ში ყიდულობენ :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...