FIORENTINO Posted November 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted November 5, 2008 აშშ-ის 30 შტატში ეკონომიკური რეცესია დაფიქსირდა მიმდინარე წლის სექტემბერში, ამერიკის შეერთებული შტატების 30 შტატში ეკონომიკური რეცესია დაფიქსირდა. 19 შტატში კი რეცესია შესაძლოა უახლოეს რამდენიმე თვეში დაიწყოს. 2008 წლის აგვისტოში რეცესია 27 შტატში იყო დაფიქსირებული. იუწყება სააგენტო "ასოშეითედ პრესი". არსებული ინფორმაციით, რეცესიაში იმყოფება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ სანაპიროს განვითარებული შტატები. მათ შორის, კალიფორნია. ერთადერთი შტატი, რომლის ეკონომიკაც ზრდას აგრძელებს, ალიასკაა. აღნიშნული ფაქტი შტატის ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის მაღალი ფასებით აიხსნება. ოქტომბერში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში რეცესიის ფაქტი ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აღიარა. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ბანკის "Merrill Lynch"-ის ანალიტიკოსებმა რეცესიის დადგომის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წლის იანვარში განაცხადეს. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.