planetanews Posted September 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2010 http://b.pix.ge/u/i4qoc.jpgზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, როის მცდელობა, “წითლებისთვის” ახალი ფორვარდი აეყვანა, უშედეგოდ დასრულდა. გთავაზობთ ყველა ახალ და გაშვებულ ფეხბურთელებზე ოფიციალურ ინფორმაციებს … ჯო კოული – 10 (თავისუფალი აგენტი – ჩელსი)როის საუკეთესო შენაძენად თამამად შეიძლება ჩაითვალოს ინგლისელი ჯო კოული, რომელიც ჩელსიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა. მისი შეძენით არსენალი, მილანი და კიდევ უამრავი გუნდი იყო დაინტერესებული, თუმცა სტივი ჯის დამსახურებით ის ახლა მერსისაიდელია. 28 წლის ფეხბურთელის პროფესიონალური კარიერა 1998 წელს “ვესტ ჰემ იუნაიტედში” დაიწყო, იქ პირდაპირ ამავე კლუბის დუბლებიდან მოხვდა. 2003 წელს ჩელსიში წასვლა შესთავაზეს და მანაც დაუყოვნებლივ გადადგა ეს ნაბიჯი. 7 წელი დაჰყო “არისტოკრატებში”, 2010 წელს კი 10 ნომრიანი წითელი მაისური მოირგო და ნამდვილი მერსისაიდელიც გახდა! მილან იოვანოვიჩი – 14 (თავისუფალი აგენტი – სტანდარდ ლიგა)ფლანგიდან შემტევი და ფორვარდი – ეს სერბის პოზიციაა, რომელიც როიმ “სტანდარდ ლიგიდან” გადმოიყვანა უფასოდ, თავისუფალი გაენტის სტატუსით. მას მაღალი დონის ფეხბურთელს ვერ ვუწოდებთ, შესაბამისად “ლივერპულის” დონისთვისაც არ არის, თუმცა კლუბისთვის ბიუჯეტიდან გამომდინარე ალბათ მშვენიერი შენაძენია. 1999 წელს “ვოივოდინაში” მიიწვიეს და სწორედ იქ დაიწყო მისი კარიერის პირველი, მთავარი წლები. 2003 წლამდე იცავდა პირველი კლუბის ღირსებას, შემდეგ კი 1 წლით “შახტარ დონეცკიში” გადაბარგდა. შემდეგი ორი წელი “ცივ” რუსეთში დაჰყო, “მოსკოვის ლოკიმოტივში”. შემდეგი 4 წელი “სტანდარდ ლიგაში” გაატარა მისთვის ბედნიერ 2010 წელს “ლივერპულშიც” აღმოჩნდა ამავე წლის მსოფლიო ჩემპიონატჩი რამოდენიმე კარგი თამაშის გამო. 29 წლის სერბმა ლივერპულში 14 ნომრიანი მაისური მოირგო. ქრისტიან პოულსენი – 28 (£4.5 მლნ – იუვენტუსი)1980 წელს დაბადებული დანიელი ჩამშლელი ნახევარმცველი ურიგო შენაძენი ნამდვილად არ არის. მის პოზიციაზე ის ერთ-ერთ საუკეთესოდ ვერ დაიკვეხნის თავს, თუმცა კვლავაც “წითლების” ბიუჯეტიდან გამომდინარე მშვენიერი შენაზენია, ამის დამტკიცება კი მას ძალიან გაუჭირდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მართლაც რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ჩამშლელმა, მასკერანომ მერსისაიდი დატოვა. ახლა 30 წლის დანიელის კონკურენტი მხოლოდ ლუკას ლეივაა (რა ირონიაა). მისი წარსული კარიერა დიდ გრანდებს ვერ მოიცავს, თუმცა “შალკეში”, “სევილიაში” და “იუვენტუსში” 8 წელი მაინც დაჰყო. ახლა კი მან “ლივერპულში” 28 ნომერი წითელი მაისური მოირგო. რაულ მეირლიში – 4 (£11.5 მლნ – პორტო)წელს ყველაზე ძვირიანი როიმ პორტუგალიიდან შეიძინა – რაულ მეირლიში, მისი სატრანსფერო ფასი £11.5 მილიონია. სხვა დიდ გრანდებთან შედარებით (რეალ მადრიდი, ბარსელონა, მან.სიტი, მან. იუნაიტედი, არსენალი და სხვა) ეს თანხა ყველაზე ძვირიანი ფეხბურთელისთვის უვრალოდ სასაცილოა … ჯო კოულის შემდეგ, ბევრი მას საუკეტესო შენაძენად მიიჩნებს, მისი პორტუგალიის ნაკრებში თამაში ფეხბურთის მოყვარულებს არ გამორჩენიათ. 27 წლის ფეხბურთელის პოზიციაა ჩამშლელი ნახევარმცველი. მისი პროფესიონალური კარიერა 2001 წელს “ავესში” დაიწყო, “ბოავისტას” “გავლით” კი “პორტოში” აღმოჩნდა, ქალაქის იმ კლუბში, სადაც დაიბადა. ახლა მან “ლივერპულის” 4 ნომრიანი მაისური მოირგო. პაულ კონჩესკი – 3 (£4 მლნ – ფულემი)29 წლის ინგლისელი მცველი £3-£4 მილიონად “ლივერულში” გადმობარგდა. მან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. “წითლების” ბევრი ქომაგი მას კრიტიკით შეხვდა, თუმცა იმის ფონზე, რაც მის პოზიციაზე “ლივერპულში” ხდება, ალბათ გასაკრიტიკებელი არც არაფერია. პროფესიონალური კარიერა “ჩერლტონ ათლეტიკში” დაიწყო 1997 წელს. მან გამოიარა “ტოტენჰემი”, “ვესტ ჰემი”, “ფულემი” და ახლა “ლივერპულში” 3 ნომრიანი მაისურიც მოირგო. მას უდავოდ დიდი გამოცდილება აქვს პრემიერ ლიგაში. 2002-03 წლებში ის გამოიძახეს პირველად 21 წლამდელთა ინგლისის ნაკრებში, 2003 – 05 წლებში კი ძირითადი გუნდისთვის. ბრედ ჯონსი – 1 (£2.3 მლნ – მილდსბრო)28 წლის მეკარე ავსტრალიიდან, მას 2001 წლიდან “მილდსბროს” მეკარე ერქვა, თუმცა არენდით 5 კლუბი გამოიარა. ახლა კი მას დიდი პატივი ერგო და “ლივერპულის” პირველი ნომერი გახდა. სანაკრებო კარიერაში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს. 2001 წელს 20 წლამდელთა ნაკრებში იქნა გამოძახებული, 2003-04 წლებში კი 23 წლამდელთაში, 2007 წელს კი პირველად და ჯერ-ჯერობით უკანასკნელად ძირითადი გუნდისთვის გამოიძახეს. მისი შეძენა “წითლებს” £2.3 მილიონი დაუჯდათ. ჯონჯო შელვი – 33 (£1.7 მლნ – ჩერლტონ ატლეტიკი)18 წლის ახალგაზრდა “ლივერპულის” პირველი შენაძენი იყო ამ ზაფხულს. მისი პროფესიონალური კარიერა ინგლისში სულ ახლახანს, 2008 წელს “ჩერლტონ ათლეტიკში” დაიწყო. სანაკრენო დონეზე წარმატებები კი მისთვის სკამაოდ დიდია, 2007 წლიდან ის 2 ჯერ იქნა გამოძახებული, ჯერ 16 წლამდელთაზე, შემდეგ კი 17 წლამდელთაზე. მისთვის 33 ნომრიანი მაისურის მორგება “ლივერპულს” £1.7 მილიონი დაუჯდა. დენი ვილსონი - 22 (£2 მლნ – რეინჯერსი)18 წლის დენი შოტლანდიის ყველაზე პერსპექტიულ, საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მისი ერთადერთი კლუბი, სადაც პროფერიონალური კარიერა ჩაატარა “რეინჯერსია”, თუმცა იქ მხოლოდ 1 წელი დაჰყო, ახლა კი “მერსისაიდუი წითელი მაისური” მოირგო. შოტლანდიელის შეძენა კლუბს £2 მილიონი დაუჯდა, მომავალში კი გამართლების შემტხვევაში, დამატებით £5 მილიონს მიიღებს “რეინჯერსის” ხელმძღვანელობა. ნაკრებში ის 3-ჯერ, U17, U19 და U21 გამოიძახეს. გაყიდული ფეხბურთელები . ხავიერ მასკერანო – 14არგენტინის ნაკრების კაპიტანი, უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე – ეს ის ფეხბურთელია, რომელიც “ლივერპულში” ყველაზე სულელად აღიარეს. კლუბის დატოვება თავად მოინდომა და მიზეზებიც უამრავი ჰქონდა, რამდენად გასამართლებელი ეს უკვე … მისი შეძენა ბარსას €21 მილიონი დაუჯდა. “წითლებში” ის 3 წელი, 07/10 მოღვაწეობდა და საკმაოდ წარმატებულადაც. მას როფორც უდიდეს ფეხბურთელს, რაფას აღმოჩენას აწერენ … ის ახლა ჭრელი მაისურის 14 ნომერს მოირგებს. იოსი ბენაიუნი – 10“ჩელსის” ბევრი ფეხბურთელი გამოაკლდა წელს, მათ შესავსებად კი “ლივერპულელი” იოსი ბენაიუნი შეიძინეს, “ისრაელის” კაპიტანი £5.5 მილიონი დაუჯდათ. იოსი ძირითადში ხშირად ადგილს ვერ იკავებდა, თუმცა მისი დონისთვის ალბათ საკმარისი თუ არა, ოდნავ ნაკლები იყო, ყოველ შემთხვევაში რაფა ასე თვლიდა. იოსი მასკეს მსგავსად 2007 წელს გადმოვიდა და 3 წელი მერსისაიდელი იყო … ალბერტ რიერა – 77ესპანელი ერთ დროს საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა, თუმცა შემდგომში მან ძირითადში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა. ბერძნებისთვის ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, რომელიც აქამდე შეუძენიათ. მასში €6 მილიონი გადაიხადეს, წარმატების შემტხვევაში კიდევ €4 მილიონს გადაიხდიან ბონისუთ €2 მილიონი. მან “ლივერპულში” მხოლოდ 2 წელი დაჰყო. დიეგო კავალიერი – 28ბრაზილიელი მეკარე £1.2 მილიონად “ჩეზენაში” გადაბარგდა და 28 ნომრიანი მაისურიც მოირგო. 27 წლის მეკარე 2008 წლიდან იცავდა “წითლების” ღირსებას, თუმცა არ გაამართლა და მისი შემცვლელიც მალე მოიძებნა. ემილიანო ინსუა – 6“ბერძნული ფეხბურთლის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის “ლივერპულს”" -ასეთმა ფრაზამ გაიჟღერა ჩვენს საიტზე და საკმაოდ იუმორისტული და ამავდროულად რეალისტური გამოდგა. არგენტინელი “გალათასარაიმ” 1 წლით ინათხოვრა. ნაბილ ელ ზარი – ?მაროკოელი შემტევი “პაოკში” განათხოვრდა ერთი წლით. ის ლივერპულში 2006 წლიდანაა და ძირითად გუნდში 21 შეხვედრა ჩაატარა. დემიენ პლესისი – ?22 წლის ნახევარმცველი აშკარად არ შედიოდა როის სამომავლო გეგმებში და მანაც გზის გაკვლევა საბერძნეთში მოსინჯა. დემიენმა 2007 წლიდან მოყოლებული “წითელი” მაისური ატარა. სანაკრებო კარიერაში საკმაოდ წარმატებული გამოდგა, ის გამოძახებული იყო 2004 წლიდან ყოველ წელს, U17, U18, U19, U20 და U21. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts