shamili Posted September 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2010 (edited) ლევან ბერძენიშვილს და მის ძმას, როგორც ძველ დისიდენტსა და პოლიტპატიმარს დიდ პატივს ვცემ, მიუხედავად რომ ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის ამბავში კატეგორიულად არ ვეთანხმები რესპებს და არ ვარ მათი ამომრჩეველი და არც მათი ალიანსი არ მომწონდა პრორუს ალასანიასთან. ბატონო ძუკუ ერთი შეკითხვა მაქვს რამ გამოიწვია რესპუბლიკურ პარტიაში დავით უსუფაშვილის გალიდერება, რომელსაც არ გააჩნია არავითარი ქარიზმა და არ გააჩნია არავითარი პოლიტიკური წარსული და ლიდერისთვის საჭირო მუხტი ( პიროვნულად არ ვეხები არავის ), როდესაც პარტიაში არიან ისეთი ინტელექტუალები, როგორებიც არიან ძმები ბერძენიშვილები და ვახტანგ ძაბირაძე ? ძალიან ბევრს კარგავენ რესპუბლიკელები ასეთი ლიდერით, არადა აქვთ რესურსი. Edited September 5, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 shamiliდაკარგულ კაცს სალამი!დათო ბერძენიშვილი იყო პარტიის თავჯდომარე,ისევე როგორც ვახტანგ ძაბირაძე.ჩვენთან კი თავჯდომარეების ცვლილებები დაუწერელი კანონი.მომავალი წლიდან ალბათ არც უსუფა აღარ იქნება თავჯდომარე.მას ქარიზმა ნამდვილად არ აქვს,მაგრამ ინტელექტი და კარგი ორგანიზატორობა ნამდვილად არ აკლია.რაც შეეხება ალასანიას,მასთან პრეტენზიები ნამდვილად მაქვს,მაგრამ მის პრორუსობაში დადანაშაულება,ნამდვილად არასერიოზულია.ვინც მას აკრიტიკებს,დიდი უმრავლესობა სწორედ ამერიკელების კაცად მოაზრების გამო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 ძუკუჩვენთან კი თავჯდომარეების ცვლილებები დაუწერელი კანონი.მომავალი წლიდან ალბათ არც უსუფა აღარ იქნება ეს როგორ ხდება მიშა,შიდა არჩევნებით და პარტიის ლიდერის ესეთი ხშირი ცვლა რას გაძლევთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 (edited) shamili რაც შეეხება ალასანიას,მასთან პრეტენზიები ნამდვილად მაქვს,მაგრამ მის პრორუსობაში დადანაშაულება,ნამდვილად არასერიოზულია.ვინც მას აკრიტიკებს,დიდი უმრავლესობა სწორედ ამერიკელების კაცად მოაზრების გამო. აქ არის ზუსტად არასწორი მიდგომა.მიშა ბევრს პროამერიკული ჰგონია, არა და არის. იმდენად პროამერიკული რამდენადაც ეს რუსებს აწყობს. ამ კონტესტში, ალასანია მიშაზე მეტად პრორუსულ-ამერიუკლია.აქ კი მთავრია არა პრო-რომელიმექვეყნური, არამედ პრო-იდეოლოგიური.ჰალლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო ბატ პრო-ვიღაცეებო დადევით თქვენი ხედვა ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობის თაობაზე.კარგით რა, სანამდე იქნება ეს ყველაფერი ფარული და ბნელ ოთახში? Edited September 6, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 7, 2010 lasha1997ეს როგორ ხდება მიშა,შიდა არჩევნებით და პარტიის ლიდერის ესეთი ხშირი ცვლა რას გაძლევთ? არავის არ უნდა თავჯდომარის სკამზე დიდი ხნით ჯდომა(ყოველ შემთხვევაში იმას ვისაც არჩევის შანსი აქვს),ძალიან მძიმე შრომაა და არცერთი თავჯდომარე ერთპიროვნული მართველი არაა.უსუფას წასვლა არავის არ უნდა,მაგრამ ძალით ხომ არ დავიჭერთ.იქნებ მოვახერხოთ გადავათქმევინოთ და ორი წლით კიდევ დავტოვოთ.babuagiorgiმიშა ბევრს პროამერიკული ჰგონია, არა და არის. იმდენად პროამერიკული რამდენადაც ეს რუსებს აწყობს.მიშას რომ პროდასავლელობა რომ მითია ძალიან კარგად ვიცი.ის ამას მხოლოდ ხელისუფლების შესანარჩუნებლად იყენებს და დასავლეთის დასაბოლებლადა,რაც საკმაოდ კარგად გამოდის,ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.რაც შეეხება მის პრორუსობას,სიტყვით მკვეთრად ანტირუსია,საქმით კი ეკონომიკის დიდი ნაწილი რუსებს ჩააბარა.ვიღაცეებო დადევით თქვენი ხედვა ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობის თაობაზე.პოლიტიკურში თუ ტერიტორიარული მოწყობა იგულისხმება,რესპებს დიდი ხანია აქვთ ასიმეტრიული რეგიონალიზმის ვარიანტი.ესპანური მოდელის მიხედვით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.