Jump to content
Planeta.Ge

გაერთიანებულ შტაბს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს


Recommended Posts

გაერთიანებულ შტაბს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშნა. გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი პირად შემადგენლობას პრეზიდენტმა წარუდგინა. ვიცე-პოლკოვნიკ ვალდიმერ ჩაჩიბაიას დღემდე გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მანმადე იგი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე იყო, 2006 წელს აშშ-ში გაემგზავრა და ერთი წლის განმავლობაში "The US Army War College"-ში სწავლობდა.

 

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ზაზა გოგავა შეცვალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის #322 ბრძანებით ზაზა გოგავა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის მას მადლობა გადაუხადა, მან ისაუბრა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისას საქართველოს შეიარაღებული ძალების დამსახურებაზე და იქვე აღნიშნა, რომ აგვისტოს მოვლენებმა შეიარაებული ძალების საქმიანობაში გარკვეული ხარვეზები გამოავლინა. ვიცე-პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას საქართველოს პრეზიდენტმა სწორედ ამ ხარვეზების დაძლევისაკენ მოუწოდა.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...