Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - 1 სექტემბრის ანონსი


Recommended Posts

1 სექტემბერს, 10:00 საათზე, “საერთაშორისო ქართულ სკოლაში” კომპანია “ბორჯომისა” და “ბილაინის” მხარდაჭერილი პროექტის – “ზაფხულის სკოლა ფერეიდნელი ახალგაზრდებისთვის” – დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

მის: შარტავას ქ. #18ბ

 

1 სექტემბერს, 10:30 საათზე, განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე ბრიფინგს გამართავენ.

მის: უზნაძის ქ. №52

 

1 სექტემბერს, 11.00 საათზე, გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეწვევა.

 

1 სექტემბერს, 11:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მძლეოსნობაში რომის 1960 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს რობერტ შავლაყაძეს სპორტის რაინდის წოდებით მძლეოსნობის ფედერაციაში დააჯილდოებს.

 

1 სექტემბერს, 12.00 საათზე, წიგნების ჩატვირთვის დაწყების პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრება.

მის: დიღომი, ბელიაშვილის ქ. №5-ში მდებარე მანეჟი (რესტორან “ბაბილოსთან”)

 

1 სექტემბერს, 12:00 საათზე, სკოლა-ლიცეუმი “მწიგნობართუხუცესი” დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.

მის: ნუცუბიძის მე-4 მ/რ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია

 

1 სექტემბერს, 12:00 საათზე, მოძრაობა “არა”, კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული მოძრაობა, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსათვის”, მოძრაობა “რატომ” და მოძრაობა “7 ნოემბერი” ბრიფინგს გამართავენ.

თემა: “პოლიციელის მიერ ოპოზიციის აქტივისტი 16 წლის გოგონას ცემის ფაქტი”.

მის: არაყიშვილის ქ. #15, “კონსერვატიული პარტიის” ოფისი

 

1 სექტემბერს, 13:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

 

1 სექტემბერს, 13:00 საათზე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ბრიფინგს გამართავს.

პარლამენტი, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” სათათბირო ოთახი

 

1 სექტემბერს, 13:00 საათზე, მეტროს სადგურ “წერეთელთან” დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდება.

 

1 სექტემბერს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “უწიგნური ეპოქა”.

 

1 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრება.

 

1 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციასთან საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრა გაიმართება.

პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

1 სექტემბერს, 14:00 საათზე, ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” თბილისის მერიის მიერ პარკებისა და სკვერების განადგურების ფაქტებზე, მოსახლეობასთან ერთად, პრესკონფერენციას გამართავს.

მის: კანდელაკის ქ. #55

 

1 სექტემბერს, 18:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს ახალი ადმინიტრაციული შენობის გახსნის ცერემონია გაიმართება.

მის: გორგასლის ქ. #24 (საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის გვერდით)

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...