planetanews Posted August 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2010 სამოქალაქო განათლების გაღმავების მიზნით საქართველოს სკოლებში ახალი პროექტი, სახელწოდებით ,,დემოკრატია იწყება შენით!“, დაიწყო. ნოემბრიდან საქართველოს 20 სკოლაში სიმულაციური თამაშები მოეწყობა. მოსწავლეები იდებატებენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე და შეადგენენ სამოქმედო გეგმას, რომელსაც შემდეგ ,,სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულ პარლამენტში“ წარადგენენ. სამოქმედო გეგმას პარლამენტი დაამუშავებს, რის შემდეგაც ახალგაზრდები ერთობლივ დეკლარაციას შექმნიან და ბრიუსელში ევროკავშირის თანამდებობის პირებს გააცნობენ. პროექტი ,,დემოკრატია იწყება შენით!’’ სამხრეთ კავკასიის რეგიონებსა და უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ახალგაზრდობის სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების გაღრმავებზე პარტნიორებთან ერთად გერმანიის კორნარდ ადენაუერის ფონდი და თბილისის პოლიტიკური სწავლების ცენტრი იზრუნებენ. ,,ჩვენი ამოცანაა, რომ მოსწავლეები და მათი მასწავლებლები გავარკვიოთ იმაში თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდამ ისწავლოს სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურა. თანამედროვე სამყაროს თანამედროვე პროცესების ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით“, – არმაზ ახვლედიანი, თბილისის პოლიტიკური სწავლების ცენტრის დირექტორი. პროექტი სამხრეთ კავკასიის რეგიონებში, – სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში,– მიმდინარეობს. თითოეული ქვეყნიდან განათლების სამინისტრომ წარადგინა 20 სკოლა, ხოლო თითოეულმა სკოლამ 3 მასწავლებელი. მასწავლებლები ჩაუტარდებათ სპეციალური ტრეინინგები კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, რის შემდეგაც უხელმძღვანელებენ სიმულაციურ თამაშებს სკოლებში. სიმულაციურ თამაშებში მონაწილეობას მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მიიღებენ. სიმულაციის პირველი ეტაპი სკოლებში გაიმართება. ,,ოთხ დღიან სიმულაციურ თამაშებზე მოეწყობა დისკუსიები, იქნება ლოკალური პრობლემები განხილული, ვთქვათ რა პრობლემა აქვს სოფელს თუ რაიონს. მოსწავლეები ისწავლიან ერთმანეთის აზრის მოსმენასა და პატივისცემას’’, – ამბობს პროექტის მენეჯერი გოგა მახვილაძე. პირველ ეტაპზე მოსწავლეები შეიმუშავებენ არსებული პრობლემებთან სამოქმედო გეგმას და ჩაატარებენ არჩევნებს. ხმათა უმრავლესობით არჩეული სკოლის ერთი წარმომადგენელი სკოლის სამოქმედო გეგმას ,,სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულ პარლამენტში“ წარადგენს. პარლამენტში ახალგაზრდები მოისმენენ თითოეულ სამოქმედო გეგმას, გაიმართება დებატები, და შემუშავდება სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდობის ერთობლივი დეკლარაცია. ამის შემდეგ პარლამეტი აირჩევს 15 წარმომადგენელს, ხუთ–ხუთს თითოეული ქვეყნიდან (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), რომელებიც გაემგზავრებიან ბრიუსელში. სიმულაციური თამაშების ბოლო ეტაპზე ახალგაზრდული პარლამენტის წევრები მიღებულ დეკლარაციას ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს გააცნობენ. ,,რა არის პროექტის მთავარი პრინციპი? ის, რომ დემოკატია უნდა გამოსცადო საკუთარ თავზე, მას მხოლოდ წიგნებით ვერ ისწავლი. ჩვენი პროექტიც სწორად ამას ემსახურება. ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ პრაკტიკულად დაინახონ რა არის დემოკატია’’, – ამბობს ბრონე პოტი, პროექტის ხელმძღვანელი. პროექტში მონაწილეობენ როგორც ქართული ასევე აზერბაიჯანული, სომხური და რუსული სკოლები. სამი წლის განმავლობაში პროექტში დაახლოებით 5400 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. პროექტისათვის ,,დემოკრატია იწყება შენით“ ევროკავშირმა 1,88 მილიონი ევრო გამოყო. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts