Jump to content
Planeta.Ge

გიორგი სააკაძე


Recommended Posts

გიორგი სააკაძე ქართლის მეფის, ლუარსაბ მეორის კარზე დაწინაურდა.

 

სულით და სხეულით მძლავრი პიროვნება, სოფელ ნოსტეში ჩასახლებული გამდიდრებული თუ გამძლავრებული "ახალი ფეოდალი", ანუ "გათავადებული მდაბიო".

 

მას მრავალი სოფელი, ყმა და მამული მოუხვეჭია თეძმის, მანგლისის ატენისა და ალის ხეობებში, ქვემო ქართლში და თვით თბილისის შემოგარენში, სულ ორმოცდაათამდე სოფელი.

 

სააკაძის შფოთიან სულში ერთად ბუდობდა დიდი მამულიშვილობაც და დიდი პატივმოყვარეობაც. დიდსულოვანი შემწყნარებლობაც და სულსწრაფი შურისმგებლობაც. ბავშვური გულჩვილობაც და მძვინვარე დაუნდობლობაც...

 

ალბათ ყველამ ვიცით მისი ბიოგრაფია და სიტყვას აღარ გავაგრძელებ.

 

ბევრის თქმით ის მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, ბევრმა კი ნამდვილ მამულიშვილად შერაცხა.

 

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით და ეცადეთ მტკიცე არგუმენტებით გაამყაროთ იგი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი სააკაძე... დიდი მამულიშვილი იყო... და მხოლოდ იმიტომ აუმხედრდენ შადიმანები და ციციშვილები, რომ იუკადრისეს გათავადებული მდაბიო ;)

 

გაიუს მარიუსის პონტია რა... კაცი უდიდესი მხედართმთავარი იყო და თვითონ რომაელებმა მოკლეს... (კერძოდ სულამ)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანმა 2 შვილი შეწირა ქვეყანას

და კიდე მოღალატეაო როგორ უნდა თქვა ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
მე არ მესმი იმ ადამინის ვისაც შეუძლია ის აზრი გაივლოს თავში რომ გიორგი სააკაძე მოღალატე იყო.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

უბრალოდ გმირი!!!

რაც მან გააკეთა ბევრი ვერ გააკეთებდა

შვილი შესწირა სამშობლოს!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...

მაგის ბრალია პირველი სამოქალაქო ომი საქართველოს ისტორიაში...

 

არ მიმაჩნია გმირად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

სააკაძეზე ორი ტიპის გადაჭრბებებია.ერთი-ის რომ იყო ზესუპერ მაგარი .მეორე-რენეგატი და გამყიდველი.

კლასიკური ნიმუშია როცა ისტორიკოსები ხელმძვანელობენ იმჰო მოსაზრებებით.

პრინციპში კარგიცაა . საშუალო არითმეტიკულის გამოყვანაში ეს უფრო გვეხმარება ,მაგრამ რეალურად სააკაძის ფიგურა მოიცავს პოზიტიურ მომენტებსაც და უაღრესად ნეგატიურსაც. ის გაორებული ქართველების ერთერთი წარმომადგენელია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...
  • 1 month later...

პირველი სამოქალაქო ომი სააკაძეს ბრალდება?

ამას მხოლოდ ისტორიაში ჩაუხედავი ადამიანი თუ იტყვის

საქართველოს ისტორიაში მანამდეც ბევრჯერ ყოფილა დაპირისპირებები ქართველთა შორის

 

სააკაძეს ხელთ ეპყრა აღმოსავლეთ საქართველო და ლუარსაბი მოიწვია მეფედ ეს იყო ჩემი აზრით დიდი შეცდომა

ბევრი ამას ამართლებს იმით რომ თავადები დაუპირისპირდებოდნენ მის გამეფებას თუმცა მე მიმაჩნია რომ ამ თავადებს ისევე რომ მოქცეოდა როგორც გიორგი ბრწყინვალე ცივის მთაზე მოექცა მრავალ ქართველ დიდებულს საქმე შესანიშნავად წავიდოდა საქართველოსთვის

 

მას უნდა დაესრულებინა ბაგრატიონთა წარუმატებელი დინასტია და ახალი დინასტიისთვის დაედო სათავე ის იყო უდიდესი მხედართმთავარი საქართველოს ისტორიაში იყო ძლიერი პიროვნება მაგრამ პოლიტიკურ თამაშებში მოტყუვდა და ეს მიმაჩნია მის სუსტ მხარედ

 

რაც შეეხება არის თუ არა ის გმირი

მისი წყალობით ქართლი და მთლიანად საქართველო გადაურჩა კახეთის ბედის გაზიარებას ფაქტიურად ამ კაცმა საქართველოს შეუნარჩუნა შანსი განეგრძო არსებობა

ამიტომ ვთვლი რომ ის საქართველოს გმირია

 

კიდევ ერთს ვიტყვი ბაზალეთის ომზე და პარალელს გავავლებ თამარის მეფობის დასაწყისთან როცა თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო თამარს დაუპირისპირდა თამარის ლაშქარმა ის ბრძოლა მოიგო არავის საყვედური არ დასცდება ალბათ იმის გამო რომ მან მრავალი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა

ბაზალეთის ბრძოლა რომ დასრულებულიყო სააკაძის გამარჯვებით ეს საქართველოს გააერთიანებდა

თუმცა ბაზალეთამდე საქმე არ უნდა მისულიყო როგორც ზემოთ ავღნიშნე შეეძლო მას ეს დიდებული საქმე მანამდე განეხორციელებინა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...