Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ წარიმართება ერაყის ომი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg

 

ენ აპელბაუმი 

 

სამშაბათს ბარაკ ობამა ერაყთან დაკავშირებით სიტყვას წარმოთქვამს. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საკონსულტაციო უფლებამოსილებით ჯერ კიდევ  რჩება  50,000 ამერიკელი სამხედრო, ის გამარჯვებაზე განცხადებას ვერ გააკეთებს, ამიტომ სანაცვლოდ ”საბრძოლო ოპერაციების დასასრულს” იზეიმებს. თუ  იმათ მაგალითს მიბაძავას, ვინც ეს ამბავი უკვე აღნიშნა, მაშინ მისი კომენტარები ერაყზე შემდეგ თემებზე იქნება ფოკუსირებული: დემოკრატიის მდგომარეობა ერაყში, ძალადობის დონე, გავლენა, რომელიც ერაყის საზოგადოებაზე შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარე ომმა მოახდინა.

 

ეს ყველაფერი საკმაოდ სამართლიანია. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ობამა სულ რამდენიმე წუთს მოიტოვებს და იმაზეც ისაუბრებს, თუ რა გავლენა მოახდინა ომის 7 წელიწადმა ამერიკულ საზოგადოებასა და ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე. მე მხარს ვუჭერდი ერაყში ინტერვენციას, ვფიქრობ, რომ ინტერვენცია წარმატებული იყო და  მჯერა, რომ ერაყული დემოკრატია ახლო აღმოსავლეთში სამუდამოდ შეიძლებოდა გამხდარიყო რევოლუციური ძალა. მაგრამ ძალადობამაც რომ იკლოს, ყველა ამერიკელი სამხედრო შინ რომ დაბრუნდეს, ჩვენ მაინც ძალიან დიდი საფასური გადავიხადეთ  გამარჯვებისთვის – შეიძლება იმაზე ბევრად დიდი ვიდრე ამას ჩვეულებრივ ვაღიარებთ.

 

ერაყში რეალურად დაღვრილი სისხლისა და მართლაც რეალურად დახარჯული ფულის გარდა, აქ სხვა სახის მსხვერპლიც გავიღეთ, ზოგიერთი მათგანის დათვლა და კლასიფიცირება ძნელია. მაგრამ აი რამდენიმე მათგანი:

 

ამერიკული ეფექტურობა. გამარჯვება სწრაფი იყო. მაგრამ ოკუპაცია ქაოსად იქცა. ისე ჩანდა, რომ ამბოხებას ვაშინგტონი არ ელოდა, ამიტომ გასაოცარი არ იყო, რომ: პენტაგონი სახელმწიფო დეპარტამენტს ეკინკლავებოდა; ჯარისკაცებს არ ჰქონდათ ინსტრუქციები და არ იცოდნენ ენა. საბოლოოდ ერაყსა და მთელს მსოფლიოში ამერიკელებმა არაკომპეტენტურების, ხოლო აბუ გრეიბის შემდეგ, სულელებისა და სასტიკების შთაბეჭდილებაც დატოვეს. ორი წლის წინ გერმან მარშალის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, ჩვენი უახლოესი მეგობრების უდიდესი ნაწილი ფიქრობდა, რომ ცუდი მართვა ერაყში – და არა ინტერვენცია – შეერთებული შტატების მოკავშირეებისთვის უდიდეს ხელის შემშლელ ფაქტორად იქცა.

 

არაა გასაოცარი, რომ შედეგად კოალიციების შექმნის ამერიკულმა უნარმაც იზარალა. ერაყის ოპრაციაში მონაწილეობა ტონი ბლერს რეპუტაციად დაუჯდა, ხოლო ესპანეთის მთავრობას -  არჩევნებად. თავდაპირველი დიდი მხარდაჭერის შემდეგ, ერაყის ოკუპაცია ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ამერიკა პოპულარულია, მაგალითად პოლონეთსა და იტალიაში, არაპოპულარულად იქცა. კოალიციაში მონაწილე ვერც ერთმა ქვეყანამ ამით ვერც დიპლომატიური,  ვერც ეკონომიკური სარგებელი ვერ ნახა. არც ერთს არ მიუღია ამერიკის განსაკუთრებული მადლიერება, საქართველოსაც კი, რომელმაც ერაყში  2,000 სამხედრო გააგზავნა (საქართველოსთვის ძალიან დიდი რიცხვი) და ამისთვის რუსეთთან მისი სამხედრო კონფლიქტის დროს აშშ-სგან ზუსტად ნულოვანი მხარდაჭერა მიიღო. ამის შემდეგ ბევრად უფრო რთული იქნება  კოალიციების შექმნა ჩვენს მხარეზე საბრძოლველად, ხოლო ერაყი მართლაც იქცა იმ ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც ავღანეთთან დაკავშირებით ასეთი მცირედი ენთუზიაზმია და  ირანზე ორგანიზებული ზეწოლის განხორციელება ასე გართულდა.

 

ირიბად  ემსხვერპლა კონფლიქტის ამერიკის უნარი ახლო აღმოსავლეთზე გავლენის მოხდენისა. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ იქ არასდროს გვქონდა ისეთი პოზიციები, როგორსაც ვისურვებდით. მაგრამ ქაოსმა ერაყში ერთმნიშვნელოვნად გააძლიერა ირანი. მას არ მოუხდენია პოზიტიური ზეგავლენა ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტზეც. იმით, რომ რამდენიმე წლით ნავთობზე ფასმა აიწია (გახსოვთ, ეს ნავთობისთვის ომი უნდა გამხდარიყო), მან ასევე განამტკიცა საუდის არაბეთის პოზიციები, რეჟიმი, რომლემაც 11 სექტემბრის 19 თავდამსხმელიდან 15 შვა.

 

ნავთობის მაღალმა ფასმა გააძლიერა აგრეთვე რუსეთი და ვენესუელა – ვერ ვიტყოდი, რომ ეს ბევრმა შენიშნა, რადგან ერაყს ამერიკის ის უნარიც ემსხვერპლა, რომელსაც გლობალური სახელმწიფოს მასშტაბში აზროვნება ეწოდება. მაშინაც კი თუ საბოლოოდ ერაყიდან მთლიანად გამოვალთ, ჩვენ ათწლეულებით მაინც ისეთ ქვეყნად დავრჩებით, სადაც ჩინეთმა მართლაც მიაღწია მსოფლიო მასშტაბის ქვეყნის სტატუსს, ლათინურმა ამერიკამ შორს, მარცხნივ გადაუხვია, ხოლო რუსეთმა წარმატებით გამოიყენა მილსადენები ევროპის გასახლეჩად – ტენდენცია, რომელსაც არც ბუშის ადმინისტრაციის დიდი ყურადღება არ მიუპყრია და კიდევ უფრო ნაკლები ობამას ადმინისტრაციისა.

 

და ბოლოს ხშირად ყურადღების მიღმა რჩებოდა რამდენიმე შიდა პრობლემა. ერთი მე განსაკუთრებით მაწუხებს: ამერიკის უნარი იზრუნოს თავის დაჭრილ ვეტერანებზე. ისტორიის ტერმინებში ამერიკის მსხვერპლი ერაყში ვიეტნამთან შედარებით დაბალი იყო: 4,400 და დაახლოებით 60,000. მაგრამ ნაწილობრივ სამედიცინო ტექნოლოგიების არნახული განვითარების წყალობით, მძიმედ დაჭრილი ვეტერანების რაოდენობა, ისეთი ქალების და კაცების, რომელთაც მაღალი კლასის სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდებათ, დღემდე არსებულთა შორის ყველაზე მაღალია. ჩვენ გვჭირდება ინოვაციური პროგრამები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა Musicorps-ი, რომელიც შარშან აღვწერე – მაგრამ მისი შექმნისა და დაფინანსებისათვის მაღალი რანგის ბიუროკრატიული ენერგიაა საჭირო. მაგრამ ბიუროკრატია გასაგები მიზეზების გამო დაღლილია.

 

რეალურად კი იმის თქმა მინდოდა, რომ ერაყის ომის შეფასება მომავალი ათწლეულების პროექტია და არა მომავალი კვირის. იქნებ სამშაბათის სიტყვაში, გამოსვლამდე, ობამამ ჩინეთის ყოფილი ლიდერის Zhou Enlai-ს სიტყვები გაიხსენოს. ამბობენ, რომ როდესაც სთხოვეს შეეფასებინა საფრანგეთის რევოლუციის გრძელვადიანი შედეგები, მან რიჩარდ ნიქსონს თითქოს უთხრა: ”ეს ჯერ ძალიან ადრეა”.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...