planetanews Posted August 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2010 http://b.pix.ge/d/8caos.jpg“წითლების ბანაკის” ახალგაზრდა ფიგურამ, ლუკას ლეივამ, ერთ–ერთ ინტერვიუში თანაგუნდელის, ფერნანდო ტორესის და ლივერპულის შესახებ ისაუბრა. “ლივერპულის” გულშემატკივარს მან პირობაც მისცა…ლივერპულის პერსპექტიულმა, 21–ე ნომერმა, liverpoolfc.tv-თან ინტერვიუში ოპტიმისტური განაცხადი გააკეთა და ფერნანდო ტორესის მიმართაც არ დაიშურა თბილი სიტყვები: “როდესაც ფერნანდოს აქვს ბურთი და არტყავს კარში, რთულია, ნებისმიერი მეკარისთვის საკუთარი გუნდის გადარჩენა. ის მართლაც უმაღლესი კლასის თავდამსხმელია. ვფიქრობ, ნანდო მხოლოდ ახლა იწყებს თამაშს. ვიმედოვნებ, რომ სეზონის დასრულებამდე “ელ ნინიო” გოლებით არაერთხელ გაგვახარებს. ის შესანიშნავი ადამიანია და ამავდროულად კაგად იცის საკუთარი საქმე სტადიონზე. თითოელი ჩვენთაგანი, “ლივერპულელი”, ბედნიერი მისი გადაწყვეტილებით – კარგია რომ კლუბს არ ტოვებს. წინა მატჩში ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია. მეტოქე კარგად თამაშობდა, სწორად მოქმედებდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მათ ჩვენზე მეტი გამარჯვების შანსი ჰქონდათ. ვფიქრობ, ჩვენ გაცილებით კარგი თამაში ვაჩვენეთ.http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100829-49-liverpool_wba.jpg ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გულშემატკივარს პირობაც მისცა: ჩვენ ჩავებით პრემიერლიგაში, ვიბრძოლებით საუკეთესო 4–ეულში მოსახვედრად. ვეცდებით ყველა დარჩენილი თამაში მოვიგოთ… გუნდი გააგრძელებს თამაშის დახვეწას და გაუმჯობესებას. ამაში ჩვენ ახალი მწვრთნელი დაგვეხმარება.” ლივერპულის 21–ე ნომერი მოხარულია გუნდში ახალი ფეხბურთელის, პორტუგალიელი მეიერლეშის მისვლით: “ის ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და შესანიშნავია, როცა მისნაირი მოთამაშე გყავს გუნდში…” წყარო: liverpoolfc.tv View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts