Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტები შეცდომაში შეიყვანა


Recommended Posts

 

 

/get_img?NrArticle=2302&NrImage=2

 

 

 

დღეს აბიტურიენტების ნაწილმა გრანტის შედეგების შესახებ შეიტყო, რომელიც, ეროვნული ცენტრის ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება. აბიტურიენტთა ნაწილის პირად მონაცემთა ბაზაში 100%-იანი გრანტი დაფიქსირდა. ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. გრანტის პროცენტული მაჩვენებლების გამოქვეყნება კი მხოლოდ ვებგვერდის ვიზუალური შემოწმების მიზნით მოხდა.

 

შუადღისას აბიტურიენტთა ნაწილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის პირად მონაცემთა ბაზიდან გაიგეს, რომ 100%–იანი სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს, დაახლოებით 40 წუთში მონაცემთა ბაზიდან პროცენტული მაჩვენებელი გაქრა. ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია გაბუნიამ ”ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ გრანტის პროცენტული მაჩვენებლების გამოქვეყნება მხოლოდ ვებგვერდის ვიზუალური შემოწმების მიზნით მოხდა და სიმართლეს არ შეესაბამება.

 

”ჩვენ შევიტანეთ მონაცემთა ბაზაში მცდარი შედეგები, იმისათვის რომ შეგვემოწმებინა, იყო თუ არა ციფრები ხილვადი. მზადდებოდა გრაფები გრანტისათვის, ვებგვერდი კი გათიშული არ იყო. სამწუხაროდ, დაემთხვა ისე, რომ აბიტურიენტების ნაწილი სწორედ ამ დროს იმყოფებოდა ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე”, - ამბობს გაბუნია.

 

,,ნეტგაზეთთან” საუბრის შემდეგ აბიტურიენტების პირად მონაცემთა ბაზაში არსებული საგრანტო შედეგები წაიშალა.

 

სახელმწიფო დაფინანსების შედეგებს აბიტურიენტები 10 სექტემბრისთვის, მეორადი განაცხადების გამოქვეყნების შემდეგ გაიგებენ.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...