Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- პრემიერ–მინისტრად – მერაბიშვილი, პრეზიდენტად – ბაქრაძე, ან მელიქიშვილი


Recommended Posts

იმაზე, თუ რას მოიტანს შემოდგომა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში; გამოვა თუ არა ჩირგვებიდან ოპოზიცია; რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პრემიერ–მინისტრი და პრეზიდენტი, რომლებსაც 2013 წლის შემდეგ აირჩევენ და რით ჰგავს “თავისუფლების ინსტიტუტი“ გუგულს, პრესა.გე–ს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა, რომელიც ამავდროულად “რესპუბლიკური პარტიის“ წევრია.

 

გაზიარება

[ნინო მიქიაშვილი. 02:16 331-08-2010]

http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/THwtoJnFvYI/AAAAAAAAEAQ/xf43fNYsf-g/s200/vaniko.gifელოდებით თუ არა რადიკალურ ცვლილებებს შემოდგომაზე?პაატა ზაქარეიშვილი: რაღაც გამოსვლები იქნება, როგორც ახლა არის – დევნილების და გარე მოვაჭრეების, მაგრამ ლოკალური, რომელსაც ფართომასშტაბიანი, შეუქცევადი ხასიათი არ მიეცემა, რადგან ასეთ დროს, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს უჩნდებათ ამბიცია, ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ და ამით დაწყებული საქმე ფუჭდება – ამას უკვე აღარ აჰყვებიან დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, ვინც ხვდებიან, რომ ეს არასწორი მეთოდია.

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს მასშტაბური, 7 ოქტომბერს დანიშნული, დევნილებისა და გარე მოვაჭრების საპროტესტო აქცია?– მასშტაბური არანაირ შემთხვევაში არ გახდება. მათ პროტესტს ხელისუფლება ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს; ეცდება არ დაარბიოს, თუ უკონტროლო სიტუაცია არ შეიქმნა; ანდა თუ დარბევა მოინდომა, შიგნიდან რაღაც აფეთქებას მოაწყობს, უკონტროლო ვითარებას შექმნის და შემდეგ თავს გაიმართლებს, იძულებული ვიყავით დაგვერბიაო. ძალიან გამიკვირდა, აგვისტოში მცირერიცხოვანი მიტინგი, რომ დაარბიეს.

რატომ გაჰყავთ დევნილები თბილისიდან შორს, ფოცხოში?– დევნილებს თბილისში ეკავათ გასაყიდად საინტერესო ადგილები, ქალაქის ცენტრში. ეს არის ყოფილი “ზაკვოს“ შენობა, ჰოსპიტალი... ეს კარგი, კაპიტალური შენობებია, რომელთა გაყიდვით შეიძლება დროებითი ინვესტიცია მაინც შემოიტანონ და გაიუმჯობესონ თავიანთი ფინანსური პირობები.

ქვეყანაში პრობლემებია – წელს უთავდებათ 4–მილიარდიანი დახმარება, რომელიც ევროკავშირმა და აშშ–მ გამოყო და არაფერი სერიოზული არ ჩანს, რომ შემოსთავაზოს მსოფლიომ. სახელმწიფო იძულებული იქნება ვალები კიდევ აიღოს. ჩვენ უკვე ვართ დიდ ვალებში – საგარეო ვალები ბიუჯეტს პრაქტიკულად ორჯერ აღემატება, რაც არის შემაშფოთებელი ფაქტი. ამ ვალების გასტუმრება 2013 წლიდან უნდა დაიწყოს. კატასტროფული შედეგები შეიძლება მივიღოთ – შესაძლოა ქვეყანა გაბანკროტდეს. ოღონდ ტყავი გადაირჩინონ და ყიდიან ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლება.

დევნილების დასასახლებლად ფოცხო კი არ ამოუჩემებიათ?! იქ გაჰყავთ, რადგან სხვაგან გასაყვანი არსად არის და თან, ეს ტერიტორია გასაყიდად არასდროს დასჭირდებათ. აგვისტოში დევნილებთან ერთად გარემოვაჭრეებსაც დაერივნენ, რადგან აგვისტო მართლაც მკვდარი სეზონია და ძნელია სოლიდარობის გამოცხადება, ისედაც არასოლიდარულ ქართულ საზოგადოებაში.

გარემოვაჭრეებს დაერივნენ იმიტომ რომ პროდუქცია მაღაზიებიდან აღარ იყიდებოდა და “ნაცმოძრაობას“ ფული არ შესდიოდა; მაღაზიები არ გექნება და ვერ გექნება, თუ შენ ხელისუფლებასთან შეკრული არა ხარ. გარემოვაჭრეების აყრის შემდეგ, ფასებმა ერთი–ორად მოიმატა და პარტიის სალაროს შევსების შანსები გაჩნდა.

რამდენად ჰარმონიული, ერთიანია დღევანდელი ხელისუფლება?– საკმაოდ ჰარმონიულია. ვიდრე ხელისუფლებაში იყვნენ: ირაკლი ოქრუაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ალასანია, ჩვენ ვამბობდით, რომ შიგნით დაძაბულობა, განხეთქილება არსებობდა და აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით. დღეს ამ მხრივ მკვდარი სიტუაციაა.

ვინ შეიძლება იყოს მორიგი ოქრუაშვილი?– იყოს კი არა, უკვე არის და ეს მერაბიშვილია, რომლის გარშემოც ხელისუფლება იკვრება. ფაქტორი უნდა იყოს ან გამაღიზიანებელი, ან დესტრუქციული, ან კონსტრუქციული; ან უნდა აერთიანდებდეს, ან უნდა შლიდეს რაღაცას. ოქრუაშვილი შლიდა, რადგან თავის გარშემო უნდოდა შეექმნა პოლიტიკური ცენტრი. მაშინ ბევრი პოლიტიკური ცენტრები იყო, მაგრამ ახლა ცენტრები აღარ არის.

ამჟამად არის ძალიან მიკნავებული, ჩრდილში მყოფი და თავის დროის მომლოდინე ზურაბ ჟვანიას გუნდის ნარჩენები; ისინი ხმას არ იღებენ – ეტყობა ეშინიათ, წარსულიდან რაღაცეები არ შეახსენონ; არის “თავისუფლების ინსტიტუტი“, რომელიც ძალიან არაპოპულარული, არალეგიტიმურია და რომელსაც ყოველთვის უნდა თავისი კვერცხები სხვის ბუდეში ჩადოს (ანუ გუგულის რეჟიმში არიან) და იქ მაინც მოახდინოს თავისი ლეგიტიმაცია; კიდევ არიან პირდაპირ სააკაშვილზე მიწებებული თავისუფალი ელემენტები.

ამ ფონზე მერაბიშვილია აბსოლუტურად უცილობელი ლიდერი. არ გამოვრიცხავ, რომ კონსტიტუცია სწორედ მერაბიშვილისთვის იწერებოდეს, რადგან სააკაშვილმა თავის რესურსები ამოწურა და ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. არ არის გამორიცხული მმართველი ელიტის შიგნით გარიგება მოხდეს, რომ უკვე შეუძლებელია საკაშვილის მმართველობის ატანა და ამიტომ, სჯობია მმართველობის სადავეები გადაეცეს იმ ადამიანს, რომელიც შედარებით ეფექტურად მართავს სიტუაციას და ეს იქნება ალბათ, მერაბიშვილი და მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მერაბიშვილი იყოს პრემიერ–მინისტრი, რადგან ძალიან ბანალური, პრორუსული იქნება საკაშვილის პრემიერ–მინისტრობა.

ეს არადამაჯერებელი იქნება მსოფლიოსთვისაც – ისედაც იმიჯშერყეულ ქვეყანას და ხელისუფლებას, კიდევ უფრო შეერყევა იმიჯი. ვფიქრობ, ესენი არ წავლენ პუტინის მიერ გაკვალულ ფარისევლური გზით და თავიანთ ფარისევლურ გზას აირჩევენ.

და როგორი იქნება ეს ფარისევლური გზა?– პარლამენტში უფრო მეტი ოპოზიციური პარტიები შეიძლება აღმოჩდნენ, ვიდრე ახლა არიან, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში 50%–იც რომ აიღონ, ახალი კონსტიტუციით პარლამენტის როლი იმდენად დაკნინებულია, რომ მათ არავინ არაფერს შეეკითხება. სამაგიეროდ, შექმნიან მრავალპარტიული პარლამენტის ილუზიას, ამით სპეკულირება მოხდება და ეს უცხოელებს დააკმაყოფილებს, რადგან მათ სჭირდებათ სალაპარაკოდ, რომ საქართველო რუსეთს არ ჰგავს.

ვინაიდან მერაბიშვილი არაპოპულარული ადამიანია, მას საზოგადოებასთან ურთიერთობა და ლაპარაკი არ შეუძლია (ის ჩემზე უარესად მეტყველებს; მე სალაპარაკო მაქვს, იმას ვერ ვამბობ და მერაბიშვილს სალაპარაკოც კი არაფერი აქვს), პრეზიდენტი ვერ გახდება, ხოლო პრემიერ–მინისტრობას შეძლებს – პარლამენტი აირჩევს და პრემიერ–მინისტრი გახდება.

თუ მერაბიშვილის პრემიერ–მინისტრობას არ გამორიცხავთ, პრეზიდენტი ვინ შეიძლება გახდეს?– უნიათო, უპრინციპო ადამიანი, რომელიც კორუფციაში გარეული არ არის, მაგრამ ამავდროულად, არ გააჩნია არავითარი პოლიტიკური ძალა. მე მგონი დავით ბაქრაძე ყველაზე რეალური კანდიდატია. მან უკვე წლები გაიარა პოლიტიკაში და დაადასტურა, რომ არავითარი ამბიციები არა აქვს, რომ შექმნას პოლიტიკური პარტია, ვიღაცას შეუტიოს და რაღაცას მიაღწიოს.

ის კმაყოფილდება იმით, რაც მას გააჩნია. პრეზიდენტობაზე თავად შეიძლება არ ფიქრობდეს და არც არავინ არ ფიქრობს ამაზე. აუცილებელი კი არ არის ბაქრაძის გაპრეზიდენტება?! მე ვარიანტებს ვლაპარაკობ, პრეზიდენტად ამ ტიპის ადამიანი უნდა იყოს. ამ კუთხით ზურაბ მელიქიშვილის კანდიდატურაც შეიძლება დადგეს.

რამდენად უპრობლემოდ ჩაივლის კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცება?– პარლამენტი მათია და რა თქმა უნდა, უპრობლემოდ ჩაივლის. ოპოზიცია წინააღმდეგ მისცემს ხმას – ოპოზიცონერობას გაითამაშებენ. მათ ჰყავთ აბსოლუტური უმრავლესობა; ის კი არა, ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია ოპოზიციის წინააღმდეგობა – აი, ხომ ხედავთ, ჩვენთან დემოკრატიააო.

ეგ კი, მაგრამ პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიცია ისევ ჩირგვებში იქნება, როგორც აქამდე იყო?– რატომაა ჩირგვებში?! წელიწადში 12 თვეა და რაღა მაინცდამაინც აგვისტოს მიახტა ყველა ჟურნალისტი?! ახლა მიმდინარეობს შიდა პარტიული ღონისძიებები, რეგიონებში პოზიციების გაძლიერება და ასე შემდეგ. ეს არ არის ჩირგვებში დამალვა. ესაა ოპოზიციის დისკრედიტაციისათვის ხელისუფლებიდან წამოსული პოზიცია და შემდეგ, სამწუხაროდ, თუ საუბედუროდ, ძალიან იოლად ხდება ამ კლიშეების ათვისება, იგივე პრესის მიერ. აგვისტოში შეუძლებელია სერიოზული პოლიტიკური აქციების განხორციელება, სადაც უნდა ჩართო ხალხი, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა რაღაცეებია გასაკეთებელი.

კარგით, მაშინ ის გვითხარით აგვისტომდე რა გააკეთეს?– გააკეთეს ის რომ ემზადებოდნენ არჩევნებისთვის; აგვისტომდე იყო 30 მაისი, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობდა და გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომელიც მოგვიანებით დაიშალა, აგვისტომდე მოახერხა ის, რომ მეორე ადგილზე გავიდა და თბილისში 19 პროცენტი აიღო. თუ ვიღაცისთვის ეს ცოტაა, ჩემთვის ბევრი არ არის, მაგრამ რაღაცაა, მნიშვნელოვანია და სამოომავლოდ ხელმოსაკიდია.

ამ აგვისტომდელმა შრომამ სერიოზული შედეგები მოგვცა მათთვის, ვისაც უნდა შედეგების დანახვა. კახელებს კარგი გამოთქმა აქვთ – “გინდ ღობის იქით დააბი და გინდ აქეთ, ვირი მაინც ვირიაო“. ანუ თუ დანახვა არ გინდა, ვერ დაინახავ და თუ დანახვა გინდა, დასანახი ბევრია. იმ სამუშაოს შემდეგ, რაც მაისამდე ჩატარდა, ოპოზიციამ ნამდვილად დაიმსახურა, რომ აგვისტოში დაესვენა.

როგორი იქნება შემოდგომიდან ოპოზიციის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?– შემოდგომაზე არის ორი პოლიტიკური თარიღი – დარბევის დღე – 7 ნოემბერი და რევოლუციის დღე – 23 ნოემბერი. შესაბამისად, ამ თარიღებისთვის მომზადება აუცილებელი იქნება. ნოემბერში გამოჩნდება, რას ამზადებდნენ ოპოზიციური პარტიები ზაფხულში და შემოდგომაზე. ნოემბერი იქნება “ფესტივალი“, როცა მომზადებული ხალხი გამოდის და თავისას აჩვენებს. ვინც ნოემბრისთვის ემზადება, თავიანთი თავი ოქტომბერში უნდა გამოაჩინოს.

presa.ge

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-921610159522338402?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...