planetanews Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 31 აგვისტოს, 12.00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იმერეთის რეგიონის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილითან ერთად, ტყიბულში ჩავლენ, მეშახტეებს შეხვდებიან და საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ტყიბულში მეშახტეთა გადასამზადებელი პროფესიული სასწავლებლის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავენ.მის: ქ. ტყიბული, მინდელის სახელობის მაღაროს ადმინისტრაციული შენობა 31 აგვისტოს, 12:00 საათზე, `ხალხის პარტიის~ ცენტრალურ ოფისში, `ეროვნული საბჭოს”" წევრები ალექსანდრე შალამბერიძე, ლაშა ჩხარტიშვილი და დამოუკიდებელ პედაგოგთა ასოციციის წევრი ლია ნიკოლაიშვილი სკოლის პედაგოგების მასობრივ დათხოვნასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.მის: ჩუბინიშვილის ქ. #20 31 აგვისტოს, 12:00 საათზე, “შევარდენის” რაგბის სანაკრებო ბაზაზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის რიჩი დიქსონის წარდგენა მოხდება. 31 აგვისტოს, 12:00 საათზე `ხალხის პარტიის~ ცენტრალურ ოფისში `ეროვნული საბჭოს’’ წევრები ალექსანდრე შალამბერიძე, ლაშა ჩხარტიშვილი და დამოუკიდებელ პედაგოგთა ასოციციის წევრი ლია ნიკოლაიშვილი, სკოლის პედაგოგების მასიურ დათხოვნასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ. 31 აგვისტოს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოს `ქრისტიან-დემოკრატი~ დეპუტატები ინგა გრიგოლია და ზაზა გაბუნია ლტოლვილთა სამინისტროს წინ მსხდომ დევნილებს მოინახულებენ. 31 აგვისტოს, 13:00 საათზე, ~ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია~ ბრიფინგს გამართავს.თემა: “საქართველო – აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივის მხარდაჭერა”.მის: მეტეხის აღმართი #3, სასტუმრო ~ძველი მეტეხი~ 31 აგვისტოს, 13.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება `ჩვენ თვითონ~-ის ერთ-ერთი ლიდერი ლიკა ნაღებაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.თემა: `რაში იღებს 16 მილიონს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა~.მის: კვინიტაძის ქ. #14 31 აგვისტოს, 13:00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბარათაშვილის #2-ში (სასურსათო მაღაზიასთან) აქცია-ბრიფინგს გამართავს.თემა: “სწორად დათვალა თუ არა პროდუქტებზე ფასების ზრდა პრეზიდენტმა და რეალურად რამდენად გაძვირდა სასურსათო კალათა”. 31 აგვისტოს, 15:00 საათზე, პარტია “საქართველოს გზის” ოფისში კახა სეთურიძის პრესკონფერენცია გაიმართება.თემა: “გარე ვაჭრობის აკრძალვა”.მის: ბარნოვის ქ. #60 იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts