Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - დეკლარირებული ლიბერალიზმი სოციალისტური ნიშნებით


Recommended Posts

პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საქართველოში ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად დახმარებისათვის ცნობილი პოლონელი ეკონომისტი, პოლონური “შოკური თერაპიის” ავტორი პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი მოიწვიეს. ეს ინიციატივა, ისევე როგორც იმ პერიოდში დაგეგმილი თითქმის ყველა ინიციატივა სწრაფადვე წარუმატებლად დამთავრდა. თუმცა, იმ პერიოდში ერთი საინტერესო დეტალი დაფიქსირდა. კერძოდ, პროფესორმა ბალცეროვიჩმა პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრაზე დასვა მარტივი შეკითხვა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ორიენტაციას შეეხებოდა. სრულყოფილი პასუხის ვერ მიღების შემდგომ, ქვეყანა იმ პირობით დატოვა, რომ მომდევნო ჩამოსვლისას ეკონომიკური ორიენტაციის საკითხზე ამომწურავ პასუხს მიიღებდა და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყებდა სამუშაოს. საინტერესოა, რას ნიშნავს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური ორიენტაცია. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ორიენტაციის კუთხით ქვეყნები იყოფიან სამ ძირითად კატეგორიად. პირობითად პირველი კატეგორია არის ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყნები, ანუ ისეთი ქვეყნები, რომლებშიც უზრუნველყოფილია სრული ეკონომიკური თავისუფლება და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევა არის მინიმალური. ასეთ ქვეყანად შეგვიძლია დავასახელოთ ჩვენთვის სამაგალითო ქვეყნად წოდებული სინგაპური. მეორე კატეგორიად შეიძლება მივიჩნიოთ სოციალური საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნები. ეკონომიკის ეს მოდელი უზრუნველყოფს ერთის მხრივ საბაზრო თავისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევასაც დაშვებულად მიიჩნევს. მაგალითად, ამჟამინდელ გერმანიის მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მიერ დეკლარირებულია სწორედ სოციალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპები. მესამე კატეგორია სოციალური ეკონომიკის მქონე ქვეყნები, სადაც მიჩნულია, რომ უპირატესი როლი ყველა ან თითქმის ყველა ეკონომიკურ საკითხში სახელმწიფოს ენიჭება.

 

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკური ორიენტაციის საკითხი დღევანდელ საქართველოშიც საკმაოდ ბუნდოვანია.

 

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მზად იყო ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად. გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანაში მართლაც დაიწყებოდა ეკონომიკური ლიბერალიზმი და ყურადღება აღარ მიექცეოდა უშედეგო, პოპულისტურ სოციალურ ლოზუნგებს.

 

2004-2007 წლებში შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის მხრიდან მართლაც ტარდებოდა ლიბერალური რეფორმები ეკონომიკაში, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში იწვევდა კიდეც სოციალურ მღელვარებას. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა იმ ქვეყანაში სადაც ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები გატარდა, ამა თუ იმ ფორმით ადგილი ჰქონდა სოციალურ მღელვარებას, მაგრამ საბოლოო შედეგით ყველამ უკეთ იგრძნო თავი ვიდრე ლიბერალურ ეკონომიკურ რეფორმებამდე.

 

 

 

სამწუხაროდ 2008 წლიდან დღემდე საქართველოში უფრო მეტად გაურკვეველი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა ხორციელდება და ძნელია ამ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიმე ეკონომიკური მოდელის სახელი შეურჩიო.

 

საქართველოს მთავრობის პროგრამაში “ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” ერთის მხრივ ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობის თავისუფალი ეკონომიკის კურსი უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, მოქალაქეებს, მეწარმეებსა და ინვესტორებს კი მისცემს შესაძლებლობას, სრულად გამოავლინონ პოტენციალი და უზრუნველყონ დასაქმება. მეორე მხრივ კი პროგრამაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური კურსი უზრუნველყოფილი იქნება დაბალი და მარტივი გადასახადებით, ხარისხიანი საგადასახადო ადმინისტრირებით, გონივრული და ზომიერი რეგულირებით. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალური ეკონომიკის მიმდევართათვის სრულიად მიუღებელია სიტყვები “გონიერი და ზომიერი რეგულირება”, ვინადან ვინ ადგენს ამ “ზომიერ და გონივრულ” სტანდარტებს საკმაოდ ბუნდოვანია. ალბათ ისევ სახელმწიფოა სტანდარტების დამდგენი, ანუ ფაქტიურად, ამ ლოგიკაში იგულისხმება არა “გონიერი და ზომიერი რეგულირება”, არამედ რეგულირების ის ხარისხი, რომელსაც სახელმწიფო თვითონ ჩათვლის საჭიროდ და შემდგომში შესაბამის სახელსაც თვითონვე დაარქმევს.

 

 

თავისთავად
ცუდი
არაფერია
იმაში
,
თუ
მთავრობა
გადაწყვეტს
,
რომ
ჰქონდეს
სოციალურად
ორიენტირებული
საბაზრო
ეკონომიკა
.
ვინაიდან
,
ქვეყნის
ეკონომიკური
ორიენტაციის
საკითხი
მმართველი
ეკონომიკური
ელიტის
ეკონომიკური
გემოვნების
საკითხია
,
თუმცა
დამაფიქრებელია
სწორედ
ის
,
რომ
დეკლარირების
დონეზე
პრეზიდენტი
საუბრობს
ეკონომიკურ
ლიბერალიზმზე
,
მთავრობის
პროგრამაში
ლიბერალიზმიდან
სოციალური
გადახრები
,
უფრო
ზუსტად
კი
სოციალური
საბაზრო
ეკონომიკის
ნიშნები
იკვეთება
,
ხოლო
სახელისუფლებო
გუნდის
ლიდერები
რიგ
შემთხვევაში
უკიდურესად
მემარცხენე
განცხადებებს
აკეთებენ
.
წარმოდგენილი
მსჯელობის
გასამყარებლად
არაერთი
პრაქტიკული
სიტუაციის
მოშველიებაა
შესაძლებელი
.

 

 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2009 წლის 6 ოქტომბერს პარლამენტში თავის გამოსვლაში ”ეკონომიკური თავისუფლების აქტი” წარადგინა. უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნული აქტის იდეა მართლაც შთამბეჭდავია. პრეზიდენტის თქმით, აქტი შეზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლებლობას გადაუხვიოს ლიბერალური ეკონომიკური მმართველობიდან, ხოლო საქართველო მსოფლიო ლიბერალური ეკონომიკის ფლაგმანი გახდება. ”ჩვენი ამბიცია უნდა იყოს, რომ საქართველო ვაქციოთ მსოფლიოს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ნამდვილ ფლაგმანად” - განაცხადა სააკაშვილმა. ეკონომიკური თავისუფლების აქტის წარდგენისას მაგალითად მოყვანილი იყო ილია ჭავჭავაძე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ”ილია იყო პირველი ქართველი, ვინც ქადაგებდა თავისუფალ ვაჭრობას, გახსნილ ეკონომიკას, მთავრობის მცირე ჩარევას ეკონომიკაში და დაბალ, ლიბერალურ გადასახადებს. ჩვენ ილიას გზას ვირჩევთ.”

 

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სოციალისტური პოპულიზმის შესახებ. მისი განცხადებით, მსოფლიოს ტალღებად უვლის გაურკვეველი და დეზორიენტირებული სოციალისტური და პოპულისტური გამოვლინებები. ”ზოგჯერ სოციალისტური იდეოლოგია - როგორიცაა, მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია გადარჩენა, სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს - ისეთ ქვეყნებში ისმის, რაც ჩემ განცვიფრებას იწვევს,” - განაცხადა პრეზიდენტმა. თუმცა პრეზიდენტს არ გახსენებია ზემოთ ნახსენებ საქართველოს მთავრობის პროგრამაში აღნიშნული ფრაზები, რომელიც ეკონომიკაში სწორედ სახელმწიფოს “გონიერ და ზომიერ” ჩარევას გულისხმობს.

 

უფრო მეტიც, პრეზეიდენტმა განახცადა, რომ გამოცდილების მიხედვით არაფერი კარგი არ ხდება იქ სადაც სახელმწიფოა, ხოლო ფასებზე საუბრისას აღნიშნა ”საქართველოში მუდმივად იქნება უზრუნველყოფილი ფასების დადგენის თავისუფლება”. სწორედ ამ ბოლო ფრაზამ “გადაკვეთა” პრეზიდენტის ლიბერალური და ქალაქ თბილისის მერის მემარცხენე სოციალისტური შეხედულებები ეკონომიკაზე. კერძოდ, მსოფლიო ბაზარზე პურის ფასის გაძვირების გამო 2010 წლის 25 აგვისტოს ქალაქ თბილისი მერმა, ბატონმა უგულავამ განაცხადა, რომ "პურზე ფასების ზრდა მართვადი უნდა გახდეს". ამის შემდგომ, ბატონმა უგულავამ გააკეთა ისეთი სტილის განცხადება, რომელსაც ეკონომიკური თავისუფლების აქტის პრეზენტაციისას პრეზიდენტმა “გაურკვეველი და დეზორიენტირებული სოციალისტური და პოპულისტური გამოვლინებები” უწოდა, კერძოდ, უგულავას განცხადებით "პურზე ფასების მატება ყველაზე მტკივნეულია პენსიონერებისთვის და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის. ამიტომ ჩვენი პირველი ამოცანაა შემოდგომისთვის ფასები დავიჭიროთ, რომ ხალხი ძალიან არ დაზარალდეს."

 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფასების “დაჭერისა” თუ “მართვადი ზრდის” პოლიტიკას არათუ ლიბერალები, არამედ სოციალური საბაზრო ეკონომიკის მომხრეებიც კი უგულებელყოფენ. მაგალითად, გერმანიის ეკონომიკური სასწაულის დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ლუდვიგ ერჰარდმა და მისმა გუნდა გადადგა ეკონომიკური რეფორმების გზაზე პროდუქციაზე მართვადი ფასების განთავისუფლება იყო. სხვათა შორის ამ რეფორმის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეკონომიკური იდეოლოგები იყვნენ.

 

სამწუხაროდ პოლიტიკურ-ეკონომიკური იდეოლოგიური სიჭრელე არამარტო ხელისუფლებისათვის არის დამახასიათებელი. მსგავს ტენდენციებს ხშირად ვხვდებით წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილ საარჩევნო პროგრამად წოდებულ ლოზუნგებში.

 

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული მსჯელობისა ერთი რამ ფაქტია, შეუძლებელია ეკონომიკა განვითარდეს სტაბილურად, შეუძლებელია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები დაფიქსირდეს, შეუძლებელია მოქალაქეებმა ეკონომიკური რეფორმების სიკეთე იგრძნონ მაშინ, თუ მტკიცედ არ იქნება მხარდაჭერილი ერთი კონკრეტული ეკონომიკური ორიენტაცია და ეკონომიკას არ მიეცემა თავისუფალი განვითარების საშუალება.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...