planetanews Posted August 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 30, 2010 საქართველო უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ომის დროს იძულებით გადაადგილებული ასობით ადამიანის სახელმწიფო შენობებიდან ძალით გამოსახლების გამო. სახელმწიფოს ამ შენობების გაყიდვის იმედი აქვს აგვისტოს გამოსახლებები დევნილებთან დაკავშირებული იმ მასობრივი პრობლემის გადაწყვეტის მცდელობაა, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში აჯანყებული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტებიდან და მოგვიანებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომიდან მომდინარეობს. მაგრამ ის გამოსახლებული პირები, რომლებსაც იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი (IDPs) აქვთ, ჩივიან რომ ისინი ძალიან ცოტა ხნით ადრე გააფრთხილეს და ბევრმა ალტერნატიულ საცხოვრებელზე აჯანყებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში უარი განაცხადა. სხვები თბილისში ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის ავარიულ შენობაში შეასახლეს, სადაც საწოლები, გამათბობლები და საპირფარეშოები ერთ ოთახშია. აფხაზეთიდან დევნილები, თბილისში 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ (ბევრი მათგანი ძველ საავადმყოფოებში, ბარაკებსა და გამომცემლობებში) მას შემდეგ, რაც 200 000 ადამიანი შავი ზღვის სანაპირო რეგიონიდან მას შემდეგ გამოიქცა, რაც ის საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ საქართველოს იურისდიქციას გამოეყო. 13 აგვისტოს, ათობით დევნილი ავტობუსებით გადაიყვანეს შორეულ სოფელში, თბილისიდან 350 კილომეტრის დაშორებით აფხაზეთის საზღვართან, სადაც მათ მისცეს გარემონტებული ბარაკები ელექტროგაყვანილობის, ავეჯის და სამუშაოს პოვნის პერსპექტივის გარეშე. ამ კვირას გაერო-ს დევნილთა სააგენტომ (UNHCR) შეშფოთება გამოსთქვა იმის გამო, რომ გამოსახლებები „აუცილებელი გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ცირკულაციის გარეშე განხორციელდა“, თუმცა განაცხადა რომ პროცედურების გაუმჯობესების მხრივ პროგრესიც იყო. საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას გამოსახლებაზე ხუთი დღით ადრე ზეპირი გაფრთხილება მისცეს და ცოტა რამ უთხრეს ახალი საცხოვრებლის ადგილმდებარეობაზე. ზოგიერთების თქმით, ისინი საერთოდ არ გაუფრთხილებიათ. „აბსოლუტური მინიმუმი“ „მთავრობას ყველა მათგანის განსახლების პასუხისმგებლობა აქვს აღებული. ყველასთვის სახლების რაიონებში შეთავაზება სწორი არ არის“ – განაცხადა ეკა ფოფხაძემ, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციიდან“. „ისინი აქ მუშაობენ, მათი შვილები დედაქალაქის სკოლებში და ინსტიტუტებში სწავლობენ. როგორ შესძლებენ ისინი დღეს ქალაქის დატოვებას?“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტრო კრიტიკას უარყოფს. „არც ერთი მათგანი ქუჩაში არ დარჩება“ – განაცხადა მთავარმა ადმინისტრატორმა ვალერი კოპალეიშვილმა – „პროცესი გარკვეულ დროს დაიკავებს და მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა დევნილი არ დაკმაყოფილდება“. ბრიტანულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა აგვისტოს ანგარიშში საქართველოს მოუწოდა ომის გამო იძულებით გადაადგილებულ პირებს „მინიმუმზე მეტი გაუკეთოს“. ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მათი დასაქმება, ჯანდაცვა და შეღავათები. ანგარიშის თანახმად, დევნილთა 42% დღემდე საბავშვო ბაღებში, საავადმყოფოებში, სასტუმროებსა და ბარაკებში ცხოვრობს. ამ კვირას აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფმა, რომელიც ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობიდან გამოასახლეს, სამინისტორს კიბეებთან პროტესტის ნიშნად პირი აიკერა. „სად უნდა ვიშოვო საჭმელი, როგორ უნდა ვჭამო?“ – სთქვა 72 წლის დევნილმა ლუბა თოდუამ, რომელსაც პირი არ აუკერია. „რას აკეთებდა ჩვენთვის (ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ) შევარდნაძე და ახლა ესენი რას აკეთებენ?“ – დასძინა თოდუამ, რომელმაც დასავლეთ საქართველოში ალტერნატიული საცხოვრებლის მიღებაზე უარი განაცხადა. საქართველოს პოლიტიკური ოპოზიცია დევნილების მხარდამჭერ ქუჩის პატარა აქციებს აწყობს, ცდილობს რა ოპოზიციის გაცოცხლებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმდინარე მრავალკვირიან აქციებს გადაურჩა, როდესაც რუსეთმა დამანგრეველი ძალით უპასუხა საქართველოს თავდასხმას სამხრეთ-ოსეთზე. ომი სააკაშვილს დასავლელი მოკავშირეების ნდობის ფასად დაუჯდა, რომელთა უმრავლესობა უკვე შეშფოთებული იყო პრეზიდენტის აშკარა ავტორიტარული დამოკიდებულებით დემოკრატიის და თავისუფალი მედიის მიმართ. წყარო: http://foreignpress.ge იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts