Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge პოლონეთი და საქართველო: განუყრელი მეგობრობა დასრულდა?


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

გიორგი ლომსაძე

 

როგორც სჩანს, საქართველოს პოლონეთის წამყვანი ლიდერების უპირობო სიყვარულის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს

 

ვიდრე აპრილში, ტრაგიკული ავია-კატასტროფის დროს დაიღუპებოდა, პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის თბილისის ყველაზე ერთგულ მეგობრად იცნობდნენ, ეს განსაკუთრებით 2008 წელს გამოჩნდა, რუსეთთან საქართველოს დამღუპველი ომის დროს. კაჩინსკის მემკვიდრემ, ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ ის საქართველოსთან მისი ქვეყნის კავშირების შეზღუდვას აპირებს.

 

„მე არ გავემგზავრები უცხოეთში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტს სურს ჩემგან“ – სთქვა კომოროვსკიმ ყოველდღიურ პოლონურ გაზეთ Rzeczpospolita-სთან ინტერვიუში. კომენტარები სწრაფად აიტაცა რუსულმა მედიამ, როგორც იმის მაცნე, რომ მოსკოვისადმი სკეპტიკურად განწყობილი პოლონეთის საგარეო პოლიტიკა შერბილდა.

 

ცხადია, კომოროვსკის პოზიციას პოლონეთის პოლიტიკის მაღალ ეშელონებში ყველა არ იზიარებს. მაგალითად, პოლონეთის წარმომადგენელი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში ანა ფოტიგა, კაჩინსკის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა და ამის მიზეზად საქართველოსთან დაკავშირებული უთანხმოება დაასახელა.

 

კომოროვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი კვლავ საქართველოს დიპლომატიური მოკავშირეა. მან განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს კავკასიის ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მოსკოვი სეპარატისტული აფხაზეთის რეგიონში  ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების გამო გააკრიტიკა, რომელიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, თუმცა იმავდროულად, კომოროვსკიმ თბილისიც მილიტარისტული ძალის გაზრდის გამო ძალიან კორექტულად გააკრიტიკა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...