Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ვინ არის რაულ მეიერლეში


Recommended Posts

http://fcporto.planetaportugal.com/wp-content/gallery/raul-meireles/raul-meireles-6.jpg?1545133734

 

სრულიადში თქვენ გაიგებთ, თუ ვინ არის რაულ მეირლეში

 

რაულ მეიერლეში

 

http://u.goal.com/24100/24198_news.jpg

 

პერსონალური ინფორმაცია                                                                   .

სრული სახელი: რაულ ხოსე ტრიდადე მეიერლეში

დაიბადა: March 17, 1983 (age 27)

დაბადების ადგილი: Porto, Portugal

სიმაღლე 1.78 m (5 ft 10 in)

საფეხბურთო პოზიცია: ნახევარმცველი

ახალგაზრდული კარიერა

1999–2001 ბოავიშტა

საკლუბო კარიერა*                                                                                     .

2001–2003 ავესი 42 (1)

2003–2004 ბოავიშტა 29 (0)

2004–2010 პორტო 137 (15)

2010– ლივერპული 0 (0)

სანაკრებო კარიერა‡                                                                                  .

2003–2005 პორტუგალიაU21 26 (1)

2006– პორტუგალია 38 (6)

 

 

 

 

ბიოგრაფია + საკლუბო კარიერა

 

რაულ მეირლეში დაიბადა 1983 წელს ქალაქ პორტუში, იგი 13 წლის იყო როდესაც ფეხბურთზე შევიდა, მაგრამ მანამდე იგი აქტიურად ეწეოდა ქუჩის ფეხბურთს, მეიერლში 12 წლის იყო როდესაც მისი ქუჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხოლო ქუჩის თასის შემდეგ სადაც მან საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული მიიღო გადაწყვიტა ფეხბურთზე სახლთან ახლოს მდებარე საფეხბურთო სკოლაში შესულიყო, როდესაც რაული 16 წლის გახდა, კარიერის გაგრძელება ბოავიშტის ჭაბუკთა გუნდში გადაწყვიტა, სწორედ ჭაბუკთა ლიგაში მისი წაყვანის სურვილი მეორე ლიგაში მყოფმა დეპორტივო ავესმა გამოთქვა, იგი ხშირად ეხმარებოდა დაცვას და ავესიც სწორედ ამან მოხიბლა. პირველი სეზონი 18 წლის რაულმა სათადარიგო სკამზე გაატარა, მაგრამ რამდენჯერაც ითამაშა დაცვას საგრძნობლად დაეხმარა, შემდეგ წელს კი რაული გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა, სწორედ ამან განაპირობა მისი ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, 2003 წელს მეიერლეში უმაღლეს ლიგაში მყოფმა და უეფას თასის ნახევარფინალისტმა ბოავიშტამ დაიბრუნა, ფეხბურთელმა კლუბში 29 შეხვედრა ჩაატარა და მიუხედავად იმისა რომ ერთი გოლიც არ გაუტანია, ბოავიშტელთა რიგებში საუკეთესო იყო. სწორედ ამან განაპირობა ის რომ 21 წლის მეიერლეში უეფას თასის და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა პორტომ შეიძინა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო მსოფლიოში, მეიერლეშს პორტოში დიდი როლი დაეკისრა მას პორტოს სუპერვარსკვლავი დეკო უნდა შეეცვალა რომელიც იმ წელს კატალონიის ბარსელონას შეუერთდა. პორტუ იმ წელს მხოლოდ პორტუგალიის ვიცეჩემპიონობას დასჯერდა რასაც ბევრ სხვა ფეხბურთელთან ერთად დეკოს წასვლას აბრალებდნენ, რაც თავისთავად მეიერლეშის ცუდ თამაშს გამოხატავდა. მაგრამ მეიერლეშმა და ლუჩო გონსალესმა ერთმანეთს კარგად გაუგეს რაც პორტოს შედეგზე გამოისახა, პორტო ზედიზედ 4 წელი პორტუგალიის ჩემპიონი ხდებოდა, მეიერლეშის საფეხბურთო კარიერა კი ნელ-ნელა უფრო წინ მიიწევდა. 2009 წელს გუნდი რაულის საუკეთესო მეგობარმა და თანაგუნდელმა ლუჩო გონსალესმა დატოვა, რამაც მეიერლეში საკმაოდ დაამწუხრა. მათ ბევრი საერთო ჰქონდათ ერთ-ერთი კი ის იყო, რომ სხეულზე ურიცხვი რაოდენობის სვირინგები ჰქონდათ. 2010 წელს კი ფეხბურთელის გადმობირება ჯერ ჩელსიმ სცადა მაგრამ არ გამოუვიდა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღით ადრე კი მეიერლეში ლივერპულმა შეიძინა, სამედიცინო შემოწმების და ხელის მოწერის შემდეგ კი მეიერლეში კარიერას წითელი ფორმით გააგრძელებს.

 

 

 

</p>

სანაკრებო კარიერა

 

ბოავიშტაში გადასვლისთანავე მეიერლეში პორტუგალიის 21 წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს, სწორედ 21 წლამდელთა ნაკრებში მეიერლეშმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე და მათ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო მონაწილეობა, ამ ხნის განმავლობაში მან 26 შეხვედრის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოასწრო. რაულ მეიერლეში 2006 წელს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი მისი სანაკრებო დებიუტი შედგა. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ კი მან სადებიუტო გოლი გაიტანა. 2008 წლიდან მოყოლებული იგი ნაკრების უცვლელი წევრია, მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო 2010 წლის მუნდიალზე სადაც ჩრდილო კორეელთა წინააღმდეგ გოლიც გაიტანა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...