planetanews Posted August 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 28, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/euroactive_en.gif როგორც ჩანს პოლონეთმა შეცვალა უპირობო მხარდაჭერის პოლიტიკა საქართველოს მიმართ რუსეთის დაშინების წინააღმდეგ, რისი ვარაუდის საფუძველსაც ქვეყნის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ინტერვიუ იძლევა. პოლონური პრესის ინფორმაციით, ვარშავამ ევროკავშირის ელჩის პოსტზე საქართველოში მისი კანდიდატურის დანიშვნის იმედიც დაკარგა. ახლახანს ყოველდღიურ გაზეთ Rzeczpospolita–ში მიცემულ ინტერვიუში, ვარშავას და თბილისის ურთიერთობებზე საუბრისას, პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს აღარ შეუძლია მასზე ისეთივე გათვლა ჰქონდეს, როგორც მის წინამორბედზე, ლეხ კაჩინსკიზე. „მე არ გავემგზავრები უცხოეთში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტს სურს ჩემგან“, – განაცხადა კომაროვსკიმ. აშკარა კმაყოფილების გრძნობით, რუსულმა პრესამ ისეთი სათაურები დაბეჭდა, როგორებიცაა „პოლონეთი საქართველოსთან მეგობრობულ დამოკიდებულებაზე ამიერიდან უარს ამბობს“ და „პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს მისი ადგილი მიუჩინა“. „ვარშავა–თბილისის ურთიერთობების გადატვირთვის ხაზმა [საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ] სააკაშვილი ფაქტობრივად მანევრების სივრცის გარეშე დატოვა“, – წერს რუსი მიმომხილველი მაქსიმ უშინი „იზვესტიაში“ და დასძენს, რომ პოლონეთისთვის „საკვანძო პარტნიორი“ ახლა რუსეთი გახდა. Rzeczpospolita–სთან საუბრისას, თბილისის „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ლევან რამიშვილმა აღიარა, რომ ურთიერთობები შეიძლება გაცივდეს, მაგრამ დრამტულად არ შეიცვლება. ვარშავა თმობს ელჩის პოსტს სოფიასთვის? პოლონური პრესის ცნობით, ვარშავა სავარაუდოდ არ მიიღებს ევროკავშირის ელჩის თანამდებობას თბილისში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებში კეტრინ ეშტონი ახლა ევროკავშირის 30 ელჩის ვაკანტურ თანამდებობას აკომპლექტებს. Gazeta Prawna–მ 26 აგვისტოს ევროპარლამენტის პოლონელი წევრის (MEP), პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის იაცეკ სარიუშ–ვოლსკის სიტყვები გამოაქვეყნა, რომელიც ამბობს, რომ თბილისში პოსტის მიღების გაცილებით კარგი შანსი ბულგარელ კოლეგას აქვს. პოლონური გაზეთი წუხს, რომ რამდენიმე კვირის წინ ვარშავას მცდელობა ევროკავშირის წარმომადგენლის თანამდებობა მიეღო ქაბულში ანალოგიურად წარუმატებელი იყო. პოლონეთს ავღანეთში 2 500 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. ავღანეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატი ანჟეი ანანიჩი იყო, პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი უფროსი და დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ხელმძღვანელი. მისი კანდიდატურის ნაცვლად უპირატესობა ლიტველ ვიგაუდას უშაცკასს მიანიჭეს, ანანიჩის ლინგვისტური კვალიფიკაციის მიუხედავად. გეოგრაფიული დისბალანსისაგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა არტურ ჰარაზიმმა, დაადასტურა ის, რომ პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ბოლოდროინდელი ანგარიში, რომელიც ცხადყოფს, რომ პოლონელები ძალიან არასაკმარისად არიან წარმოდგენილები ევროკავშირის დიპლომატიაში, სწორია. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი მოსახლეობის რაოდენობით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მეექვსეა, ევროკომისიის დიპლომატიური კორპუსის 115 ელჩში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არცერთი პოლონელი არ არის, ნათქვამია ანგარიშში. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლად მხოლოდ ორი ელჩი (ერთი ლიტვიდან და ერთი უნგრეთიდან) შეირჩა იმ ეგრედწოდებული „12 ახალი“ წევრი სახელმწიფოსგან, რომლებიც ბლოკს 2004 და 2007 წლებში შეუერთდნენ. პოლონეთი დღემდე იბრძვის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტისთვის, რომელზეც მას კანდიდატურის სახით პოლონეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი მიკოლა დოგილევიჩი ჰყავს. ისიც შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს ატმოსფერო, პოლონეთის წარმომადგენლობის დეფიციტზე აქცენტით, ამ საკვანძო პოსტის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა. ბულგარეთს ორი კანდიდატი ჰყავს აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბულგარელი იქნება, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე დიმიტროვმა ახლახანს ნაციონალური რადიოს ეთერში. მისი თქმით, ორივე ბულგარელმა კანდიდატმა, ფილიპ დიმიტროვმა და სტეფან ტაფროვმა შერჩევის პროცესი წარმატებით გაიარა. ჩინოვნიკის განმარტებით, საბოლოო სიტყვას ეშტონისგან ელიან. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ბულგარეთს თბილისის ელჩის პოსტზე ორი კანდიდატი ჰყავს და ოფიციალური სოფიასგან ორივეს მხარდაჭერა აქვს, რაც ეშტონისთვის საქმეს არ ამარტივებს. ფილიპ დიმიტროვი მემარჯვენე–ცენტრისტი და ყოფილი პრემიერ–მინისტრია. ის ევროპარლამენტის დეპუტატად 1991 წელს აირჩიეს და მის მოვალეობას მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ასრულებდა. მოგვიანებით, ის საკუთარი ქვეყნის ელჩად მუშაობდა გაეროსა და შეერთებულ შტატებში. სტეფან ტაფროვიც მემარჯვენე–ცენტრისტია და ბულგარეთის ელჩად მუშაობდა საფრანგეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში. ევროკომისიის სპიკერმა EurActiv–ს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ მიღებული არ არის. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts