Nukriko Posted August 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2010 ქართულ ისტორიულ წყაროებში, სადაც ჩნდება ტერმინი "მეფეთ-მეფე", გამოხატავს შუა საუკუნებში იმპერიის არსებობის გამოვლინებას. შესაბამისად ერთიან საქართველოს "სამეფოში" ანუ იმპერიაში შემავალ სამეფოების მმართველის ტიტულების არსებობაც, "მეფე აფზაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა . . ." ეს ტერმინი როგორც მახსოვს პირველად ბაგრატ III-ის მამას გურგენს ჰქონდა ანუ X საუკუნიდან ქართულ ნაციონალურ სამეფოში იმპერიული ამბიციები გაჩნდა, რაზეც ლეონტი მროველის თეორიაც მეტყველებს... ბოლოს ეს ტიტული მგონი გიორგი VIII ჰქონდა უკანასკნელი გაერთიანებული საქართველოს "მეფე" იმპერატორი. ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული "გაერთიანებული საქართველოს მეფის" დამკვიდრება "საბჭოეთის" ბრალი უნდა იყოს.... საქართველოს იმპერიის იდეას ამყარებს სამართლებრივი ძეგლებიც, როგორც "გარიგება ხელმწიფისა კარისაა" სადაც მეფის ჩაცმა-მოწესრიგების მთელი რიგი თანამდებობებია ჩამოთვლილი: თუ ვინ პირი უნდა დაბანოს მეფეს, ვინ ჩააცვას და ვის რა უნდა ეჭიროს, მსგავსად ლუდოვიკო XIV-ის და ელიზაბედ I-ს... კიდევ ბევრი რამ არის ამის დამადასტურებელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 28, 2010 "იმპერია" XIX საუკუნემდე, კერძოდ 1806 წლამდე, არ ნიშნავს ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნების დაპყრობას ან თავისი გავლენის ქვეშ მოქცევას. იმპერია - ესაა ზენაციონალური სახელმწიფო, რომელიც სამყაროს უნივერსალისტურ პოლიტიკურ წესრიგს გამოხატავს და მისი ერთადერთი ნიმუშია რომის იმპერია. ანუ 1806 წლამდე იმპერია ყოველთვის რომის იმპერიას ნიშნავს. 380 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ იმპერია იღებს რელიგიურ შინაარსსაც და იგი ღვთაებრივი წესრიგის მიწიერ ანარეკლად აღიქმება. განსაკუთრებით აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერიაში იმპერატორი მართლმადიდებლური პოლიტიკური თეოლოგიის თანახმად ქრისტეს მიწიერი ანალოგი, მისი თანაარსია. მართლმადიდებლობაში მხოლოდ ერთადერთი "ბასილევსი" (მეფე) არსებობს - ბიზანტიის კეისარი, ისევე, როგორც ევროპაში ერთადერთი კეისარია საღვთო რომის იმპერატორი. ყველა დანარჩენი ევროპელი მეფე ფორმალურად მაინც მის უზენაესობას აღიარებს. პირველი მართლმადიდებელი მონარქი, რომელმაც საკუთარ თავს "ცარი" უწოდა, იყო ბულგარეთის მეფე სიმეონ I (IX-X). ბულგარელების ასეთი "სეპარატიზმი" XI საუკუნის დამდეგს კეისარ ბასილი II-ის მიერ ბულგარების სასტიკი განადგურებით დამთავრდა.საქართველოში პირველად დავით აღმაშენებელმა თქვა უარი ბიზანტიურ ტიტულატურაზე. თუმცა კი ბიზანტიას არცერთი მომდევნო ქართველი მეფე არ უღიარებია "ბასილევსად". ბიზანტიის დაცემამდე კეისარი მართლმადიდებელთა მეთაურად ითვლებოდა, რომლის ლოცვაში მოხსენიება ყველა მართლმადიდებლის ვალდებულება იყო. როდესაც XIV საუკუნეში მოსკოვის მთავარი ვასილი I შეეცადა კეისრის ლოცვიდან ამოღებას, კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან გაფრთხილება მიიღო.ტრაპიზონის იმპერიად მოხსენიების ლეგიტიმაციის საფუძველი კი ის იყო, რომ მისი პირველი "იმპერატორები" ბიზანტიიდან 1185 წელს დამხობილი და გამოძევებული კომნენოსები იყვნენ. თამარისათვის ამ "იმპერიის" შექმნაში მონაწილეობას საკუთარი თავის ლეგიტიმაციის მნიშვნელობა ჰქონდა. თამარის "იმპერიული" ტიტული კი "შაჰინ შა" იყო. არც თამარი და მანამდე არც დავით IV საკუთარ თავზე მაღლა არცერთ სხვა ხელისუფალს არ აყენებდნენ, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს სტატუსზე ან მონარქის ტიტულატურაზე გვაქვს საუბარი, ეს არა პოლიტიკური სიძლიერიდან გამომდინარეობს, არამედ შუა საუკუნეების სამართლისა და, კიდევ უფრო მეტად, პოლიტიკური თეოლოგიის საკითხია."შაჰინ შა" "იმპერატორად" XX საუკუნეში ითარგმნა და ამ ტიტულით (იმპერატორი, კაიზერი) მხოლოდ მუჰამედ რეზა მოიხსენიებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.