planetanews Posted August 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2010 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანმანათლებო მისიით 1000 ამერიკელი მასაწავლებელის ჩამოყვანა საქართველოში დავით აღმაშენებლის მიერ 40 ათასი ყივჩაღის ჩამოსახლებას შეადარა და ამ ორ აშკარად სხვადასხვა წონისა და მნიშვნელობის ფაქტს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. გაზიარება[ნენე ბებიაშვილი. 23:10 27-08-2010]http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/THgNwMJgh1I/AAAAAAAAEAA/2B8vF2Z-ASQ/s200/celqi+mihai.gifროგორც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლებზე არ მუშობენ სპიჩრაითერები, ამიტომ შვების მომგვრელადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, თუ პრეზიდენტის მიერ ერთი მხრივ ისტორიის, მეორე მხრივ კი საკუთრი თავის უმართებულო შეფასება მხოლოდ იმპულსის გამოვლინება იყო.პრეზიდენტის ამ გამოსვლას მოჰყვა მისი რამდენიმე სახალხო შეხვედრა და ისევ განათლების თემაზე საუბარი. ერთ–ერთი ბოლო იყო მასწავლებლებთან შეხვედრა და ამ უკანასკნელთა კომპეტენციის შეფასება ქართული უმაღლესი სასწავლებლების ბედის ფაქტობრივი გადაწყვეტის ფონზე.შეუძლებელია, საქმეში ჩახედული ადამიანი არ დაეთანხმოს პრეზიდენტს იმაში, რომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების რიცხვმა ლამის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რაოდენობას გადააჭარბა, მათი ხარისხი კი სულ უფრო ქვემოთ და ქვემოთ იწევს. შეუძლებელია იმის უარყოფაც, რომ სახელმწიფო დაქვემდებარების უნივერსიტეტებიც ვერ აკმაყოფილებენ მსოფლიო დონის უმაღლესი სასწავლებლების სტანდარტებს. მაგრამ რა არის ამის მიზეზი და რა არის გამოსავალი? როგორ უნდა მოხდეს უმაღლეს სასწავლებელთა სელექცია? რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დღეს საქართველოში მხოლოდ ის უმაღლესი სასწავლებლები ფუნქციონირებს, რომლებსაც გავლილი აქვთ აკრედიტაცია. მაგრამ ფაქტია, აკრედიტირებულის სტატუსი ვერ განსაზღვრავს ხარისხს. მაშ, ვინ და რის მიხედვით უნდა დაადგინოს კრიტერიუმი?პრეზიდენტის გამოსვლაში ძალზე საინტერესო აქცენტი გაკეთდა საბუნებისმეტყველო საგნებისა და ასეთი პროფილის ფაკულტეტებისთვის პრიორიტეტის მინიჭებაზე. მაგრამ კითხვები, რომლებიც მუდამ ჩნდება ლაღად მოსაუბრე პრეზიდენტის ირგვლივ შეკრებილებში, ვერასდროს გამოითქმება. საიდან ვიცი, რომ პრეზიდენტთან შეხვედრილ რომელიმე პედაგოგს გაუჩნდა ასეთი კითხვა: ვინ უნდა ააღორძინოს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტები, სამეცნიერო ინსტიტუტებიდან გარეკილმა მეცნიერებმა? იქიდან, რომ, ბოლოსდაბოლოს, პედაგოგებიც ამ საზოგადოების წევრები არიან, იღებენ და ცვლიან ინფორმაციას და იციან, რომ არცერთი საბუნებისმეტყველო მეცნიერების შემსაწავლელი ინსტიტუტი საქართველოში, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს: თითქმის გაუქმებულია მათემატიკის ინსტიტუტი, რომელსაც ჯერ სანახევროდ წაართვეს შენობა, შემდეგ მეცნიერ–თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოსთხოვეს, ბოლოს კი ხელისუფლებამ საუბარი, საერთოდაც, საბიუჯეტო დაფინანსებიდან ინსტიტუტის მოხსანაზე დაიწყო; დანგრევის პირასაა ფიზიკის ინსტიტუტი – ქართველი ფიზიკოსების მთელი თაობა დაკარგა საქართველომ – ერთ–ერთი მათგანია პროფესორი გია დვალი (ჩემი თაობის უნივერსიტეტელი), რომლის ნოსტალგიას წელიწადში ერთხელ მისი სტუმრობით იქარვებს ქართული ფიზიკა. საქართველოში უკვე მკვდარ მეცნიერებებად ითვლება ქიმია, ასტრონომია, ფიზიოლოგია, ბიოლოგია... ყველა ცნობილი მეცნიერი ან სახლშია გამწესებული ან შორს სამშობლოდან – სხვა ქვეყანაში, სხვა სახელმწიფოში აგრძელებს მეცნიერების სამსახურს. ამას სამამულო მეცნიერების წინააღმდეგ შეთქმულება ჰქვია, შეთქმულების თეორიის ავტორი კი ყველა ის ხელისუფალი და პრეზიდენტია, რომელმაც არ იცის, რომ პატარა ქვეყნის იმიჯის, პრესტიჟულობის, ცნობადობის საზომი მარტო ტურისტული მარშუტების ამუშავება და თუშეთში, ომალოსა და ახიელში, აგებული ფეშენებელური სასტუმრო ვერ გახდება. მეცნიერებას, კულტურას შეუძლია ყველაზე მცირე ქვეყანა აქციოს ყველაზე დიდ ქვეყნად. კარგია, რომ პრეზიდენტმა და რევოლუციონერმა მიხეილ სააკაშვილმა ეს ჭეშმარიტება ხელისუფლებაში მოსვლიდან მე–7 წელს აღმოაჩინა. მაგრამ უცნაურია, ვის და რატომ უბრაზდება იმის გამო, რომ ქიმიის ფაკულტეტების სტუდენტებს კოლბა და სინჯარა არ უნახავთ? რატომ არის ამაშიც დამნაშვე ყველა – ხელისუფლების გარდა?როცა პრეზიდენტი ზომიერი, იუმორნარევი სიმკაცრით აფასებს განათლების სისტემას და გულდაწყვეტას ვერ მალავს მისი ხარვეზების გამო, მე წინასწარ ვიცი, რომ ეს ჩვეულებრივი პიარია. პრეზიდენტის ამ საუბრით იფარება ძალზე საშიში კანონის მიღების პერსპექტივა – ჩვენი ინფორმაციით, სექტემბერში პარლამენტმა უნდა განიხილოს კანონი, რომლის თანახმადაც, სამეცნიერო–კველევითი ინსტიტუტების მიერთება მოხდება სასწავლო დაწესებულებებთან. ქართველი მეცნიერები ამ კანონს უკვე აფასებენ, როგორც საკონტროლო გასროლას მეცნიერების მისამართით.პრეზიდენტსა და უკვე თითქმის ნახევარ საქართველოს ქვეყნის განათლება სულ ტყუილად ჰგონიათ ინგლისური ენის შესწავლა რაც შეიძლება მეტი ბავშვისთვის. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას ხმამაღლა, რომ ინგლისური ენის ცოდნა კარგია, კარგი კი არა, ძალიან კარგია, მაგრამ მე მირჩევნია მხოლოდ ერთ – ქართულ ენაზე მოლაპარაკე, მაგრამ კარგი მათემატიკოსი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე 100 საშუალო შესაძლებლობისა და განათლების ადამიანს. ბოლოსდაბოლოს, მეცნიერებებს, ციფრებს, ფორმულებს ენა არა აქვთ. მეცნიერება თავად არის საერთშორისო ენა, რომელსაც მარტო ამერიკის შორეული შტატებიდან ჩამოყვანილი პედაგოგები ვერ შეგვასწავლიან. ამიტომ მგონია, რომ დემოკრატიულ და თვისუფალ ქვეყანაში პრეზიდენტთან შეხვედრაზე გუშინ მიწვეული პედაგოგებიდან ერთი მაინც იკითხავდა: ბატონო პრეზიდენტო, თვად თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ გადარჩეს ქართული საბუნებისმეტყველო მეცნიერება? გადარჩნენ მეცნიერები? იქნებ ამერიკელ მასწავლებლებთან ერთად ისინიც გამოგადგნენ თქვენი იდეების ხორცშესასხმელად?"ახალი 7 დღე"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts