Jump to content
Planeta.Ge

ნაპოლეონ ბონაპარტი


Recommended Posts

იტალიური კამპანია

 

საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ გაერთიანებული ევროპული სახელმწიფოები ავტრია,ინგლისი,რუსეთი, იტალიური სახელმწიფოები და გერმანული სახელმწიფოების დირექტორია აპირებდა საომარ კამპანიის დაწყებას 1796წ. დირექტორია მთელ რესურს ხარჯავდა და საუკეთესო ჯარს ამზადებდა სამხრეთ-დასავლეთ ტრიტორიიდან ვენიაში შესატევად. ამ არმიის ხელმძღვანელობდა გენერალი მორო.

ნაპოლეონმა წარმოადგინა "იტალიის კამპანიის" გეგმა, რომელსაც მაინც და მაინც დიდი გამოხმაურება არ მოყოლია. თუ კი ეს კამპანია ჩატარდებოდა დირექტორია ფიქრობდა რომ მაგით ავსტიის ძალები ორად გაიყოფოდა და გერმანიაში ფრანგულ არმიას გაუადვილებდა გამარჯვების მოპოვებას. საბოლოოდ გადაწყდა რომ ამ კამპანიას უხელმძღვანელებდა ახალგაზრდა მხედარმთავარი ნაპოლეონი.1796 წ 11 მარტს ნაპოლეონი თავის არმიასთან მივიდა რომელიც ნიცესთან იდგა. მას ელოდა 43 ათასიანი ჯარისკაცი, რომლებსაც კაცი შვილმა არ იცოდა რა ეცვათ და ძალზე უდისციპლინო იყო. ნაპოლეონი როგორც კი მივიდა ჯართან, მას შეატყობინეს რომ ერთი ბატალიონი უარს აცხადებდა მდინარის გადალახვაზე, რადგან არ ჰქონდათ ჩექმები. ნაპოლეონმა ძალზე მცირე ხანში მკაცრი ზომებით აღადგინა ჯარში დისციპლინა. 1796 წ 5-დან 9 აპრილში ნაპოლეონმა თავის ჯარი გადაიყვანა ალპებზე. იტალიაში მას დახვდა ავსტიის და პემონტის გაერთიანებული ჯარები. პირველი ბრძოლა ავსტრიელებტან მოუვიდა, ავსტრიელებს ხემძღვანელობდა ბოლე. ავტრიის არმიამ მონტენოტოსთან ძალზე ადვილად დამარცხდა. ორი დღის შემდეგ ნაპოლეონმა მილოზიმოსთან ბრძოლაში დაამარცხა პემონტის არმია. ფრანგებმა აირეს ქ. მილეზომო. იტალიელები ისე სამარცხვინოდ დამარცხდნენ, რომ მთელი არტილერია მტერს დაუტოვეს. პემონტი იძულებული იყო სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყო. 28 აპრილს პემონტმა ზავი დადო. ამ ზავის მიხედვით პემონტის მეგე ვიკტორ-ემანუელი იძულებული შეიქმნა ბონაპარტისთვის დაეთმო ნიცეს საგრაფო და მთელი სავოია. ახლა ნაპოლეონი ერთი-ერთზე დარჩა ავსტრიელებთან.10 მაიის ლოდთან ბრძოლა მოხდა, რომლის დროსაც ნაპოლეონმა გამოიჩინა გმირობა, ბრძოლა გაიჩაღა ხიდისთვის, ის პირველი ჩაუდგა თავის ჯარს და ხიდისკენ შეტევაში წაიყვანა. ლოდთან ბრძოლაში ნაპოლენმა შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. 15 მაიის ნაპოლეონი მილანში შევიდა, ფრანგებმა მთელი ლომბარდია დაიკავეს და დაიწყეს საშინელი ძარცვა-გლეჯვა. ამის შემდეგ ნაპოლეონმა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ციხე-სიმაგრის მანტუას ალყა შემოარტა. მაგრამ ციხე-სიმაგრის დასახმარებლად ავსტიიდან 30 ათასიანი ჯარი გენერალ ვურმზერას ხელმძღვანელობით გამოგზავნეს. ნაპოლეონმა ვურმზერას შესაჩერებლად ჯერ გენერალი მასსენი, ხოლო შემდეგ გენერალი ოჟერო გაგზავნა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეძლო მისი შეჩერება. ნაპოლეონი თვითონ გაემგზავრა მის შესაჩერებლად. ვურმზერა შევიდა ალყა შემორტყმულ მანტუისთან და ფრანგებს ალყა მოახსნევინა, მაგრამ მალე მან გაიგო, რომ ნაპოლეონმა ავსტირელთა მეორე ჯარი სამ ბრძოლის შედეგათ ( ლონატოსთან, სალოსთან და ბრეშინთაბ) გაანადგურა. ვურმზერა სასწრაფოდ გაემართა ბონაპარტთან შესახვედრათ. ბრძოლა მოხდა კასტილიონთან. ფრანგები ავსტირელების ზურგში აღმოჩნდნენ და დაამარცხეს მეტოქე. ვურმზერა დარჩენილ არმიით მანტუესთან ჩაიკეტა. ავსტრალიელებმა დამხმარე არმია გამოგზავნესალვინიცის ხელმძღვანელობით. პირველი ბრძოლა 1796 წ 15 ბოემბერიდან 17 ნოემბრამდე მოხდა არკოლთან. მართალია ფრანგებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ავსტრიელები ემზადებოდნენ რევანშისთვის.1797წ 14 და 15 იანვარს რივოდთან ნაპოლეონმა დაამარცხა ავსტირელები და სრულიად გაანადგურა ისინი. ამის შემდეგ ფრანგებმა მანტუეს ისევ შემოარტყა ალყა, ციხესიმაგრის დამცველები იძულებულნი იყვნენ კაპიტულაცია გამოეცხადებინათ. ამის შემდეგ ნაპოლეონმა შეუტია რომის პაპ პიუს VI-ს. პირველივე ბრძოლაში ნაპოლეონმა სასტიკად დაამარცხა მოწინააღმდეგე. რომის პაპი იძულებული იყო მთელი რიგი ტერიტორია დაეთმო ფრანგებისთვის. ამის შემდეგ ნაპოლენომა დაიპყრო ვენეცია, თითქმის უბრძოლველად. 1797 წ 17 ოქტომბერსავსტრიასთან დაიდო ზავი რომლის მიხედვითაც თითქმის მთელი ჩრდილო იტალია გადადიოდა ფრანგების ხელშ ასევე რეინი, ხოლო ვენეცია კი ავსრიის ხელში რჩებოდა.

 

საინტერესო იქნება მის მოწინააღმდეგე ველინგტონზეც დავწეროთ მოკლე ინფორმაცია

 

ველინგტონი

 

1810-1813 წ ველინგტონი ხელმძღვანელობდა მოკავშირე არმიას პირინეის ნახევარ კუნძულზ. ის 1810 წ 5-ათასიანი არმიით ესპანეთის დერიტორიაზე დესანტით გადმოვიდა. მისი წყალობით ფრანგებმა ალყა მოხსნეს ქ. კიდისთან, რომელიც გამოცხადდა ესპანეთის დროებით დედაქალაქად. 1810 წ ინგლისელები ლისაბონთან ახლოს, ჩრდილოეთიდ გამაგრდნენ.

ნაპოლეონმა გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ დაეპყრო პირინეის ნახევარკუნძული და ამიტომ ორი არმია გამოგზავნა, საერთო ჯამში 65-ათასი ჯარისკაცით, რომლებსაც ხელმძღვანელობდა მარშალი ანდრე მასენა და მარშალი ნიკოლა სულტი. ველინკტონი კი ხელმძღვანელობდა მხოლოდ და მხოლოდ 32-ათასიან ჯარს, რომლისგანაც 18-ათასი იყო ინგლისელი, ხოლო 14-ათასი კი პორტუგალიელი.27 სექტემბერს ბუსაკოსთან მოხდა ბრძოლა, ბრიტანელებმა ფრანგების ყველა შეტევა მოიგერიეს. მარშალი მასნე იძულებული იყო უკან დაეხია, რადგანაც პრობლემები შეექმნა სურსათის მომარაგებაზე, ესპანელ პარტიზანების გამო. 1810-1811 ზამთარი ძალიან მძიმე იყო. ამ პერიოდში ორივე მხარეს შორის ძირითადად სასაზღვრო ბრძოლები მიმდინარეობდა. 1811წ 5 მაიის მასენმა თავის კავალერიით შეუტია ინგლისელ ქვეითებს. ბრძოლა მოხდა ფუენცე-დე-ოროსთან. ინგლისელებმა შეაჩერეს და უკუაგდეს ფრანგები. ამ ბრძოლაში ფრანგებს მძიმე დანაკარგები ჰქონდათ კავალერიაში, ამის შემდეგ ველინკტონი თვითონ გადადის შეტევაში. მან დაამარცხა მარშალი ჟენე, ვიმეიერთან და აიღო პორტუგალიული ქალაქი ოპორტო, ამის შემდეგ შეუტია ციხე-სიმაგრე ბადახოსას, რომელსაც იცავდა მარშალი სულტ. სულტა იძულებული გახდა დაეტმო ციხე-სიმაგრე და მადრიდისკენ დაეხია უკან. მან ფრანგები დაამარცხა ტალავერა დე ლა რეინასთან და სალამანკასთან. ამის შემდეგ 1812 წ 12 აგვისტოს ველინგტონმა აიღო მადრიდი და ხელთ იგდო 180 ფრანგული ქვემეხი.

1813 წ 12 ივნისს ბრძოალა მოხდა ვიტორიოსთან. ველინკტონი ხელმძღვანელობდა 90-ათასიან ჯარს და 90 ქვემეხს. ფრანგებს ხელმძღვანელობდა ჟოზეფ ბონაპარტი. ველინკტონმა ოთხი კოლონით შეუტია მოწინააღმდეგეებს, ეს კოლონები ისე იყო განლაგებული, რომ ერთმანეთის დახმარება ადვილად შეეძლოთ. ბრიტანელებმა შეძლესფარნეგის ცენტრის გარღვევა, ხოლო ფრანგულმა ფალანგამ უკან დაიხია. ბოლოს ფრანგებს ალყის საშიშროება ემუქრებოდათ და იძულებულნი იყვნენ ბრძოლის ველიდან გაქცეულიყვნენ. ფრანგებმა დაკარგეს 7-ათასი კაცი და 142 ქვემეხი. ამის შემდეგ კიდე ორი ბრძოლა გაიმართა ფრანგებსა და ინგლისელებს შორის პირინეის ნახევარკუნძულზე. ეს ბრძოლები იყო სორორენთან და ქ. სან-სებასტიანთან. ორივე ბრძოლაში ბრიტანელებმა გაიმარჯვეს. ფრანგულმა არმიამ დატოვა პირინეის ნახევარკუნძული. ამის შემდეგ 1813 წ ნოემბერში ველინგტონის არმიამ გადალახა მდინარე ბადასოა და საფრანგეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ფრანგებმა ბრძოლა გაუმართეს ორტეზესთან. ფრანგებს ხელმძღვანელობდა მარშალი ნიკოლა სულტი. ფრანგები ამ ბრძოლაში დამარცხდნენ და უკან დაიხიეს და გამაგრდნენ ქ. ტულუზთან. 1814 წ 10 აპრილს ველინგტონმა იერიში მიიტანა ტულუზთან და აიღო ქალაქი. ამ ბრძოლაში ფრანგებმა დაკარგეს 6,7- ათასი კაცი ხოლო ინგლისელებმა 4-ათასი კაცი. ტულუზის აღების შემდეგ, ველინგტონმა გაიგო პარიზის ზავის შესახებ და ნაპოლეონის გადადგომის შესახებ. ამის შემდეგ მას მხოლოდ ერთი და უკანასკნელი ბრძოლა ელოდა თავის კარიერაში, ეს იყო ვატერლოუს ბრძოლა. ველინგტონი თავის კარიერის მანძილზე არც ერთხელ დამარცხებულა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარენგო ბატონებო :D

ფრანგთა პირველ ეშელონს,რომელსაც გენერალი ვიქტორი მეთაურობდა, პოზიცია მარენგოდან კასტელეჩერიოლამდე ეჭირა. ქვეითი ჯარის უკან კელერმანის ცხენოსანთა ბრიგადა იდგა, რომელსაც საჭირო მომენტში იმ უბანზე უნდა ემოქმედა, სადაც ყველაზე მეტი საშIშროება წარმოიქმნებოდა.

მარენგოდან აღმოსავლეთით მეორე ეშელონი იდგა ლანის მეთაურობით.

მესამე ეშელონი პოზიცია პოჯისა და სან-ჯულიანის შუა ეკავა.

36 000 ავსტრიელი 20 ათასი ფრანგის წინააღმდეგ.

წინა დღით გაიგო რა ნაპოლეონმა რომ მეტოქე შეტევის დაწყებას აპირებდა გაგზავნა მაცნე დეზესთან(რომელიც ამ დროს გაგზავნილი იყო სხვა დავალებაზე) რათა მოსულიყო მარენგოში.

ამ დროს ნაპოლეონი ცუდ მდგომარეობაშI იყო, ფრანგებს უნდა ეწარმოებინათ თავდაცვითი ბრძოლა. სწორედ ესაა მიზეზი ღრმად ეშელონირებული პოზიციების დაკავებისა ნაპოლეონის მიერ.

ბრძოლა დილით 8 საათძე დაიწყო. შეუტიეს ავსტრიელებმა, პირველი დარტყმა სოფელ მარენგოს მიაყენეს.

ფრანგებმა მნიშვნელოვანი ზარალის ფასად მაინც შეძლეს ავსტრიელთა პირველი შეტევის მოგერიება, მაშინ სარდლობამ იქ დამატებითი რაზმები გადაისროლა და სოფელი აღებულ იქნა. ბრძოლამ მეორე ეშელონზე გადაინაცვლა. ლანმა და ვიქტორმა უკანდახეულებით რომელმაც სცადა გამაგრება ახალ პოზიციებზე რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელეს და აიძUლეს ავსტრიელები უკან დაეხიათ. ნაპოლეონი თავგანწირვას მოითხოვდა გენერლებისგან რათა როგორმე დრო გაეწელათ დეზეს მოსვლამდე... მეორე ეშელონმა 2 საათის განმალობაში შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ავსტიელთა დაწოლამ, საარტილერიო ცეცხლმა თავისი ქნა და ვიქტორის ნაწილებმა უწესრიგოდ დაიწყეს უკან დახევა, ლანმაც უკანდაიხია თუმცა საბრძოლო წყობა შეინარჩუნა და მტერს კვლავ დიდი წინააღმდეგობას უწევდა.

11 საათისთვის ავსტრიელთა კავალერიამ კასტელჩერიოლოს მხრიდან შეუტია ლანის პოზიციებს და კვლავ უკან დაახევინა ფრანგებს. ნაპოლეონი უკანასკნელი რეზერვით -- კონსულის გვარდიის ორი ბატალიონით, პირადად მიეშველა ლანსა და მისი მდგომარეობა რამდენადმე გააუმჯობესა. გვრადიელებმა კარეს წყობა დაიკავეს და ავსტრიელთა ცხელოსანი ჯარის რამდენიმე იერიში მოიგერიეს. ამასობაში ბრძოლის ველზე დეზეს ერთი მოწინავე დივიზია შემოვიდა,რომელიც ნაპოლეონმა წამსვე ლანის დასახმარებლად გაგზავნა. მართალია ეს ბრძლოის სურათს ვერ შეცვლიდა მარა მეორე ეშელონის მიერ დაკავებუ პოზიციებს გააძლიერებდა. ამ დივიზიით ლანმა შეძლო 13 საათამდე გამკლავებოდა მტერს. ფრანგთა მდგომარეობა საშიში იყო, უტევდა მრავალრიცხოვანი მტერი და ართმევდა მათ ყველა ახალ პოზიციას რომელსაც რის ვაი ვაგლახით იკავებდნენ.

ხედავდა რა რომ საკუთარი ჯარი უკვე ვეღარ უძლებდა ავსტრიელების შეტევას ნაპოლეონმა თავის მარჯვენა ფლანგს უბრძანა ნელ-ნელა დაეხია უკან. ცენტრს-საშუალო სიჩქარით, ხოლო მარცხენა ფლანგს სწრაფად( ამ ფლანგს ეს ბრძანება არც კი სჭირდებოდათ,ისინი არა თუ იხეევდნენ არამედ გარბოდნენ.) ამრიგად ამ გადანაცვლების შედეგად ირიბ მდგომარეობას იკავებდა.

ბონაპარტს თავისი ჯარები ამგვარად შემთხვევით არ განულაგებია, მან იცოდა რომ დეზე შეუჩერებლივ მოდიოდა მისკენ და ბრძოლაში 16 საათისთვის ჩაებმეოდა. იგი სამხრეთიდან მოეშურებოდა და ავსტრიელთა ის ჯარები რომლებიც ფრანგების უკანდახეულ მარცხენა ფლანგს მისდევდნენ,დეზესთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდებოდნენ, და ამ უკანასკნელს გაუადვილდებოდა მათზე მოულოდნელი დარტყმის მიყენება(თან ძალზე წინ წაწეული ავსტრიელები სხვა ნაწილებისGან მოწყვეტილები იქნებოდნენ და დეზესთვის ადვილი ლუკმა იქნებოდა.

მაგრამ დეზეს მოსვლამდე მოცდა იყო საჭირო, ამიტომაც ნაპოლეონმა პირადი დაცვის 200 გვარდიელიც ჩააბა ბრძოლაში. ამ დროისთვის ავსტრიელებს ბრძოლა უკვე მოგებული ეგონათ და მეთაური მელასი აღნიშნავდა კიდეც ამას

ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა დეზე, ნაპოლეონმა ახალი ბრძანება გასცა, ამ წუთიდან ახალი საბრძოლო ხაზი იქნებაო და სასწრაფოდ შეუდგა კონტრიერიშზე გადასვლის თადარიგს. მიიღო რა დეზემ ნაპოლეონისგან ინსტრუქციები გაემართა ბრძოლის ველისკენ, მან ცოტა ხნით თავისი ჯარისკაცები სან_ჯულიანოს მისადგომებთან გაშენებულ ვენახებში დამალა და როცა ავსტრიელები გაუსწორდნენ მაშIნწამოშალა ისინი და შეუტია. დეზე ერტ-ერთი პირველთაგანი დაეცა ბრძლოის ველზე, რადგანაც როგორც გენერალი პირველი მიქროდა მტრისკენ. თუმცაღა სიკვდილის წინ მან მოითხოვა რომ მისი სიკვდილის ფაქტი დაემალათ ჯარისკაცებისთვის.

დეზეს მებრძოლებს კელერმანის კავალერისტებმაც აუბეს მხარი, სალაშქრო კოლონებად გადაწყობილ ავსტირიელებმა ვეღარ შეძლეს ფრანგთა შეკავება და გაიქცნენ. ამასობაში სხვა უბნებზეც ლანი, ვქტორი, მიურატი, მარმონიც გადავიდნენ კონტრშეტევაზე და ........ :D :D :D

 

ეხლა ვატერლოო

 

ინგლისური ვერსია

 

ვატერლოუს ბრძოლა

 

1815 წ 11ივლისს ნაპოლეონი ბელგიაში გადავიდა, რათა ინგლის-ჰოლანდიური არმია გაენადგურებინა სანამ მას პრუსიელები შეუერთდებოდნენ..

15 ივლისს ფრანგებმა გადალახეს მდინარე სამბრუ, შარლერუსთან და ველინკტონის არმიასა და ბლუხერის არმიას შორის აღმოჩნდნენ..

იმავე დრეს ნაპოლეონმა მარშალ ნეის უბრძანა ინგლისელებისთვის შეეტია კარტ-ბრასთან და უკუეგდოთ ისინი, მართალია ნეიმ შეასრულა დავალება, მაგრამ ველინგტონმა არმია დიდი დანაკლისის გარეშე დახია უკან.

16 ივლისს ბლუხერი გამოემართა ნაპოლეონის წინააღმდეგ. მარშალი ნეი რომელიც ამ დროს ინგლისელებს ებრძოდა, ბრძანება მიიღო რომ პრუსიელებისთვის ზურგში დაერტყა და გაენადგურებინა ისინი. ლინისთან ბრძოლაში ნაპოლეონი ელოდებოდა ნეის, მაგრამ ნეიმ დააგვიანა, ბლუხერმა დიდი დანაკარგი განიცადა, მაგრამ მას ჯერ კიდე შეეძლო დიდი პრობლემების შექმნა ნაპოლეონისთვის..

ამ დროს ველინგტონი სოფელ ვატერლოუს მახლობლად გამაგრდ. ნაპოლეონი გაემართა ინგლისელებისკენ, ხოლო 35 ათასიანი ჯარი მარშალ გრუშეს მისცა რათა პრუსიელებისთვის არ მიეცათ უფლება ინგლისელებს შეერთებოდნენ..

17 ივლისს ნაპოლეონი მიუახლოვდა ვატერლოუს და დაინახა ინგლისური არმია. ველინგტონს პოზიციები ეკავა სუანის ტყესთან მაღლობებზე, რომლისგანაც ჯარი დაცული იყო ფრანგული არტილერიისგან და პოზიციები ეკავა ციხესიმაგრე უგუმონთან.

18 ივლისს ბრძოლის წინ ნაპოლეონს ჰყავდა 72 ათასი ჯარი 243 ქვემეხით, ველინგტონს კი 68 ათასი ჯარი 156 ქვემეხით.. ორივე ჯარი დახმარებას ელოდებოდა. ნაპოლეონი გრუშეს 35-ათასიან ჯარით, ხოლო ველინგტონი ბლუხერს რომელსაც ჰყავდა 80 ათასი ჯარი, მაგრამ ბრძოლის ველზე მას მხოლოდ 40-50 ათასი ჯარის გამოყენება შეეძლო.,

დილით 11:30 ნაპოლეონი დარწმუნდა რომ მიწა რომელიც წვიმამ დაასველა გამშრალი იყო და უბრძანა ჯარს შეტევისკენ.. პირველი შეტევა ფრანგებმა ინგლისელტა მარჯვენა ფლანგზე განახორციელეს, ციხესიმაგრე უგუმოსთან. მაგრამ ინგლისელთა არტილერიამ ეგ შეტევა უაზრო გახადა.

ამ დროს ნაპოლეონმა ძირითადი ძალები შეუტია ინგლისელთა მარცხენა პოზიციებზე და ცენტრში. მან მარჯვანე პოზიციებზე განალაგა 80 ქვემეხი რომელიც ინგლისელთა ცენტრს ბომბავდა.

ნაპოლეონმა უბრძანა ნეის მასირებული შეტევა განეხორციელებინათ ინგლისელთა მარცხენა ფალანგზე, შეტტევის დროს ფრანგულმა ქვეითებმა შეძლეს სიმაღლეების აღება, მაგრამ მათ მარცხენა პოზიციებიდან შოტლანდიურმა კავალერიამ შეუტია და ფრანგებს დიდი ზიანი მიაყენა, ფრანგთა ნაწილი გაანადგურეს ნაწილი კი უკან დახუეს. ნაპოლეონი დარწმუნდა რომ ინგლისელთა მარცხენა ფლანგს ვერ გაარღვევდა მაგიტომ მთელი ყურადღება ცენტრში გადაიტანა.

იმ დროს როდესაც ფრანგები ინგლისელთა მარცხენა პოზიციებს უტევდნენ, ნაპოლეონს გააგებინეს რომ ბლუხერმა შეძლო გრუშესთვის გვერდის ავლა და მიემართებოდა პირდაპირ მისკენ. მან 10 ათასიანი ახალი გვარდიის წარმომადგენელი გაგზავმა ბლუხერის დასახვედრათ. იგი დარწმუნებული იყო რომ ბლუხერს გრუშე მოყვებოდა..

3:30 დე'ერლონმა აიღო უმნიშვნელოვანესი პუნქტი ლა-ჰე-სენტის ფერმა. ამ ფერმის დაკარგვა ველინგტონის ცენტრს დიდ საფრთხეს უქმნიდა, აქ ფრანგებმა განათავსეს არტილერია და დაიწყეს ინგლისელთა დაბომბვა..

ამ დროს ნაპოლეონმა უბრძანა ნეის ინგლისის ცენტრში შეეტიათ და 40 ესკადრიონი ფრანგული კავალერიის გაამზადა ამისთვი. ფრანგულმა კავალერიამ აიღეს ინგლისელთა მსუბუქი ქვემეხებუ, ჰოლონდიელთა ნაწილები გარბოდნენ, ფრანგებმა დაიჯერეს რომ გამარჯვება ახლოს იყო, მაგრამ ამ დროს ბრძოლაში ჩაერთნენ ინგლიელთა ქვეითები. ისინი ისე სწრაფად ისროდნენ და ხიშებით ისეთი მძლავრი წქინააღმდეგობა გაუწიეს ფრანგებს, რომ ფრანგულმა კავალერიამ უკან დაიხია..

მაგრამ ინგლისელთა ძალები იწურებოდა. ველინგტონმა უკანასკნელი რეზერვი ჩართო ბრძოლაში.. ნაპოლეონს კი ჰყავდა 8 ხელუხლებელი "ძველი გვარდიის" ბატალიონი,. 2 ბატალიონი მან ბლუხერის წინააღმდეგ გაგზავნდა ხოლო 9 ბატალიონი მოამზადა შეტევისთვის რომელსაც თვითონ უძღვებოდა წინ.. გვარდიელებს ინგლისური არტილერია ესროდა ფლანგებიდან, პირველ გასროლაზე ასამდე გვარდიელი დაეცა. მეორე, მესამე გასროლის შემდეგ, გაისმა ბრძანება "გვარდია უკან იხევს!"

ველინგტონმა უბრძანა ჯარს კონტრშეტევა განეხორციელებინათ.ამ დროს კი ბლიხერმა დაიწყო ფრანგების მარჯვენა მხრის სრული განადგურება..

ფრანგული არმია გაიქცა ბელ-ალიანსის მიმართულებით, მათ უკა ინგლისური კავალერია მოყვებოდა, და ხოცავდა პანიკაში მყოფ ფრანგებს.. ნაპოლეონმა უბრძანა თავის გვარდიას რომ შეეჩერებინათ მტერი, რათა ჯარი აბსოლუტურად არ განადგურებულიყო.. იმის მიუხედავად რომ გვარდია დისციპლინურად უკან იხევდა მას აღარ შეეძლო სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა.. ნაპოლეონი დამარცხდა!

 

 

ფრანგული ვერსია

 

ვატერლოოს ბრძოლის წინ, დილის საუზმეზე იმპერატორმა თავისთან მოიწვია რამდენიმე მეთაური. იგი კარგ გუნებაზე გახლდათ და ბევრსაც ხუმრობდა. ვნახოთ ერთი რას წარმოადგენს ეს "სიპაების გენერალი" იცინოდა ველინგტონზე. გენერალმა ფუამ შეწინააღმდეგება სცადა "ეს ინგლისელები ბრძოლაში ნამდვილი ქაჯები არიან". "სწორია სირ,ჩაერთო სულტი,ინგლისელთა ქვეითი ჯარი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვის და პოზიციებს არ თმობს." "შენ ველინგტონმა რომ ესპანეთში დაგამარცხა ის ვერ დაგვიწყებია და იმიტომ გაქვს მისი შიში გამოყოლილი" შეაწყვეტინა იმპერატორმა. "რა სალაპარაკოა სირ!ინგლისელებისა და ჰოლანდიელების ეს ნარევი ერთ საათძე მეტს ვერც გაგვიძლებს", მხიარულად ჩაურთო ნეიმ.

"საქმე კარგად მიდის, მიწა შრევა,ერთი-ორი საათი კიდევ მოვიცადოთ.დრო ბევრი გვაქ.წინ ზაფხულის გრძელი დღეა" შეგახსენებთ,რომ სწორედ გადაუღებელი წვიმების გამო არ იწყებდა იმპერატორი რამდენიმე დღე შეტევას, რადგანაც თვლიდა რომ სველ მიწაზე კავალერიას გაუჭირდებოდა წინსვლა. სწორედ ამის გამო მოიცადა კიდევ რამდენიმე საბედისწერო საათი

ფრანგებს ჰყავდათ 70 000 ინგლისელებს 68 000. ველინგტონი ვარაუდობდა,რომ მას მოწინააღმდეგე მარჯვენა ფლანგზე დაარტყამდა. და სწორედ აქ უყრიდა თავს ჯარის დიდ ნაწილს, მარცხენა ფრთა დაუცველი ჰქონდა, მეტ-ნაკლებად დაუცველი, რადგან აქედან ვარაუდობდა ბლუხერის გამოჩენას.

ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო, ნაპოლენომა ბრლოს დაწყება ერთი საათით გადადო, 8ის ნაცვლად 9 საათი მონიშნა...

ველინგტონის ჯარი ერთობ მჭიდროდ განლაგდა... მარჯვენა ფრთა უგომონის ციხე-დარბაზიდან იწყებოდა. ცენტრი ჰე-სენტის ფერმასთან მდებარეობდა, მარცხენა ფრთა დასახლებულ პუნქტ პაპელოტთან. მთლიანად ინგლისელთა განფენილობა სამკილომეტრ ნახევარს არ აღემატებოდა.

ნაპოლეონმა მთავარ დარტყმად ცენტრი მონიშნა,მაგრამ თავისი ჩვეულებისამებრ მან საომარი მოქმედება მარჯვენა ფლანგზე დაიწყო. მისი გემით,რეილისა და ჟერომის შენაერთებს ციხე-სიმაგრე უნდა აეღოთ და შემდგომი შეტევა ინგლისელთა ცენტრზე მარცხენა ფლანგიდან განეხორციელებინათ. ამასობაში კი დ'ერლონის ქვეითი და მილიონისა და კლერმანის კავალერიული კორპუსები ცენტრს "ცენტრიდან" შეუტევდნენ და ორმაგ წნეხში მოქცეული ინგლისელები მარცხს განიცდიდნენ.

ბრძოლა თორმეტის ნახევარზე დაიწყო(არადა როდის აპირებდა დაწყებას? ჯერ 8 საათძე შემდეგ 9ზე და... საბედისწერო ლოდინი მიწის გაშრობისა) ფრანგებმა შეტევა ინგლისელთა მარჯვენა ფლანგზე დაიწყეს და ორმა დივიზიამ ციხე-დარბაზს შეუტია. ფრანგებმა ტყე-პარკი კი დაიკავეს,რომელიც დარბაზს გარშემო ერტყა,მარა ციხის აღებას ვერ ახერხებდნენ. ველინგტონი გორაკიდან ხედავდა რომ ნაპოლეონი დახმარებას არ აგზავნიდა და არც თვითონ ასუსტებდა ცენტრს. აქ ბრძოლა ამ ეტაპზე შეჩერდა და ძირითადად პოზიციურ ბრძოლა გაგრძელდა, ამის შემდეგ ბრძოლა გაჩაღდა მარცხენა ფლანგსა და ცენტრში. ფრანგებმა გაარღვიეს პრიველი ხაზი და დაიკავეს ძირითადი პოზიციები, ამ დროს ველინგტონმა შოტლანდიელები გაგზავნა...

შოტლანდიელებმა ძლიერი დარტყმა მიაყენეს დ'ერლონის ქვეითებს,გაფანტეს და უკუაგდეს ისინი,მაგრამ ისე გაერთნენ მეტოქის ჩეხვით ,რომ ძალზედ ღრმად შეიჭრნენ მტრის განლაგებაში ნაპოლეონმა მათ ფლანგებიდან ულანები, ხოლო ცენტრიდან კირასირები მიუსია.ორმხრივი დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა,რომ შოტლანდიელტა კავალერია მთლიანად განადგურებულ იქნა.

ამის შემდეგ იმპერატორმა ინგლისელთა ცენტრს მიაქცია ყურადღება "აბა მთელი არტილერია პიტკონზე" და პიტკონი ამ არტილერიამ შეიწირა

ჭურვები მთავარსარდლის ბანაკშიც კი აღწევდა...

და ველინგტონს უთხრეს

"მილორდ,თქვენ ეტყობა სიკვდილი გადაგიწყვეტიათ! ასეთ შემთხვევაში ის მაინც გვითხარით როგორ მოვიქცეთ თქვენ თუ დაგკარგავთ? " "ისევე როგორც მე ვიქცევი" იყო პასუხი

ფრანგების არტილერია კვლავ მძვინვარებდა.. "ონგლისელები ისე ეცემოდნენ ძირს როგორც კეგლის გრუზები"(ჯ.ლოუფორდი)

ველინგტონის ჯარისკაცები უწესრიგოდ იხევდნენ უკან,მარა იგი ფეხს არ იცვლიდა...

ცეცხლი იმდენად გაუსაძლისი იყო ,რომ ველინგტონმა თავისი ჯარისკაცები 150 იარდით უკან დასწია და გორაკებს ამოაფარა.

"ველინგტონი უკან იხევს,ველინგტონი უკან იხევს.ახლა დარტყმაა საჭირო,მთელი მძიმე კავალერიით" და ნეის სხვა არაფრის გაგონება არ სურს "მამაცთა შორის უმამაცესი" აგროვებს მთლიან თავის კავალერიას"რკინის კაცების", ... 150 იარდით უკან დახეულ ველინგტონს ნეი მიჰყვა... ინგლისელებმა ზარბაზნები აამუშავეს,საშინელი ზარალის მიუხედავად კავალერიამ გაანადგურა მეზარბაზნეები და შემდეგ კარეებს ეცნენ... ცამეტიდან მათ შვიდი კარე გაარღვიეს და გაანადგურეს. ეს შერკინება 2 საათს გაგრძელდა, ამასობაში ფრანგმა მეზარბაზნეებმა ზარბაზნები სასწრაფოდ აიტანეს სენ-ჯანის თXემზე და კარეებს გაუხსნენ ცეცხლი. ინგლისელების საქმე ცუდად წავიდა, მტერს ზურგი უჩვენა და გაიქცა ბრიუსელისკენ კილმანზეგის,კრუსის,ჩემბერლენის ბრიგადებმა. ცხენები შეატრიალეს კიმბერლანდის ჰუსარებმაც,ორანის პრინცი და გენერალი ალტენი, ორივენი მძიმედ დაჭრილები გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. სომერსეტის ცხენოსანთა შენაერთში არცერთი ესკარდონი აღარ დარჩა. დაიღპა გენერალი ომპტედა, დაიღპა დე ლანსიც...

ველინგტონის ჯარისკაცები უწესრიგოდ იხევდნენ უკან,მარა იგი ფეხს არ იცვლიდა...

"მილორდ,ჩვენი ცენტრი გარღვეულია და საშინელი საფრთXე გვემუქრება. უკანდასახევ დროს ნუ დავკარგავთ, მერე გვიან იქნება.... ბოლო ბოლო რას გვიბრძანებ მილორდ? " "იდექით უკანასკნელ ჯარისკაცამდე" თვითონ კი იმეორებდა წამდაუწუმ "ღმერთო მომეცი ღამე ან მომეცი ბლიუხერი"

და მისცა ბლიუხერი..

ნეიმს სასწრაფოდ შეაგინდა დამრტყმელი ბირთვი,შუაში ულანებისა და გვარდიელი ეგერების,ხოლო ფრთებზე კირასირებისგან, კავალერიის იერიშს მხარს ქვეითები ვერ აუბამდნენ,რაც რათქმაუნდა ცუდი იყო, მარა რა ექნა... საჭირო იყო. ნეი მხოლოდ დ'ერლანის 4 დივიზიის იმედად იყო, ხოლო გრაფ ბოლუას დივიზიები კი, რომლებსაც კავალერიის შემდეგ გადამწვეტი დარტყმა უნდა მიეყენებინა,ეხლა ბლუხერის შესაჩერებლად იყო საჭირო.

ნეის ეს გადაჟგუფება არ გამოჰპარვია ველინგტონს და თავისი ჯარი კარეებად მოაწყო. მოახდინა არტილერისტების გჰადაჯგუფებაც.

ფრანგთა კავალერიიდან 8 000 კაცი მონაწილეობდა,ნეიმ ორად გაყო ისინი და წარუძღვა შეტევაზე,მაგრამ... ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს,რაც რუკაზე არ იყო დატანილი და მისი არსებობაც კი არ იცოდნენ,ღრმა ხევი სადაც შეუჩერებლად და მთელი სისწრაფით მიმავალი ფრანგთა კავალერიის ერთი ნაწილი გადაეშვა და მხოლოდ ცოტანიღა გადარჩნენ, ამრიგად განახევრებული კავალერიით ნეი მაინც ეცა ინგლისელებს, გადათელეს საარტილერიო ბატარეები და .. ამ დროს ბრძოლაში ჩაება ბლუხერი 60 000 ათასი ჯარისკაცით, ნეი იძულებული გახდა უკან დაეხია,ნაპოლეონი უკანასკნელ იმედს ეყრდნობა, ხო შეიძლება გრუში მოსდევს ბუხერს,მაშIნ არაფერია დაკარგული,იგი უკნიდან დაარტყავს პრუსიელს, ამასობაში თვითონ ინგლისელთა ცენტრს გაარღვევს და შემდეგ მიუბრუნდება ბლუხერს და ჩააბა თავისი გვარდიელები ბრძოლაში....

გვარდიის 11 ბატალიონი ჩართო ბრძოლაში.. მათ გაარღვიეს პირველი ხაზი,გადათელეს საარტილერიო ბატარეები, დაამარცხეს და უკუაგდეს ჰოლინ ჰეკეტის ბრიგადა მარა... დაიწყეს უკანდახევა და ველინგტონი "დიდებულია,დიდებულია" იგი ფრანგთა ორგანიზებული უკანდახევით იყო აღტაცებული და არა თვითონ ფაქტით. მაგრამ არ ნებდებოდა გვარდია.. 5-6 ათასი კაცი 80 ათასის წინააღმდეგ რას გახდებოდა და მათ ყოველი მხრიდან ესროდნენ " ეს უკვე მკვლელობაა, ნამდვილი მკვლელობა. შეწყვიტეთ სროლა." ამ სიტყვების შემდეგ გენერალმა კოლმა თავისი მეზარბაზნეები შეაჩერა ,თეთრი ყელსაბამი ზე ასწია და გვარდიელებს მიუახლოვდა."დაგვნებდით, მამაცო ფრანგებო" დაიძახა ინგლისელმა "ნეხვო!!! გვარდია იღუპება,მაგრამ არ ნებდება" უპასუხა გენერალმა პიერ კამბორონმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
ეეჰ ნაპოლეონ ტოტალ ვარში რამდენჯერ გავიარე იტალიის კამპანია თან წარმატებით
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.youtube.com/watch?v=7x0aE14YoAc&feature=related

 

 

ნაპოლეონ უფრთხილდი ინგლისელებს :D

 

განსაკუთრებით ველინგტონს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...