Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge აფხაზეთის ძალისმიერი თამაშები რუსეთის რაკეტებით


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/deutsche-welle.jpg

 

სერგეი მოროზოვი

 

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთმა რუსეთის მხარდაჭერით საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ ზაფხულში, გამოყოფილმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ რუსულ რაკეტებს ფლობს, რითაც საკუთარი სუვერენიტეტის დემონსტრირებას შეეცადა.

 

სეპარატისტულმა რესპუბლიკამ, აფხაზეთმა ახლახანს აღიარა, რომ რუსულ საზენიტო–სარაკეტო სისტემას S-300–ს ფლობს, რითაც ზრდის დასავლეთის მთავრობაში შეშფოთებას იმის გამო, რომ ამან საქართველოში შეიძლება უსაფრთხოების მდგომარეობა გააუარესოს. DW მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის სამხედრო ექსპერტს ვლადიმერ ევსეევს ესაუბრა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას რეგიონში მისი სამხედრო ყოფნის გაფართოების წინააღმდეგ აფრთხილებს.    

 

აგვისტოს შუა რიცხვებში რუსეთმა აფხაზეთში ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები განათავსა. რა დგას ამ ნაბიჯის უკან?

 

სინამდვილეში პრობლემა ახალი არ არის. რუსეთმა ეს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები აფხაზეთში ორი წლის წინ, საქართველოსთან ომის შემდეგ განათავსა. გარკვეული მიზეზების გამო აფხაზეთმა ეს ცნობა საჯარო საჯაროდ ახლა გახადა. განცხადება აფხაზეთიდან გაკეთდა და არა რუსეთიდან.

 

არ ვფიქრობ, რომ ნაბიჯი მოსკოვთან შეთანხმებული იყო. ეს ჩემთვის იმის ნიშანია, რომ აფხაზეთის მთავრობას სურს რუსეთისგან მისი დამოუკიდებლობის ხაზგასმა. რუსეთი უბრალოდ ფაქტის წინაშე დადგა და სხვა არჩევანი არ ჰქონდა, თუ არა დაედასტურებინა ეს ფაქტი.     

 

რა იყო აფხაზეთის მთავრობის მიზანი?

 

აფხაზეთი საერთაშორისო აღიარებისკენ მიისწრაფვის. სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით აფხაზეთს შეუძლია იყოს დამოუკიდებელი. მას გააჩნია შესაბამისი პირობები: აქვს ზღვა, მდიდარია მინერალებით და კარგი ურთიერთობა აქვს თურქეთთან, რომელიც მზადაა აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად. ბოლოდროინდელი განცხადებაც შეიძლება ამ კონტექსტში განვიხილოთ: აფხაზეთი საერთაშორისო აღიარებისკენ მიილტვის.

 

ევროკავშირს მკაცრი რეაქცია ჰქონდა. ბლოკის საგარეო საქმეების და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ რაკეტების განთავსება რეგიონში დაძაბულობის რისკს ზრდის.

 

ევროპელები, მოვლენების ასეთი განვითარებით კმაყოფილები ვერ იქნებიან, ეს ცხადია. აფხაზეთში S-300 რომც არ იყოს, ევროკავშირს დღემდე უნდა იყოს დაინტერესებული იმით, თუ რა მიზანი აქვს იქ რუსეთის სამხედრო ყოფნას. ასევე, S-300 არცერთ შემთხვევაში არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საქართველოსთვის, არც მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. ეს თავდაცვითი იარაღია და არა შეტევითი.

 

რუსეთმა უნდა განაგრძოს აფხაზეთის შეიარაღება?

 

მეტი შეიარაღება – მეტი დაძაბულობაა, რაც არასასურველია. იარაღის არსენალი, რომელიც რუსეთს იქ უკვე აქვს, ახალი შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციისთვის საკმარისია. თუკი რუსეთი აფხაზეთში ახალ შეიარაღებას განათავსებს, ეს საქართველოს მთავრობას კონტრზომებისკენ უბიძგებს.   

             

ცალკე აღებულ S-300–ს შეუძლია აფხაზეთის მთელი ტერიტორია დაიცვას საჰაერო შეტევისგან. ყოველ შემთხვევაში, მე პირველ რიგში ვერ წარმომიდგენია, რამ შეიძლება ასეთი თავდასხმა გამოიწვიოს. ამ თვალსაზრისით მე ვეთანხმები შეერთებული შტატების მთავრობას, რომ რუსეთმა ყველა შემთხვევაში თავი უნდა შეიკავოს აფხაზეთში მისი სამხედრო ყოფნის გაფართოვებისგან.      

 

როგორ აფასებთ ქართულ–რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციის შანსებს?

 

ეს ურთიერთობები ჩიხშია. მოსკოვმა უკომპრომისო პოზიცია დაიკავა იმით, რომ არ დაიწყებს თბილისთან მოლაპარაკებას ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებაშია. სააკაშვილი არ აპირებს ოფისის დატოვებას და კიდევ რამდენიმე წელი დარჩება საქართველოს პრეზიდენტად. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გაწირა საქართველოსთან ნებისმიერი ტიპის დიალოგის დაწყების შესაძლებლობა.

 

კონტაქტები სხვა პოლიტიკოსებთან, მაგალითად ნინო ბურჯანაძესთან (ოპოზიციონერი პოლიტიკოსი) მოსკოვს არაფერს მუტანს, რადგან ბურჯანაძე არ არის დღეს საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ ფიგურათა შორის. ჩვენ ამ მოჯადოებულ წრეს უახლოეს მომავალში ვერ გავარღვევთ.

 

მეორე მხრივ, თუკი რუსეთი შეძლებს პროვოკაციისთვის თავის არიდებას, მას შეუძლია ურთიერთობების გაუმჯობესება მცირე ნაბიჯების მეშვეობით. ახლახანს, მიღებულ იქნა ზომები საქართველოს და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიმართულებით. ამით შეიძლება დაძაბულობა შედარებით განიმუხტოს, მოსკოვის მხრიდან საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი კონტაქტის გარეშეც. ეს თანდათანობითი მიდგომაა, რომელსაც ხშირად იყენებს აშშ, რაც არსებულ სიტუაციაში გონივრული იქნებოდა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...