Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ნანგრევებიდან ურჩად აღმდგარი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/economist.jpg

 

საქართველოს მოუსვენარმა ლიდერმა კულტურული მემკვიდრეობის კონვენციას ცხვირი აუბზუა

 

ბევრ ევროპულ ქვეყანაში შემცირებული ქრისტიანული მრევლი ძლივს ართმევს თავს წინაპრებისგან მიღებულ მემკვიდრეობას, დაწყებულს სამრეკლოებიდან და სკულპტურული ნამუშევრებით დამთავრებული. საქართველო, რომელმაც 17 საუკუნის წინ მიიღო ქრისტიანობა, საპირიპირო პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: აქ კომუნიზმის დაცემის შემდეგ რელიგიურმა გრძნობებმა ისე მძლავრად გაიღვიძა, რომ ტაძრების აღდგენისა და აშენების ცხელებიანი პროგრამა (დაწყებული ერთი ციდა ეკლესიებითა და დამთავრებული თბილისის უზარმაზარი სამების  ტაძრით), მოთხოვნას აშკარად ჩამორჩება. და შესაძლოა ამიტომაც უძველესი საკულტო ადგილების ნაჩქარევი აღდგენა სხვა პრიორიტეტებს აუცილებლად დაუპირისპირდებოდა, მათ შორის მსოფლიოში ამ ბოლო დროს დამკვიდრებულ მოსაზრებებს არქეოლოგიასა და ძეგლთა დაცვაზე, რომელთა თანახმად, ინტერვანცია ამ სივრცეში მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი.

 

საქართველოს ზოგიერთ წმინდა ადგილას არჩევანი იოლდება, რადგან საუკუნეთა განმავლობაში აქ ისე განადგურდა ყველაფერი, რომ კონსერვაციისათვის ცოტა რამ დარჩა. მეექვსე საუკუნის სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი ჯერ მონღოლებმა გაძარცვეს 1265 წელს, მერე ირანელებმა 1615 წელს, ხოლო ბოლოს საბჭოთა არმიამ სასროლო პოლიგონად აქცია. როდესაც აქ თანამედროვე ბერები ხელახლა დასახლდნენ, მათ პატარა, ნესტიანი, დასერილი გამოქვაბულები დახვდათ. სხვაგან საშუალო საუკუნეების ტაძრებში, თანამედროვე კონგრეგაციის საჭიროებებსა და ხელოვნების ისტორიკოსთა სურვილს შორის, სათუთად დაებრუნებინათ ძველი ფრესკებისათვის სიცოცხლე, მშვენიერი კომპრომისი მოიძებნა. საქართველოს კულტურულ ძეგლთა დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ 2004 წლიდან მან მცირეოდენი ბიუჯეტით 400-ზე მეტი საკონსერვაციო პროექტი შეასრულა.

 

მაგრამ არის ერთი ულტრა-მგრძნობიარე ადგილი, სადაც ქართველი ბოსები, პოლიტიკური და რელიგიურ, არ ეპუებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეჟიმს და შესაბამისად კოლიზიაში მოდიან UNESCO-თან. ეს ბაგრატის საკათედრო ტაძარია, დანგრეული ნაგებობა, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება. იყო ახალი დინასტია, რომელმაც ქვეყნის დასავლეთი და აღმოსავლეთი გააერთიანა და ახალი იმპერიის შექმნას გეგმავდა. ნაგებობა საქართველოში არსებული სამი მსოფლიო საგანძურიდან ერთ-ერთია და თეორიულად UNESCO- ს წესებს უნდა ექვემდებარებოდეს.

 

მაგრამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და პატრიარქს ილია მეორეს,  ეკლესიის 77 წლის წინამძღვარს განსხვავებული იდეები აქვთ. პრეზიდენტი პატრიარქს დაპირდა, რომ ეკლესიას აღადგენდნენ: კედლებს, გუმბათს და ყველაფერს. მშნებლობა აშკარად წინ მიიწევს. ასეთი ჟესტი უფრო ფასობს ქვეყანაში, სადაც წარსულ დიდებულებას და აწმყო შარავანდედს მეტი მიმზიდველობა აქვს, ვიდრე მყიფე ნანგრევებს. მაგრამ ეს შესაძლოა, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე უხეში დარღვევა იყოს UNESCO-ს ისტორიაში. მართალია დრეზდენი ამოღებულ იქნა დაცული ადგილების სიიდან 2009 წელს, მაგრამ ეს ქალაქისთვის გამოცხადებული საყვედური იყო და არა გერმანიის მთავრობისათვის. 2007 წელს იგივე ბედი ეწვია ომანის ნაკრძალს მას შემდეგ, რაც მთავრობამ ნავთობის მოსაპოვებლად მისი გაბურღვა მოინდომა და შეეცადა პარკის საზღვრები შეემცირებინა. მაგრამ სააკაშვილის მიერ ბაგრატის აღდგენა, UNESCO-ს იდეებისთვის ახლებური, ღია გამოწვევაა. ივარაუდება, რომ მსოფლიო საგანძურის ობიექტები მთელი კაცობრიობის საზრუნავია.

 

სააკაშვილი კი მიანიშნებს, რომ ის უპირველესად ქართველთათვისაა ფასეული. UNESCO საშინლად გაბრაზებული, ცდილობს შეხვდეს ქართველებს და რეკონსტრუქციის შეჩერებაზე ან უკუსვლაზე ესაუბროს. მაგრამ მიწაზე, სადაც რელიგიური და პატრიოტული გზნება ჭარბობს, სააკაშვილი, იმის გამო, რომ გარე სამყაროს კულტურულ ბოსებს ეურჩება, ბევრ ხმას არ დაკარგავს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...