Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დავითაია გილაურისგან დევნილების თაობაზე ახსნა-განმარტებას მოითხოვს


Recommended Posts

ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია დევნილების მიმართ არაჰუმანური მოპყრობის გამო, მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და ანტიკრიზისულ საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიწვევას ითხოვს .

მთავრობის პასუხისმგებლობასა და დევნილების მიმართ განხორციელებულ არაჰუმანურ ქმედებებზე დავითაიამ დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში დევნილების მიმართ განხორციელებული მოქმედებები მხოლოდ და მხოლოდ არაჰუმანურ მოპყრობას ნიშნავს, რაც გაერო-ს დევნილთა კომისარიატის მიერ გავრცელებული განცხადებითაც დასტურდება.

ვიცე-სპიკერს მიაჩნია, რომ იკვეთება არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის, არამედ მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია არა ერთი უწყების, არამედ მთელი მთავრობის მიერ არის შემუშავებული და დამტკიცებული, შესაბამისად მასზე პასუხისმგებელიც მთელი მთავრობაა.

ამის გამო, დავითაია უახლოეს დღეებში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის გამართვას და მასზე პრემიერ-მინისტრის მიწვევას ითხოვს, რათა გაირკვეს, რატომ არ ასრულებს მთავრობა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიას და რა არის მათდამი არაჰუმანური მოპყრობის საფუძველი.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...