Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - NGO-ები კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვის გადატანას ითხოვენ


Recommended Posts

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” და ,,ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი” საქართველოს პარლამენტს სთხოვენ კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა 2011 წლისათვის გადიატანოს.

 

პარლამენტისადმი მიმართვაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ გაავრცელეს, წერია, რომ საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვა არაეფექტურად მიმდინარეობს. არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ საზოგადოებისათვის უცნობია, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნები პროექტის განხილვისას.

 

ასევე არასამთავრობოები წერენ, რომ კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვისათვის, საზოგადოებრივი აქტიურობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე პასიური პერიოდი (აგვისტო) შეირჩა.

 

,,კონსტიტუციური კანონპროექტის ძალაში შესვლამდე (2013 წელი), დარჩენილი დროის გათვალისწინებით, ვერ ვხედავთ ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტის ამგვარი ფორმითა და ხსენებულ პერიოდში (აგვისტო) განხილვის სახელმწიფოებრივ ინტერესებს”,- წერია მიმართვაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს სთხოვენ, რომ კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა 2011 წლისათვის გადაიტანონ და ასევე განხილვის ეფექტურობისათვის დაუყონებლივ დაიწყოს კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

 

,,საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) პროექტი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით განიხილებოდეს და მასში მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული საზოგადოების ფართო წრეების ინტერესები”, - წერია მიმართვის დასასრულს.

 

კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა ივლისის ბოლოს დაიწყო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე გამართა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ფოთსა და ზუგდიდში.

 

სექტემბრის პირველ კვირაში კომისიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებთან და სხვა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...