planetanews Posted August 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 მართლმადიდებელი მრევლის აქცია ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე „ბამბა რუმთან” დასრულდა. მრევლი სამღვდელოებასთან ერთად, რომელიც მეორე დღეა ბათუმში ჰომოსექსუალებს ეძებს, დაიშალა. „ბამბა რუმის”-ის დირექტორს კი იმის გაგება უნდა, აქციის მონაწილეებმა რატომ შეარჩიეს მაინცდამაინც ეს კლუბი და არა სხვა. ინფორმაცია, რომ ბათუმის ახალ ბულვარში გეი აღლუმი მიმდინარეობს, მობილური ქსელის საშუალებით, ბათუმში საღამოს 9 საათისთვის გავრცელდა. ადამიანები ერთმანეთს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ აღლუმი, რომელზეც ბოლო რამდენიმე კვირაა საუბარი არ წყდება, დაიწყო. ბათუმის ახალი ბულვარის გასწვრივ საავტომობილო გზაა, რომელიც სამართალდამცავებს ამ დროისთვის გადაკეტილი ჰქონდათ. ზოგიერთმა სამართალდამცავმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ჰომოსექსუალების აღლუმი მიმდინარეობს. კლუბ „ბამბა რუმთან” მართლმადიდებელი მრევლი და სამღვდელოება იყო შეკრებილი. აღლუმი არ გამართულა. სასულიერო პირებმა ჰომოსექსუალები ვერც კლუბში იპოვეს, სადაც საგანგებოდ შევიდნენ და დაათვალიერეს. აქცია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მისვლის და დისკუსიის შემდეგ დასრულდა. ”ჩვენ მათ (ჰომოსექსუალებს) გამოვრეკავთ ყველა დაწესებულებიდან” - ასე მიმართა მრევლს მღვდელმა თეიმურაზმა - თითო ოროლა ჩვენ ოჯახშიც გვყავს ასეთი საქციელის, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, ეს არ გადაიქცეს წესად”. „ეკლესიიდან წამოსულმა პროტესტმა გამოიღო ის, რომ ეს აღარ მოხდება. ეს იყო დაგეგმილი, თუ არ იყო დაგეგმილი, ეს ღმერთმა იცის” - თქვა მღვდელმა მარკოზმა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts