planetanews Posted August 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 გარემოვაჭრეები თბილისის საკრებულოს გარევაჭრობის რეგულირების შესახებ სამართლებრივი აქტის მიღებას სთხოვენ. პროექტის ავტორი ,,კონსერვატიული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილია. ეს მოთხოვნა დღეს საკრებულოს შენობასთან დევნილებისა და გარემოვაჭრეების აქციაზე გახდა ცნობილი. სამართლებრივი აქტში (საკრებულოს გადაწყვეტილება თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს გარევაჭრობა დედაქალაქში), რომლის განხილვასა და მიღებას გარემოვაჭრეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ითხოვენ, ხუთ პუნქტად არის ჩამოყალიბებული. პროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ ამ აქტმა უნდა შეცვალოს ძველი, 2006 წლის თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება. ,,2006 წლის აქტი არ არის სრულფასოვანი, საკრებულომ მაშინ, როგორც ჩანს, მოიცილა პასუხისმგებლობა და წესების შემუშავება მერიას დაავალა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ საკრებულომ შეიმუშავოს წესები, რადგან ეს აქტი ფაქტობრივად არ მოქმედებს. მერიამ 2006 წლიდან მოყოლებული არ შეიმუშავა არანაირი კონკრეტული წესები გარევაჭრობის დასარეგულირებლად”, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი და პასუხისმგებლობას ამ საკითხზე თბილისის საკრებულოს აკისრებს. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ,,დედაქალაქში გარევაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა”. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში წერია, რომ საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ არ დაამახინჯონ ქალაქის იერსახე, ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით. გადაწყვეტილება თბილისის მერიას ანიჭებს უფლებას, რომ განსაზღვროს გარე ვაჭრობის ადგილები და ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები. ასევე მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები ნომენკლატურა. გარე ვაჭრობის რეგულირების ახალი პროექტი თბილისის მერიას არანაირ უფლებას არ ანიჭებას. პროექტის თანახმად, გარევაჭრობა ნებადართულია ყველგან. ზუსტად არის განსაზღვრული, თუ რისი გაყიდვა შეიძლება (ან არ შეიძლება) მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან. ,,ვაჭრობისათვის დასაშვებად იქნეს მიჩნეული ყველა სახის საქონელი გარდა მედიკამენტებისა, მომწამლავი ნივთიერებებისა და სახლის პირობებში დამზადებული კონსერვირებული პროდუქტებისა. მალფუჭებადი პროდუქტებისათვის აუცილებელია მაცივრის გამოყენება”, - წერია პროექტის მეორე პუნქტში. ასევე, გარე ვაჭრობისათვის ნებართვა უნდა გაიცეს უსასყიდლოდ იმ პირებისათვის ვინც 2010 წლის 10 აგვისტომდე იყვნენ დაკავებულნი ამ საქმით. ერთ პირზე დროებით სარგებლობაში გადასაცემი მიწის ნაკვეთი, პროექტის მიხედვით, უნდა განისაზღვროს 2 კვადრატული მეტრის ოდენობით, ხოლო მოსაკრებელი ერთ კვადრატულ მეტრზე 1 ლარის ოდენობით დღე-ღამეში. იმისათვის, რომ გარევაჭრობის განხორციელებისას დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ფორმები და ვაჭრობამ არ შეაფერხოს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, გარევაჭრობის შესახებ შემუსავებულ პროექტში მითითებულია: თითოეული მოვაჭრისათვის განკუთვნილი ადგილის საზღვრები მოინიშნოს ასფალტზე საღებავით.ნარჩენების გატანა განხორციელდეს დღე-ღამეში რამდენჯერმე და გარევაჭრობის ადგილებზე დაიდგას სათანადო რაოდენობის ურნები ნარჩენებისთვის (ნაგავისთვის).შეიქმნას ვაჭრობისათვის განკუთვნილი დახლები, რომელიც ქალაქის იერსახეს შეესაბამება ქ.თბილისის ბიუჯეტის სახსრებიდან.აქციაზე გარემოვაჭრეებთან ერთად დევნილებიც შეიკრიბნენ, რომლებიც საცხოვრებელი ფართების გამოყოფას თბილისის ტერიტორიაზე ითხოვენ. ჩხარტიშვილის თქმით, თბილისში ცხოვრება დევნილებისათვის არის არა ფუფუნება, არამედ გადარჩენისათვის აუცილებელი პირობა. ,,მათ სამუშაო ადგილები, თუნდაც დროებითი, თუნდაც მძიმე ან თუნდაც გარე ვაჭრობაში ან სხვაგან აქვთ მოპოვებული ამ ქალაქში, მათი სოციალური გარემო არის აქ და სხვაგან მათ არსებობის, სამუშაოს შენარჩუნების საშუალება არ ექნებათ”, - განმარტავს ,,კონსერვატიული პარტიის” წევრი. ასევე ჩხარტიშვილის თქმით ხვალ, საკრებულოს სხდომას გარე მოვაჭრეები დაესწრებიან. პარალელურად, 12 საათზე აქცია საკრებულოსთან ისევ გაიმართება. მომდევნო კვირის ხუთშაბათს კი დევნილები და გარე მოვაჭრეები საპროტესტო აქციას უკვე თბილისის მერიასთან გამართავენ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts