Jump to content
Planeta.Ge

მიშა მართლა მაგარია და ჩვენ კიდევ მაგარი ადვილი სამართავი ნაროდი ვართ.


Recommended Posts

მე მაგით უნდა დამეწყო დიტო,რომ გეთანხმები და დამავიწყდა.რას იზამ წლები.

 

 

 

„მე ისეთი მინისტრები არ მჭირდება,ყველაფერში რომ დამეთანხმებიან უსიტყვოდ“ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგასაა რომ ვამბობ მიშა და ამის გამოსწორება კარგა ხანი შეუძლებელია.ეს ოპოზიციაც ეგეთ პონტში გადის,ანუ ამ ხელისუფლების თამაშს თამაშობს თითქმის ყოველთვის.

ნაცმოძრაობა მოსახადი ჭირია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოვიშორებდით,

ეტყობა იქ, ზევით აწყობთ :yes:

თორემ რავა :user:

მე არ გამოვრიცხავ და ვერ გამოვრიცხავ იმას რომ ჩემი სურვილიდან გამომდინარე, იმ პერიოდში გრეჩო რომ მოსიულიყო ხელისუფლებაში, უსისხლოდ-ყველაზე უკეთეს ვარიანტს განვიხილავ,

ვინ იცის, ეს უფრო გაააძლიერებდა ნაცმოძრაობას და მერე სიხარულით და ტაშფანდურით გვაყვირებდნენ კი არა ვიყვირებდით, მოდი მიშააა, მოდიიიიი :pupuza:

მიუხედავად ამისა, ყოველთვის ოპოზიციას დავუჭერ მხარს და თუკი იქნება საპროტესტო აქციები მაინც მივიღებ მონაწილეობას,

 

ანუ, რეჟიმი ბოროტებაა კი, მის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ თუკი ვერ ვამარცხებთ, ეტყობა არის ამის ობიექტური მიზეზები და შესაძლოა რომ მათი მმართველობა საბოლოო ჯამში სასარგებლო იყოს ქართული საზოგადოებისთვის,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახ,ეს ეხლა ვნახე,და ამათ მართვას რა უნდა? არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს მორწმუნეებთან,მაგრამ ესეც არ შეიძლება. :)

 

 

 

 

 

ამათზე ადვილი სამართავები არიან ისინი,ვინც მიშას „მრევლში“ გადიან.მორწმუნე ხალხი გულით მაინც აკეთებს ამას და მიშისტები მუცლის და კარგი ცხოვრებისთვის. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ "გაიზრდებით" კიდევ მეტ მიშას აღმოაჩნეთ თქვენში. ;)

 

 

 

ისე ეგ ფაქტი დიდი ხნის წინ გამცნეთ,მაგრამ ჰომოფობიის და რელიგიური ექსტრემიზმის (უნიებლიე) პროპაგანდას არ უკლია და სავარაუდოდო არც უახლოეს მომავალში შეიცვლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახ,ეს ეხლა ვნახე,და ამათ მართვას რა უნდა? არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს მორწმუნეებთან,მაგრამ ესეც არ შეიძლება. :)

 

 

 

 

 

ამათზე ადვილი სამართავები არიან ისინი,ვინც მიშას „მრევლში“ გადიან.მორწმუნე ხალხი გულით მაინც აკეთებს ამას და მიშისტები მუცლის და კარგი ცხოვრებისთვის. :givi:

 

მდა.. ჟალ...ვერ ათქმევინეს პატრულს მამაო ჩვენო...:D

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

პატრიარქმა პრეზიდენტს ყაზბეგის რაიონისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სთხოვა

19:24 10-09-2010

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრეზიდენტს ყაზბეგის რაიონისათვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სთხოვა .

ილია მეორე და მიხეილ სააკაშვილი დღეს პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოს ერთად სტუმრობდნენ. უწმინდესმა რეგიონში პრეზიდენტის ჩასვლის გამო კმაყოფილება გამოთქვა და მიხეილ სააკაშვილი დალოცა.

"ჩვენი რეგიონი რუსეთს ესაზღვრება. ამიტომ ვფიქრობ, თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ ჩვენს რაიონს. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები. შესანიშნავი პირობებია მეცხვარეობის, მესაქონლეობისა და ცხენსაშენისათვის. ბედნიერი ვარ, რომ იმყოფებით იმ რაიონში, სადაც მოღვაწეობდა ჩვენი დიდი წინაპარი შიოლა ღუდუშაური. წარსულებისა და აქ მყოფთა სახელით გისურვებთ, ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი", - მიმართა უწმინდესმა პრეზიდენტს.

ილია მეორემ და მიხეილ სააკაშვილმა ერთად მოილოცეს სნოში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი. :) პატრიარქმა პრეზიდენტს ტაძრის ეზოში ახლად დადგმული ძეგლიც აჩვენა. ამის შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილი საპატრიარქოსთან არსებულ სასულიერო-კულტურულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტმა ადგილობრივებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების საკითხში დახმარება აღუთქვა.

 

 

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ილია მეორემ და მიხეილ სააკაშვილმა ერთად მოილოცეს სნოში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი

პატრიარქი ტყვედ ყავთ აყვანილი ნაცებს.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატრიარქმა პრეზიდენტს ყაზბეგის რაიონისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სთხოვა

19:24 10-09-2010

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრეზიდენტს ყაზბეგის რაიონისათვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სთხოვა .

ილია მეორე და მიხეილ სააკაშვილი დღეს პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოს ერთად სტუმრობდნენ. უწმინდესმა რეგიონში პრეზიდენტის ჩასვლის გამო კმაყოფილება გამოთქვა და მიხეილ სააკაშვილი დალოცა.

"ჩვენი რეგიონი რუსეთს ესაზღვრება. ამიტომ ვფიქრობ, თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ ჩვენს რაიონს. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები. შესანიშნავი პირობებია მეცხვარეობის, მესაქონლეობისა და ცხენსაშენისათვის. ბედნიერი ვარ, რომ იმყოფებით იმ რაიონში, სადაც მოღვაწეობდა ჩვენი დიდი წინაპარი შიოლა ღუდუშაური. წარსულებისა და აქ მყოფთა სახელით გისურვებთ, ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი", - მიმართა უწმინდესმა პრეზიდენტს.

ილია მეორემ და მიხეილ სააკაშვილმა ერთად მოილოცეს სნოში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი. :) პატრიარქმა პრეზიდენტს ტაძრის ეზოში ახლად დადგმული ძეგლიც აჩვენა. ამის შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილი საპატრიარქოსთან არსებულ სასულიერო-კულტურულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტმა ადგილობრივებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების საკითხში დახმარება აღუთქვა.

 

 

:)

დედა რატომ არ აგინა პატრიარქმა, რანაირი პატრიარქია კაცო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

"საქართველო ფლობს მნიშვნელოვან ენერგორესურსებს და ამ მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენს" , _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნასდაკის საფონდო ბირჟაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო წარუმატებელი ქვეყანა იყო და ახლა ის განვითარდა და რეგიონში ერთ-ერთ წარმატებულ სახელმწიფოდ იქცა.

"ჩვენ ვიყავით წარუმატებელი ქვეყანა, რომელსაც ბევრი შესაძლებლობა არ გააჩნდა. შემდეგ კი წინ წავედით. ჩვენ არა მარტო გავხდით რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მარტივი ბიზნესგარემოს თვალსაზრისით, არამედ ჩვენ ვფლობთ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ რესურსებს და ამ მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთ ცენტრს წარმოვადგენთ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ნასდაკის ბირჟა განასახიერებს არა მხოლოდ ამერიკელების, არამედ ყველა ადამიანის ოცნებას.

""ჩემთვის დიდი მოვლენაა ამ არაჩვეულებრივ დაწესებულებაში სტუმრობა. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვაფასებ თქვენ საბაზრო მოდელს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს და ყველაფრის მიუხედავად წარმატებით მუშაობს. ჩვენ შთაგონებას თქვენგან ვიღებთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანაც გახდა შთაგონების წყარო სხვებისათვის"", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...