planetanews Posted August 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 დევნილები გეგმავენ ჩამოაყალიბონ ორგანიზაცია და საკუთარი უფლებების დასაცავად თავადვე იბრძოლონ. შეხვედრა, რომელიც ”მზიურში” 25 სექტემბერს გაიმართა, ხალხის პარტიისა და კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დევნილების ცალკეულ ჯგუფებთანერთად, ვაწარმოებთ წესდების პროექტის განხილვას, რათა შევძლოთ დევნილებთან ერთად დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბება” -აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი კონსერვატორული პარტიიდან -”ეს უნდა იყოს მათი მოძრაობა, ჩვენ მხოლოდ ამ ორგანიზაციის წესდების პროექტი მოვამზადეთ”. ჩხარტიშვილს იმედი აქვს, რომ თბილისში მცხოვრები დევნილების ძირითად ნაწილს ჩართვენ ამ პროცესში, რათა მოძრაობა ისეთივე ”წარმომადგენლობითი იყოს, რამდენადაც მასშტაბურია დევნილების რიცხვი საქართველოში”. მას მიაჩნია, რომ ესაა ერთადერთი სწორი გზა, რათა დევნილებმა თვითორგანიზებით საკუთარი უფლებებისთვის იბრძოლონ. აფხაზეთიდან დევნილი დალი კაჭარავა, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, თბილისის ზღვაზე დევნილების კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობს. მისი თქმით მათთან ჯერ არავინ მისულა გამოსახლების მოთხოვნით, მაგრამ შიშობენ რომ შესაძლოა ისინიც გამოასახლონ. ”თბილისის ზღვაზე სამიათას რვაასი დევნილი ვცხოვრობთ უკვე თვრამეტი წელია. საკუთრებაში არ გვაქვს გადმოცემული ეს ბინები და არ არის გამორიცხული ჩვენთანაც მოვიდნენ.” დევნილთა შეხვედრას ესწებოდნენ ასევე მაჩაბლის 8 ნომრიდან გამოსახლებული დევნილები. ”15 აგვისტოს, დილის 6 საათზე მოვიდნენ პოლიციელები, დაახლოებით 500 -600 და ქუჩაში გვყრიდნენ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყველა იყო იქ მინისტრის მოადგილეც. ჩვენ ვკითხეთ, სად უნდა წავსულიყავით - ეს ჩვენ არ ვიცითო. მერე სასხვათაშორისოდ თქვეს ფოცხოშიო. მე თვრამეტი წელია თბილისში ვცხოვრობ, ფოცხოში არ არის არანაირი სამსახური, იქ როგორ უნდა ვიარსებო? ბავშვებს ხომ უნდათ ცხოვრების ნორმალური პირობები? დღეს უნდა ჩამოყალიბდეს დევნილთა ორგანიზაცია და ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის”- ამბობს მედეა ანჯაფარიძე. მისი თქმით მათი ნივთები მერიის საწყობში წაიღეს და დევნილების უმეტესობამ ნივთები დაკარგა: ” რაც ამ ხალხმა 18 წლის განმავლობაში შეაგროვა, ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს. არავინ არ მოსულა მანამდე და არ უთქვამს რომ ალტერნატიულ ფართს გვაძლევდნენ. არანაირი მიწა, მარტო გაძლევენ ერთჯერად კორპუსს. თვითონ იქაურები ამბობენ, რომ არანაირი მოსავალი იქ არ მოდის. რითი უნდა ვიარსებოთ?” დევნილი ზაირა მარანელს მიაჩნია, რომ ეს კავშირი უფრო ადრეუნდა შექმნილიყო: ”დევნილებმა უნდა იცოდნენ თავისი უფლებები და ასევე უნდა ფლობდნენ იმ მექანიზმებს, რომ დაიცვან საკუთარი უფლებები. ჩემი აზრით ეს კავშირი განაპირობებს იმას, რომ აწევს ეს მათ ზნეობრივ აქტიურობას, მათ ჩართულობას სახელმწიფო პროცესებში.” ოჩამჩირედან დევნილი ზაირა ჩარკვიანი ასევე მაჩაბლის 8 ნომრიდან გამოსახლებულია. ის თბილისში 18 წელია ცხოვრობს: ” 2008 წლის პირველი აგვისტოდან შევედით მაჩაბლის 8 ნომერში, მანამდე ქირით ვცხოვრობდი. ჯერ გაფრთხილება მოგვივიდა და გაფრთხილებიდან მეშვიდე დღეს მოვიდნენ და გამოგვასახლეს. მერიის საწყობში წაიღეს ამ გამოყრილი ხალხის ნივთები, ვაშლიჯვარში ყოფილა და ბევრმა ვერ იპოვა ეს თავისი ნივთები. მე ქუჩაში მაქვს დაყრილი ნივთები, საღამოს მივდივარ ერთ ამხანაგთან, მეორე საღამოს მეორე ამხანაგთან, ასე დავდივარ. ზოგს თბილისელებმა ეზო ათხოვეს და იქ შეინახეს ნივთები, ზოგი ქირით ეძებს ბინას, ვისაც საშუალება აქვს.ვინ ვისთან არის შეხიზნული ვერ გაიგებ. სამეგრელოში რაღაც სოფელს ამბობდნენ ვითომ, მაგრამ თუ შუქი არ არის, თუ წყალი არ არის, გზა არ არის, მაღაზია არ არის, ფანჯარა არ ვარგა, იქ როგორ უნდა ვიცხოვროთ? სასაკლაოზე ხომ არ წავალთ? ” ასეთ ისტორიებს ყვებიან დევნილები, რომლებიც ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავენ. ისინი დღესაც აპირებენ შეკრებას თბილისის საკრებულოსთან. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts