Saturn Posted August 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეთა 89%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. სასერტიფიკაციო გამოცდა მხოლოდ 1147 პედაგოგმა ჩააბარა. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „სასერტიფიკაციო გამოცდებში საქართველოს მასშტაბით 10 000-ზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას, მათგან ორ გამოცდას - პროფესიულ უნარებში და სპეციალობაში 6 075 პედაგოგი აბარებდა. მასწავლებლების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, მხოლოდ ერთი გამოცდა ჩაებარებინა, ვინაიდან შეუძლიათ, მეორე გამოცდა ერთ წელიწადში ჩააბარონ. ორივე გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახა და ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 1147 პედაგოგს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. ამასთან, მისი შეფასებით, ეს ციფრი საგანგაშო არ არის, ვინაიდან სასერტიფიკაციო გამოცდები პირველად ჩატარდა. თითო საგანი ჩააბარა გამოცდაზე გასულმა პედაგოგთა 50%-მა, მათ ეს ქულა ენახებათ და განმეორებით გამოცდაზე მხოლოდ ერთ საგანს ჩააბარებენ. ქართულ ენაში ბარიერი გადალახა 702-მა მასწავლებელმა, მათემატიკაში - 480-მა, უცხო ენებში -1253-მა, პროფესიულ უნარებში - 1253-მა. პედაგოგები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, მუშაობას გააგრძელებენ, მათ 2014 წლამდე რამდენჯერმე მიეცემათ საშუალება, განმეორებით გამოცდაზე გავიდნენ. რაც შეეხება სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, მინისტრის განცხადებით, მათ არა მხოლოდ ხელფასი მოემატებათ, არამედ მენტორმასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც 160-ლარიან დანამატს გულისხმობს. ასევე, ისინი ჩაერთვებიან სამინისტროს პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის“, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებელთა მივლინებას რეგიონებში, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტია. აქ პედაგოგები, ხელფასთან ერთად, სტიპენდიის სახით 500 და 1000 ლარიან დანამატს მიიღებენ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2014 წლამდე სერტიფიცირებას გაივლის ყველა მოქმედი პედაგოგი და საქართველოს ყველა სკოლაში იქნება სერტიფიცირებული მასწავლებელი, რაც თავისთავად გულისხმობს მასწავლებელთა კვალიფიციკაციის ამაღლებას და სწავლების ხარისხის გაზრდას. http://www.newalliance.info/ge/society/2869-10-000-11-.html P.S. თქვენ კიდე ამბობთ რატომაა განათლების დონე დაბალიო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეთა 89%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ე.ი 11% მასწავლებელთაგან ყოფილა ნაციონალი აქტივისტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 ე.ი 11% მასწავლებელთაგან ყოფილა ნაციონალი აქტივისტი.გენაცვალე ლოღიკაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted August 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 ვიცი რომ ყველა მასწავლებელი არ არის პროფესიონალი, მაგრამ მინიმალური ზღვარი ვერ გადალახაო, ე.ი. რასაც ასწავლის ის არ იცის თვითონ, არ მჯერა... სადმე არის იმ გამოცდების ნიმუშები, რაც იყო მაგალითად მათემატიკაში? ანდა ფიზიკაში? არ მჯერა რომ ამდენი დებილი მასწავლებელი გვყავს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 Saturngeorgekh13 ჩვენ მასწავლებლებს სერთიფიკატი თუ არ ჰქონდათ ვისზე ნაკლები ვიცით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted August 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 გენაცვალე ლოღიკაში სადმე ტესტების ნიმუშები ხომ არ მოგეპოვება, მაგალითად დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებელთათვის...მაინტერესებს, რა იყო იქ გადაულახავი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 სადმე არის იმ გამოცდების ნიმუშები, რაც იყო მაგალითად მათემატიკაში? ანდა ფიზიკაში? ჯერ არაა რამდენადაც ვიცი, მაგრამ დადებენ აუცილებლად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted August 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 Saturngeorgekh13 ჩვენ მასწავლებლებს სერთიფიკატი თუ არ ჰქონდათ ვისზე ნაკლები ვიცით.სერთიფიკატი არ არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა... მე არ მჯერა შაშკინის მიერ ჩატარებული სერთიფიცირებისა... ჯერ არაა რამდენადაც ვიცი, მაგრამ დადებენ აუცილებლად.კარგი ბატონო, დაველოდოთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted August 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 დაიჯერეთ ბატონებო, დაიჯერეთ... ის გჯერათ, რომ ბევრი იაკობ გოგებაშვილი გვყავს და მაინც ჩლუნგები გვეზრდებიან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted August 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 ჯერ არაა რამდენადაც ვიცი, მაგრამ დადებენ აუცილებლად.კარგი ბატონო, დაველოდოთ... აგერ ბატონო ლინკი ბმული ბატონო სატურნ გვაქვს მსვენიერი განყოფილება ფორუმზე განათლების სახელითაა ცნობილი :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted August 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 შედეგი მართლა არ არის კარგი, მე სწორედ ამას ველოდებოდი წარმოიდგინეთ მასწავლებელი, რომელსაც არ აქ წიგნი და ხელი არ მიუწვდება ახალ პროფესიულ ლიტერატურაზეუცხოენაში ვატარებდი ტრენინგს და მთხოვდნენ - ქართულად ჩაატარეთო, არ გვესმისრა სპეციალობაზეა საუბარი?რეგიონებში ძალიან ბევრი უცხოენის მასწავლებელი არ არის იმ სპეიალობის რასაც ასწავლის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 26, 2010 მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეთა 89%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. აუჰ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted August 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2010 მე მაგ მასწავლებლებს ჯერ ფსიხოზე გავუშვებდი და მერე შევამოწმებდი 2+2 ან აი ია თუ იციან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2010 kisaრეგიონებში ძალიან ბევრი უცხოენის მასწავლებელი არ არის იმ სპეიალობის რასაც ასწავლისეგ იმედია გამოსწორდება იმ უცხოელი მასწავლებლების დახმარებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted August 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 27, 2010 Saturnეგ იმედია გამოსწორდება იმ უცხოელი მასწავლებლების დახმარებით. სკოლებში მხოლოდ ინგლისურს არ ასწავლიან სტანდარტის მიხედვით ბავშვს სკოლაში სწავლის პერიოდში რამოდენიმე ენის სწავლა მოუწევსმინიმუმ 2 ენისისე კი ძალიან საინტერესოა ამ უცხოელ მასწავლებელს თუ აქვთ სერტიფიკატები, პროფესიულ უნარებში როგორ აქვთ საქმე?შენ არ გაინტერესებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.