planetanews Posted August 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 25, 2010 მართლმადიდებელი მრევლი ბათუმში აქციებს დილიდან გეგმავს, რადგან ისინი 26 აგვისტოს გეი აღლუმის ჩატარებას ელოდებიან. ბათუმის საკათედრო ტაძარში სასულიერო პირი და მრევლი 25 აგვისტოს საღამოს შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობა მოაწყვეს და რუსთაველის გამზირზე მდებარე წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან გადაინაცვლეს. აქვე მდებარეობს სასტუმრო შერატონი, სადაც სასულიერო პირების განცხადებით უცხოეთიდან ჩამოსული ჰომოსექსუალები არიან. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ბათუმის მთავარი ქუჩა და წაიკითხეს ლოცვა. საპატრულო პოლიციის ერთადერთმა ავტომანქანამ მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ დატოვა, როცა ერთერთ პატრულს აქციის მონაწილეებმა თხოვნით მიმართეს.. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts