planetanews Posted August 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 25, 2010 ბათუმში მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი გეი აღლუმის გასაპროტესტებლად დღის 12 საათზე შეიკრიბა და ქალაქის ქუჩებში მსვლელობა დაიწყო. ”ჩვენ გულხელდაკრეფილები არა ვართ. საპატრიარქოში ამაზე ბევრს ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ ადამიანების განეიტრალება. და საპატრიარქომ, კერძოდ მისმა უწმინდესობამ გააკეთა განცხადება ბოლო ფაქტებთან დაკავშირებით” - ასე მიმართა თავდაპირველად შეკრებილ მრევლს მღცდელმა თეიმურაზმა, რომლის შემდეგაც საპატრიარქოს განცხადება წაიკითხა. შემდეგ კი მოუწოდა მოქალაქეებს, რომ დაეწყოთ მსვლელობა ქალაქში, სადაც გაჩერდებოდნენ დროდადრო და მოაპკურებდნენ ნაკურთხ წყალს. მან ასევე განაცხადა, რომ ”ჩვენგან (მართლმადიდებლებისგან) ძალადობა არ უნდა შეიმჩნეოდეს. ნეტგაზეთს არ მიეცა შესაძლებლობა მიეღო დამატებით კითხვებზე პასუხი მღვდელ თეიმურაზისგან, რომელმაც აგვიკრძალა გადაღება. მსვლელეობის დაწყების შემდეგ ნეტგაზეთმა ინტერვიუ ჩაწერა დეკანოზ ბასილ ბერიძესთან, რომელიც გახლავთ ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღოლი. მანაც განაცხადა, რომ ისინი არ უჭერენ მხარს ძალადობას და რომ დღევანდელი აქცია არის ქადაგება, რისი უფლებაც აქვთ. ინტერვიუს ჩაწერის დროს ნეტგაზეთს უცნობმა პირმა კიდევ ერთხელ ”შეახსენა”, რომ გადაღების უფლება არ გვქონდა. აქცია ქალაქის ქუჩებში მსვლელობით გაგრძელდა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts