planetanews Posted August 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/isn.gif სერგეი ბლაგოვი რუსეთი კავკასიის თამაშში მორიგ სვლას აკეთებს და საქართველოსგან გამოყოფილი რეგიონების მხარდაჭერას აძლიერებს კრემლმა სეპარატისტული რესპუბლიკების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მხარდამჭერი რამდენიმე ახალი ნაბიჯი გადადგა. 8 აგვისტოს პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აფხაზეთის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდა და გუდაუთაში რუსული სამხედრო ბაზა მოინახულა. 13 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის ლიდერთან, ედუარდ კოკოითისთან შეხვედრისას, მედვედევმა დაადასტურა, რომ მოსკოვის პოლიტიკა ორი აჯანყებული რესპუბლიკის მიმართ არ შეცვლილა. მეტიც, 11 აგვისტოს, რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალების გენერალმა ალექსანდრე ზელინმა განაცხადა, რომ აფხაზეთში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა S-300 განათავსა, რომელმაც „საჰაერო სივრცეში სახელმწიფოებრივი საზღვრის დარღვევის ფაქტები“ უნდა აღკვეთოს და გაანადგუროს „ამ ტერიტორიების საჰაერო სივრცეში შემოჭრილი საფრენი აპარატები, მათი ფრენის მიზნის მიუხედავად“. ზელინმა ასევე განაცხადა, რომ გუდაუთაში რუსული ბაზის დაცვისთვის აფხაზეთში შესაძლოა სამხედრო თვითმფრინავებიც გადაისროლონ“. მოგვიანებით, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ S-300 აფხაზეთში 2008 წლიდან არსებობს, და ახლა მხოლოდ მათი ადგილმდებარეობა შეიცვალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 13 აგვისტოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ აღებულ არცერთ საერთაშორისო ვალდებულებას არ არღვევს. რა თქმა უნდა, საქართველო ამას არ ეთანხმება, მაგრამ მას თითქმის არაფრის გაკეთება არ შეუძლია. თბილისი რუსეთს ადანაშაულებს, რომ ის არღვევს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. იმის იმედით, რომ დასავლეთს ქმედებებისკენ უბიძგებს, საქართველოს ხელისუფლება ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, რომ რუსეთის S-300, აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს და ევროკავშირის ძალების წინააღმდეგაა მიმართული. ამ ნაბიჯმა გააცოცხლა ხმები იმის თაობაზე, რომ S-300–მა ხელი უნდა შეუშალოს აშშ–ს და ისრაელს „ჩრდილოეთ მარშრუტის“ საშუალებით (რუმინეთის ავიაბაზებიდან შავი ზღვისა და საქართველოს და აზერბაიჯანის საჰაეროს სივრცის საშუალებით) ავიადარტყმის გახორციელებაში. თეირანთან გაფორმებული შეთანხმების მიუხედავად, რუსეთს არ სურდა ირანისთვის S-300–ის მიწოდება, თუმცა, ამ თვის დასაწყისში ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ S-300–ის ოთხი კომპლექსის შეძენა შეძლო. მოსკოვი და მინსკი ამ ფაქტთან საკუთარ კავშირს უარყოფენ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხმა ასევე გააფუჭა რუსეთის ურთიერთობა ოდესღაც მის უახლოეს მოკავშირე ბელორუსთან. 3 აგვისტოს მედვედევმა ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იმაში დაადანაშაულა, რომ იგი არ ასრულებს დანაპირებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. 13 აგვისტოს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას არანაირი მსგავსი დაპირება არ გაუცია. რამდენიმე დღეში, კრემლი დაიმუქრა, რომ ამ დაპირების სტენოგრაფიულ ჩანაწერს გამოაქვეყნებდა. 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და დაიფიცა, რომ თავის ახალ მოკავშირეებს „ყველა საშუალებით“ დაიცავდა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში რუსეთის და საქართველოს არმიებს შორის – 2008 წლის 8–12 აგვისტოს ეგრედწოდებული ხუთდღიანი ომი. ევროკავშირმა და აშშ–მ რუსეთის გადაწყვეტილებას „უპასუხისმგებლო“ უწოდეს. ბევრს მიაჩნია, რომ საქართველოს კრიზისი დასავლეთის მხრიდან კოსოვოს აღიარებაზე გადაწყვეტილების შედეგია, და მაინც, რუსეთი ამტკიცებს, რომ ამ ორი სიტუაციის შედარება არ შეიძლება და ის არ აპირებს დასავლეთის მხარდაჭერით სერბიისგან გამოყოფილი რეგიონის აღიარებას. რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები რეგიონში ცხადად ადასტურებს იმას, რომ 2008 წლის ომში აშკარა გეოპოლიტიკური გამარჯვების წყალობით, ამ თამაშში ყველა კოზირი მოსკოვის ხელშია, და რომ დასავლეთს არ აქვს სერიოზული ბერკეტები, რომელიც მოსკოვს ამიერკავკასიის პოლიტიკის გადახედვას აიძულებდა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts