planetanews Posted August 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2010 დედალაქში 22 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ერთმანეთს შეუერთდა. ამის შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. სკოლების რეორგანიზაციის საკითხს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს , რომელიც უკვე გამოქვეყნდა.ბრძანების თანახმად, ძველი თბილისის რაიონის #44-ე სკოლა #49-ე სკოლას მიუერთდა, ვაკე-საბურთალოს რაიონის #38-ე სკოლა კი #171-ე სკოლას.სკოლების გაერთიანების ყველაზე მეტი ფაქტი, ისან-სამგორის რაიონშია. კერძოდ, ამ რაიონში #172-ე სკოლა – #40-ე სკოლას შეუერთდა; #106-ე სკოლა – #78-ე სკოლას; #121-ე სკოლა – #90-ე სკოლას; #25-ე სკოლა – #146-ე სკოლას; #95-ე სკოლა – #81-ე სკოლას; #110-ე სკოლა კი #103-ე სკოლას.რაც შეეხება გლდანი-ნაძალადევის რაიონს, აქ #15-ე სკოლა #207-ე სკოლას უერთდება, #208-ე სკოლა კი #173-ე სკოლას.ამას გარდა, სოფელ წყნეთში მდებარე აფხაზეთის #8 საჯარო სკოლა, თბილისის დიდგორის რაიონის #137-ე სკოლას შეუერთდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts