planetanews Posted August 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/gazette.jpg ბრუს კონსტანტინო, Postmedia News, Vancouver Sun პრეზიდენტს ვანკუვერში ყინულის მოედანი იმდენად მოეწონა, რომ რამდენიმე ცალი საკუთარი ქვეყნისთვის შეუკვეთა ჯონ გუდვინთან 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის პირველ კვირა დღეს უცნაური სატელეფონო ზარი გაისმა. საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის რეფერენტმა მას უთხრა, რომ პრეზიდენტს დასავლეთ ვანკუვერის ყინულის ხელოვნურ მოედანზე სრიალი სურდა. როგორც ჩანს პრეზიდენტმა უნიკალური კანადური პროდუქციის შესახებ ზოგიერთი ქართველი სპორტსმენისგან შეიტყო და მისი გამოცდა საქართველოდან ჩამოტანილი საკუთარი ციგურებით სურდა. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ დორვალში მდებარე ხელოვნური ყინულის მოედნების მწარმოებელმა კანადურმა Synthetic Ice–მა საქართველოში ორი მოედანი დაამონტაჟა; დაგეგმილია კიდევ 14–მდე ასეთი მოედნის გაყიდვა, ერთი კონსტრუქციის – $125 000–ად. „ჩვენ ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ამ ტიპის ინვესტიციას მივიღებდით – ვერასდროს, მილიონი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ინტერვიუში Synthetic Ice–ის პრეზიდენტმა ფრანსუა ბილოდომ. „შანსი, რომ მასზე საქართველოს პრეზიდენტი ისრიალებდა, მილიონიდან ერთი იყო“. დროებითი მოედანი თამაშების დროს დამონტაჟდა და გუდვინმა არც კი იცოდა ამის შესახებ, როდესაც მასთან პრეზიდენტისგან დარეკეს. „შუადღემდე ის ხალხისთვის დახურული იყო, მაგრამ პრეზიდენტისთვის უფრო ადრე, დაახლოებით 9:45 გახსნეს“. მან თქვა, რომ სააკაშვილის ესკორტი დროულად მოვიდა, 42 წლის პრეზიდენტი გადმოვიდა, ჩაიცვა ციგურები და დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში სრიალებდა 15X30 მეტრიან პოლიეთილენის ზედაპირზე. მას მწვანე სვიტერი და ჯინსი ეცვა. გარკვეული ხნის განმავლობაში პრეზიდენტთან ერთად ორი თინეიჯერი გოგონა (საქართველოს დელეგაციის წევრთა შვილები) სრიალებდა; იგი კი ბევრი კითხვას სვამდა ამ უნიკალური ზედაპირის ფასსა და მომსახურებაზე. „მან აღმოაჩინა რომ ამ ყინულზე სრიალი ოდნავ უფრო მძიმეა, ვიდრე ჩვეულებრივ ყინულზე, მაგრამ თქვა, რომ მის ქვეყენაში მოზარდებისთვის მასზე სრიალი შესანიშნავი იქნებოდა“, – თქვა გუდვინმა. ასე რომ წაიღო რამდენიმე ბროშურა და მალე, ბილოდოს საქართველოს მთავრობის ჩინოვნიკები დაუკავშირდნენ და Synthetic Ice–სთვის ახალი, აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის კარი გაიღო. კომპანიამ ახლახანს დაამონტაჟა ხელოვნური ყინულის მოედნები მესტიასა და ბათუმში და ბილოდომ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ასეთი 10–დან 14 მდე მოედანი უნდა დაამონტაჟონ. კონტრაქტის თანახმად Synthetic Ice–მა ზედაპირის, ჯებირების, ბარიერების დამონტაჟება, ციგურები და ობიექტების ტექნიკური მომსახურება უნდა უზუნველყოს. „მათ ძალიან სურთ საკუთარ ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარება, და ამ გზით ამის გაკეთება გაცილებით იაფია, ვიდე 2.5 მილიონი დოლარის დახარჯვა ერთ ჩვეულებრივ ყინულის მოედანზე“, – თქვა ბილოდომ. „ელექტროენერგია ევროპაში ძალიან ძვირია, ამას (ხელოვნურ მოედნებს) კი გაყინვა არ სჭირდება“. Synthetic Ice მისი მოედნების უმრავლესობას ჩრდილოეთ ამერიკაში ყიდის, მაგრამ კომპანიამ ლუქსემბურგის, მაროკოს და ალჟირის ბაზრებზეც შეაღწია. გუდვინი ამბობს, რომ ის ამაყია, რომ სააკაშვილი კანადური ტექნოლოგიით მოიხიბლა და ბედნიერი მოვლენების სერია Synthetic Ice–ს ახალ ბაზარზე შეღწევის საშუალებას აძლევს. „ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა“, – თქვა მან, „თქვენ მსგავს რამეს ვერ დაგეგმავთ“. გუდვინმა თქვა, რომ სააკაშვილისთვის ვანკუვერის ვიზიტი ძალიან მძიმე იყო, რადგან აქ ქართველი მოციგურავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. მაგრამ გუდვინი საკმარისად ეკონტაქტა პრეზიდენტს მისი სამდღიანი ვიზიტის დროს რათა მიმხვდარიყო, რომ ის „შესანიშნავი კაცია“, რომელსაც ხალხთან ურთიერთობა უყვარს, რაც პერიოდულად მისი დაცვის თანამშრომლების ცხოვრებას აუტანელს ხდიდა. „როდესაც ის აეროპორტისკენ გაემგზავრა, ხელი ჩამომართვა, ორჯერ გადამეხვია და მითხრა, რომ ის მართლაც ძალიან აფასებდა იმ ყველაფერს, რაც ჩვენ მისთვის გავაკეთეთ“, – თქვა გუდვინმა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts