Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - აპელაციის შედეგები ჩარიცხულთა სიებთან ერთად გამოქვეყნდება


Recommended Posts

ერთიანი ეროვნული გამოცდების გასაჩივრების შედეგების გამოქვეყნება 25 აგვისტომდე გადაიდო. ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი აბიტურიენტებს პასუხობდა, რომ შედეგები 20 აგვისტოს გახდებოდა ცნობილი, თუმცა თარიღმა 23 აგვისტომდე გადაიწია. ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მაია გაბუნია ამბობს, რომ აპელაციის შედეგები, საბოლოო სიებთან ერთად, 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადის შეტანა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ 9 –დან 14 აგვისტომდე შეეძლოთ. გაბუნიას თქმით, შესული განცხადებების რაოდენობა 2000 აღწევს. ცენტრის დებულებით, აპელაციის შედეგები არაუგვიანეს 20 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს.

 

,,თუ აბიტურიენტი გასაჩივრების შედეგებს არ დაეთანხმება, მას შეუძლია საჩივარი უკვე სასამართლოში შეიტანოს. აბიტურიენტის საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ცენტრი ვალდებული იქნება, იგი ჩარიცხულთა სიებს დაამატოს”, - ამბობს ეროვნული გამოცდების ცენტრის იურისტი სოფო გიორგაძე. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...