Jump to content
Planeta.Ge

დევნილებმა პირი ამოიკერეს


Recommended Posts

ამისთვის გადამათარგმნინებინე კაცო და ეგ ინგლისური ტექსტი გააგზავნე მენთქი.

 

შენ არ იძახდი გაეროში გავიქცევიო. იაქტიურე :)

 

იქნება. დრო უნდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 314
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

kisa

დღეს ველაპარაკე დევნილებს ესე მითხრეს 7-ში დიდი აქცია იგეგმებაო მაგრამ მაგათი საქმე ძალიან ცუდადაა, ბევრს კიდე ატყუებენ და იმედი აქვთ რომ ნაწილს დატოვებენ, სხვებს კი გაყრიან ზუგდიდის რაიონში - 35 კილო

lasha1997

ლევანა აქაურია და თან პოლიტ ფორუმზეც დავდე.კისას გახსნილი თემა არავის არ აინტერესებს,რადგან ეს პრობლემა მათ არ ეხებათ.   ზატო ტრაკის მიმცემების თემაში იცავენ ადამიანებს.

babuagiorgi

აქ საუბარი იმაზეა, რომ დევნილები როგორც ასეთი და ეს მხოლოდ აფხაზეთიდან არა, არამედ სამწუხაროდ 99% ხმას ხელისუფლებას აძლევდა არჩევნებში. მოკლედ რამდენჯერ მოატყვილეს და მაიც სჯეროდათ ამათი. ამაზეა ხალხი

Posted Images

babuagiorgi

აღნიშნული თემა ჩემთვის კარგად არის ცნობილი.

აფხაზეთში ომის დაწყებამდე ვიყავი მოსკოვის ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტი, პერსპექტივის მიუხედავად მივატოვე კარიერა და ჩავედი სახლში (სოხუმში) საომრად. გავლილი მაქვს ბოლო დღემდე საომარი მოქმედებები ვარ ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი. გამოცემული მაქვს (ავტორი) 4 კრებული დევნილთა საკითხებზე და და მრავალი გამოცემის თანაავტორი (შეგიძლია გადაამოწმო გუგლში გიორგი ურიდია). მეგონა რომ მიყვარდა ჩემი სამშობლო, მაგრამ ეს თურმე საკმარისი არ ყოფილა. კრიტიკული ვიყოთ ჩვენი თავის მიმართ და კრწანისის ველზე დატრიალებილი ტრაგედია არ უნდა დავაბრალოთ აღა-მაჰმად-ხანს.

თუ არ შეწუხდები გახსენი ცალკე თემა, სიამოვნებით გავეცნობით შენს მოსაზრებებს აფხაზეთის ომის მიმდინარეობასტან დაკავშირებით, მითუმეტეს რომ ხარ ომის მონაწილე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ არ იძახდი გაეროში გავიქცევიო. იაქტიურე

 

 

არა მაქვს პრობლემა,მაგრამ ამას გამოცდილი ადამიანის რჩევა უნდა.ავიღო ამოვპრინტო და ისე წავიღო და მეტი არაფერი არ არის საჭირო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა მაქვს პრობლემა,მაგრამ ამას გამოცდილი ადამიანის რჩევა უნდა.ავიღო ამოვპრინტო და ისე წავიღო და მეტი არაფერი არ არის საჭირო?

 

ამობეჭდვა და მიტანაა საკმარისი. მანდ სამდივნო იქნება აუცილებლად და ესენი გაანაწილებენ იმის მიხევით რა სწერია მანდ.

 

დაიცადე ჯერ. კიდევ იქნება ხელმოწერები საზღვარგარეთიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაიცადე ჯერ. კიდევ იქნება ხელმოწერები საზღვარგარეთიდან.

 

 

რაის საზღვარგარეთი კაცო და თვითონ ქართველებს ჰკიდიათ ეს ყველაფერი.

 

 

გუშინ იქით ვიღაც სახლიდან გამოგდებული გოგო ნახეს და ერთი ისტერიკა იყო ატეხილი გადავარჩინოთო და ამდენი ხალხი რომ დაიქნიეს სახლებიდან ის ჰკიდიათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

ეს დემაგოგია არის თქვენი მოგონილი, რათა პასუხისმგებლობა თქვენ დანაშაულზე სხვაზე გადაიტანოთ!

ვინ დაიწყო ომი აფხაზეთში კარგად ვიცი. ომის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში ადგილობრივი ქართველებისათვის (აფხაზეთში) იარაღი არ მიუციათ პირიქით სანადირო თოფებიც წაართვეს, სანამ ბოლომდე არ გაიძარცვა შემოსული ბანდების მიერ და არ გაიტანეს აფხაზეთის მოსახლეობის დოვლათი. ხოლო როდესაც ეცემოდა აფხაზეთი ჯარმა დატოვა თავისი პოზიციები და გაეცალა იქაურობას, ადგილობრივი მოსახლეობა კი დარჩა დაუცველი მტერთან, შესაბამისად მოსახლეობაში მსხვერპლი იყო ძალიან დიდი, რაც ჩემი აზრით იყო გენოციდი

 

რაც არ მოგწონთ დემაგოგობას ეძახით.

მშვენივრად მახსოვს გამსახურდიას ჩამოგდების მერე ზვიადისტების მიტინგები სოხუმში.

ფაქტიურად ბლოკადა გაუკეთეს რკინიგზას. მაგას ცენტრალური ხელისუფლება რომ ვერ აიტანდა ძნელი მისახვედრი იყო?

ანდა რა გეზვიადებოდათ, ზურგსუკან აფხაზების და სომხების სახით ასეთი დაუნდობელი მტრები თუ გყავდათ?

მე უნდა მივმხვდარიყავი მაგას თბილისიდან? თუ საკუთარ მამულზე უნდა გეფიქრათ და არა ზვიადი ან შევარდნაძეზე?

მერე, იმ გამხეცებული პუჩისტების წინააღმდეგ მშვიდობიანი მიტინგები რომ ბუზის ბზუილი იყო თბილისის მაგალითები არ კმაროდა?

ან კიტოვანის შემოსვლის მერე სანადირო თოფები რატომ უნდა ჩაგებარებინათ ტუკი გქონდათ? მაგრამ ვიცი რომ არც ქონდათ,

ისიც ვიცი რომ ნაწილი კიტოვანს შეეკრა, ნაწილი არძინბას, ან იმ ნაძირლების იმედად იქნებოდა ნორმალური ადამიანი და საკუთარი ლიდერი არ უნდა გყოლოდათ? ხო, კიდევ ლონდერ ცაავა იყო თქვენი მხსნელი....

ერთი სიტყვით ძალიან ბევრი კითხვები შეიზლება წარმოიშვას, რაც ჩვენ ბედოვლათობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზსს, თუ არადა

ახლანდელი სიტუაციაც მეტყველებს. რას ქვია სახლებიდან ვინმეს ყრიან, ვერ გამოხვალთ დევნილები ყველანი ერთად?

თუ აქაც ჩვენ უნდა დავიცვათ თქვენი უფლებები. გაინძერით, გაერთიანდით, იმაზე მეტი რაღა უნდა დაკარგოთ რაც დაკარგეთ.

მერე ჩვენც მხარში დაგიდგებით.

 

არ გეწყინოს თუ რაიმე ისეთი ამოიკითხე ამ პოსტში და პირადად არც მოგმართავ, საერთოდ მიკვირდა ქართველთა ბედოვლათობა

ყოველთვის. უინიაციატივობა, სხვის შემყურე, უკან დახევა, უნდობლობა და ღალატი, ეს ის თვისებებია რაც ამ 20 წელში გამოჩნდა

და დაგვღუპა.

მაპატიე თუ ძალიან მკვახედ დავწერე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისმოწერის სმაილიკი არ გაქვთ ვინმეს :)

 

პ.ს. ხო, ვინც "ჩქიმი პაკაზუხა" სმაილიკს გააკეთებს პრიზი ვირტუალური ჩეხურუ ლუდი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

babuagiorgi

ვარ სამშობლოს რიგითი "მოღალატე" რომელიც აკეთებს იმას რაც შეუძლია.

 

კარგი ციტატა არის. მეც ვარ სამშობლოს რიგითი "მოღალატე" - ვინაიდან არ ან ვერ ვაკეთებ მისთვის რაც შემიძლია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

babuagiorgi

 

 

კარგი ციტატა არის. მეც ვარ სამშობლოს რიგითი "მოღალატე" - ვინაიდან არ ან ვერ ვაკეთებ მისთვის რაც შემიძლია

 

:givi:

 

გასაგებია. ესეც ვიგულისხმე.

 

პ.ს. ისე კი ოფიციალურადაც მოღალატე ვარ :givi: ნუ ხელისუფლება იძახის მაგრამ მე არ მჯერა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა დავამთავრე. :) ასე 30 წერილი გავაგზავნე ევროპარლამენტში.

საინტერესოა რექცია.................

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, დღეს კიდევ გავაგზავნი განმეორებით წერილებს და თუ კვირის ბოლომდე არაფერი დაემატა, მაშინ დიტო ამოვბეჭდოთ და ოფიციალურად დავაგზავნოთ მისამართებზე, ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში და გაეროში.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

ოპოზიციონერი დეპუტატის, დიმიტრი ლორქთიფანიძის წუხილს იმის თაობაზე, რომ დევნილების პრობლემებით ბევრი მისი კოლეგა ურმავლესობიდან არც კი ინტერესდება, სხდომაზე მყოფი დეპუტატების ხმამაღალი პროტესტი მოყვა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, გია არსენიშვილმა დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიკროფონიც კი გამოურთო.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ ლორთქიფანიძის განცხადება საკითხის პოლიტიზირების მცდელობად შეაფასა.

მისი თქმით, ლორქთიფანიძეს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ დევნილების თაობაზე ამ განცხადებაზე ტელევიზიებში სიუჟეტები გაკეთდება.

მალაშხიამ აღნიშნა, რომ მსოფლიოში არის 54 000 დევნილი, რომლებიც კარვებში ცხოვრობენ. საქართველოს ხელისუფლებამ კი, დევნილებს სახლები აუშენა.

ეს არგუმენტი არასაკმარისია დიმიტრი ლორთქიფანიძისთვი. იგი ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ამ სახლებისთვის, რომლებიც საკმაოდ უხარისხოა, ხელისუფლებამ უცხოეთის ქვეყნების მიერ გამოყოფილი მილიარდი დახარჯა.

 

http://new.interpressnews.ge/ge/politika/146498-saparlamento-umravlesoba-devnilebis-mdgomareobasthan-dakavshirebul-opoziciis-protests-qsiyruesa-da-sibrmavesq-ukavshirebs.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დევნილებს თავისი ნებით არ დაუტოვებიათ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილები. შოთა მალაშხიასნაირი პოლიტიკოსების წყალობით არიან ისინი დევნილებად ქცეული თავის ქვეყანაში და მათი საკითხის მოგვარების პერსპექტივა მათ ხელში გამორიცხულია. ის ხალხი ვინც არიან დამნაშავეები ამ ტრაგედიაში არავინ არ დასჯილა. დაისაჯა ისევ უდანაშაულო დევნილი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„თავისუფალი–დემოკრატების“ ინიციატივით, ქ.თბილისის საკრებულოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი დევნილების საკითხებთან დაკავშირებით:

 

ჩვენ გვინდა ანგარიში გვინდა ჩავაბაროთ მოსახლეობას და რათქმაუნდა პირველ რიგში დევნილებს. კერძოდ ჩვენ, შევისწავლეთ ინდივიდუალური განცხადებები, რომლებიც ჩვენთან შემოდიოდა ამ პერიოდის განმავლობაში, ადგილზე გავეცანით იმ პრობლემებს, რომლებიც აწუხებს დევნილებს, ეს იქნებოდა თბილისში თუ ფოცხო–ეწერში. გუშინ, 4 ოქტომბერს, ამ სამუშაო ჯგუფის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა დევნილთა და განსახლების სამინისტროში სადაც გავიარეთ ყველა ინდივიდუალური პრობლემატიკა.

ჩვენ, შეგვიძლია დავამშვიდოთ სხვადასხვა ობიექტებზე მცხოვრები დევნილები იმ თვალსაზრისით, რომ მათ ჯერ–ჯერობით არ გამოასახლებენ და თუკი გამოასახლებენ ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მათთან შეთანხმებით და ტრანსფარენტულად, ასევე მათ სახელმწიფო შესთავაზებს ალტერნატიულ ფართს.

 

მინდა დავაშვიდო ქ.თბილისის, მე 4 კლინიკის ტერიტორიაზე მცხოვრები 100–ზე მეტი დევნილი ოჯახი, რომელთა დაკავშირებითაც მიმდინარეობს შენობაში გამრიხცველიანება, რის შემდეგაც შესაძლებელია მათ დაუკანონონ საცხოვრებელი ფართები. ამგვარი პირობა მივიღეთ გუშინ დევნილთა და განსახლების სამინისტროში.

 

ასევე შევეხები უშანგი ჩხეიძის 8 –ში მცხოვრებ კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს. არც მათ არ ემუქრებათ ჯერ–ჯერობით გამოსახლება, მაგრამ თუკი უახლოეს მომავალში მათ სახელმწიფო შესთავაზებს ალტერნატიულ ფართს, რათქმაუნდა ისინი მხოლოდ ამის შემდეგ იქნებიან გამოსახლებულნი და მათი მომავალი საცხოვრებლის პრობლემა აღარ დადგება. ასევე, არ გამოასახლებენ სამღერეთის 13–ში მცხოვრებ დევნილებს, ხოლო ოფთალმოლოგიის კლინიკაში მცხოვერები დევნილები გადავლენ დამწვრობის ცენტრში, სადაც ეხლა რემონტდება ფართები, მათთან მოლაპარაკება ისევ მიმდინარეობს და არ დასრულებულა.

 

მნიშვნელოვანია, რომ ფოცხო–ეწერში მაცხოვრებელ დევნილებზე მივიღეთ პირობა, რომ ისინი უახლოეს მომავალში დასაქმდებიან. წალენჯიხაში იწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სადაც 20 პროცენტი ამ მუშახელისა იქნებიან დევნილები და რათქმაუნდა უპირველეს–ყოვლისა ფოცხო–ეწერში მცხოვრები დევნილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...