Jump to content
Planeta.Ge

დევნილებმა პირი ამოიკერეს

Recommended Posts

ნებართვა არ უნდა აეღო უბრალოდ საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი და იყო გასაკეთებელი ზაფხულის პერიოდში.. არ იყო შესვენების დრო...

არჩევნების დროს ვთქთი,რომ ისე იქცევა თითქოს გარანტირებული აქვს მეთქი რაღაცა და აგრძელებს ესე ქცევას. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 314
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

kisa

დღეს ველაპარაკე დევნილებს ესე მითხრეს 7-ში დიდი აქცია იგეგმებაო მაგრამ მაგათი საქმე ძალიან ცუდადაა, ბევრს კიდე ატყუებენ და იმედი აქვთ რომ ნაწილს დატოვებენ, სხვებს კი გაყრიან ზუგდიდის რაიონში - 35 კილო

lasha1997

ლევანა აქაურია და თან პოლიტ ფორუმზეც დავდე.კისას გახსნილი თემა არავის არ აინტერესებს,რადგან ეს პრობლემა მათ არ ეხებათ.   ზატო ტრაკის მიმცემების თემაში იცავენ ადამიანებს.

babuagiorgi

აქ საუბარი იმაზეა, რომ დევნილები როგორც ასეთი და ეს მხოლოდ აფხაზეთიდან არა, არამედ სამწუხაროდ 99% ხმას ხელისუფლებას აძლევდა არჩევნებში. მოკლედ რამდენჯერ მოატყვილეს და მაიც სჯეროდათ ამათი. ამაზეა ხალხი

Posted Images

Marta1

მაგათ თითო სანადირო თოფი რომ ეყიდათ აფხაზეთში, ჯაბას დასაცავები არ გახდებოდნენ აფხაზებისგან.

მიწაში მარხავდნენ კილოობით ოქროს და ჩააბარეს მერე იქაურ სომხებს.

მაგათი საქმე ვაჭრობა იყო, იქაც და აქაც. ებრაელზე უფრო გაწაფული ერი ვაჭრობაში არ არსებობს, მაგრამ როცა დაჭირდათ

იარაღიც აიღეს ხელში და იცავენ თავის სამშობლოს.

ამოდენა ხალხი ერთ ნორმალურ არასამთავრობო ორგანიზაციას რომ ვერ შექმნის ის არის გაწყვეტის ღირსი.

პირი ქვისკენ მიქნია, მაგრამ პირდაპირ თქმა სჯობს...

ეს დემაგოგია არის თქვენი მოგონილი, რათა პასუხისმგებლობა თქვენ დანაშაულზე სხვაზე გადაიტანოთ!

ვინ დაიწყო ომი აფხაზეთში კარგად ვიცი. ომის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში ადგილობრივი ქართველებისათვის (აფხაზეთში) იარაღი არ მიუციათ პირიქით სანადირო თოფებიც წაართვეს, სანამ ბოლომდე არ გაიძარცვა შემოსული ბანდების მიერ და არ გაიტანეს აფხაზეთის მოსახლეობის დოვლათი. ხოლო როდესაც ეცემოდა აფხაზეთი ჯარმა დატოვა თავისი პოზიციები და გაეცალა იქაურობას, ადგილობრივი მოსახლეობა კი დარჩა დაუცველი მტერთან, შესაბამისად მოსახლეობაში მსხვერპლი იყო ძალიან დიდი, რაც ჩემი აზრით იყო გენოციდი

დღეისათვის ფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სამწუხაროდ არის გასული ქვეყნიდან, ვინაიდან სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მათთვის საარსებო მინიმალური პირობები.

არსებულ მდგომერეობაზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ თანაბარწილად!!!

აფხაზეთის დაკარგვაში, ომის დაწყებასა და მის არასწორ წარმართვაში უდიდესი წვლილი მიუძვის თბილისს,

მაგრამ აფხაზეთის ქართველობამ ძირითადად საკმაოდ პასიური პოზიცია დაიკავა,

კარგით, დავუშვათ რომ თბილისმა მართლაც განაიარაღა ქართული მოსახლეობა და არ მისცა ომში ჩართვის შესაძლებლობა,

დავუშვათ, მაგრამ რა უშლიდათ დევნილებს ხელს იმაში რომ ჩამოეყალიბებინათ თავიანთი ორგანიზაცია და დაეცვათ თავიანთი კანონიერი ინტერესები დევნილობის შემდეგ?

ეხლაც არააა გვიან, დევნილებს ბევრი რამ აერთიანებთ, საერთო გასაჭირი, საერთო ინტერესები, დაიწყონ მათ თავიანთი ინტერესების დაცვა, მოსთხოვონ სახელმწიფოს ის რაც ეკუთვნით და მერწმუნე რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მათ გვერდით დადგება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ის ტაქტიკა რასაც მთავაზობ ჩემთვის არის მექანიზმი და არა მიზანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ადამიანის ცხოვრებისათვის საკადრისი საზოგადოებისა და სახელწიფოს შექმნა, რის თაობაზე შემდეგ მოგწერ. ეხლა მეჩქარება უნდა წავიდე საქმეზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის ტაქტიკა რასაც მთავაზობ ჩემთვის არის მექანიზმი და არა მიზანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ადამიანის ცხოვრებისათვის საკადრისი საზოგადოებისა და სახელწიფოს შექმნა, რის თაობაზე შემდეგ მოგწერ.

გეთანხმებით. ერთი პატარა შესწორებით: არც მიზანზე და არც მექანიზმზე არ უნდა ვთქვათ უარი. ყველაფერი ასაწონ-დასაწონია.

და კიდევ. ისეთივე ღალატი საკუთარ ხალხის წინაშე იყო გამეორებული 2008წელს: განიარაღება, მიტოვება, არაინფორმირება. აქ ერთი დასკვნა თავისთავად იბადება: ნებისმიერ საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ხალხის გაერთიანების, შეიარაღების, საკუთარი ინტერესების დაცვის ეშინია!

ეხლა წარმოიდგინეთ, რომ 2008წელს უკანდახევის დროს ადგილობრივ მოსახლეობისთვის იარაღი არ ჩამოერთვათ. მაშინ ხომ რუსთაველზე უიარაღო ლტოვილები კი არ იქნებოდნენ, არამედ იარაღიანი. რომელთან უფრო ადვილია ლაპარაკი და დამორჩილება? მაგიტომ აყარეს იარაღი ადგილობრივ მოსახლეობას 2008 სასწრაფოთ უკან დახევის პირობებშიც კი!

ხალხის გაერთიანება, ხალხის მიერ თავისი თხოვნების მშვიდობიანი წამოყენება - არის ის ერთადერთი დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ პირამიდას წვეროდან ფუძეზე გადაატრიალებს და სიმყარეს მისცემს. იმ სიმყარეს რაც აუცილებელია, რომ "ადამიანის ცხოვრებისათვის საკადრისი საზოგადოებისა და სახელწიფოს შექმნა". აი ეს კი, მართლა, მიზანია!!

Edited by GeoStream
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეეშვით რა არასწორ ინფორმაციების გარჩევას აფხაზეთში ომის თაობაზე. არ არის ეს თამა ამ საკითხზე.

რა მოხდა და როგორ მოხდა ეს დევნილების პრობლემებს არ გადასწყვეტს. ის რომ დევნილების გასახლება არასწორი იყო არც ამას არმართლებს რამე.

მე არ ვიცი რა და როგორ იყო.

რაში არ ეთანხმებით giauridia-ს? სადღაც იმ მხარეზე იყავით, რომელსაც giauridia აკრიტიკებს. ეს არ უნდა იყვეს საფუძველი სიმართლის და გამოსავლის ძებნაში დღევანდელ სიტუაციაში. დღევანდელი სიტუაცია კი არ შემოიფარგლება მარტო გამოსახლებით!

დღევანდელი სიტუაცია შემოიფარგელბა გამოსახლებით და დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნით, ნუ მინიმუმ ამ თემაში :)

საქართველოში საომარი მოქმეებების თემა გახსენით და იქ ვისაუბრობთ "განიარაღების" და ბრძოლის თემაზე.

რამდენი თემაა გასახსნელი დევნილებზე? ამ თემაში დევნილების სხვა პრობლემებზეც ვსაუბრობთ და პროტესტს არ იწვევდა. რადგან ამ თემას ეგ მაღლა წევდა. ეგრე რომ არ ყოფილიყო გამოშრებოდა ის ნაკადები, რომლებიც ამ თემას ავსებდნენ. როგორც ხელმომწერთა ნაკადი ამოშრა...

41 ქართულ ტექსტს აწერს ხელს. რამდენი ხელმოწერა შეაგროვა ინგლისურმა ტექსტმა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

აღნიშნული თემა ჩემთვის კარგად არის ცნობილი.

აფხაზეთში ომის დაწყებამდე ვიყავი მოსკოვის ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტი, პერსპექტივის მიუხედავად მივატოვე კარიერა და ჩავედი სახლში (სოხუმში) საომრად. გავლილი მაქვს ბოლო დღემდე საომარი მოქმედებები ვარ ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი. გამოცემული მაქვს (ავტორი) 4 კრებული დევნილთა საკითხებზე და და მრავალი გამოცემის თანაავტორი (შეგიძლია გადაამოწმო გუგლში გიორგი ურიდია). მეგონა რომ მიყვარდა ჩემი სამშობლო, მაგრამ ეს თურმე საკმარისი არ ყოფილა. კრიტიკული ვიყოთ ჩვენი თავის მიმართ და კრწანისის ველზე დატრიალებილი ტრაგედია არ უნდა დავაბრალოთ აღა-მაჰმად-ხანს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეთანხმებით. ერთი პატარა შესწორებით: არც მიზანზე და არც მექანიზმზე არ უნდა ვთქვათ უარი. ყველაფერი ასაწონ-დასაწონია.

და კიდევ. ისეთივე ღალატი საკუთარ ხალხის წინაშე იყო გამეორებული 2008წელს: განიარაღება, მიტოვება, არაინფორმირება. აქ ერთი დასკვნა თავისთავად იბადება: ნებისმიერ საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ხალხის გაერთიანების, შეიარაღების, საკუთარი ინტერესების დაცვის ეშინია!

ეხლა წარმოიდგინეთ, რომ 2008წელს უკანდახევის დროს ადგილობრივ მოსახლეობისთვის იარაღი არ ჩამოერთვათ. მაშინ ხომ რუსთაველზე უიარაღო ლტოვილები კი არ იქნებოდნენ, არამედ იარაღიანი. რომელთან უფრო ადვილია ლაპარაკი და დამორჩილება? მაგიტომ აყარეს იარაღი ადგილობრივ მოსახლეობას 2008 სასწრაფოთ უკან დახევის პირობებშიც კი!

ხალხის გაერთიანება, ხალხის მიერ თავისი თხოვნების მშვიდობიანი წამოყენება - არის ის ერთადერთი დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ პირამიდას წვეროდან ფუძეზე გადაატრიალებს და სიმყარეს მისცემს. იმ სიმყარეს რაც აუცილებელია, რომ "ადამიანის ცხოვრებისათვის საკადრისი საზოგადოებისა და სახელწიფოს შექმნა". აი ეს კი, მართლა, მიზანია!!

ეგ როგორ შეიძლება მოხდეს საქართველოში?

არ იფიქრო, რომ მე სამოქალაქო ომისკენ მოვუწოდებდე ვინმეს...

უბრალოდ მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ ნაციკების თავდაყირა დაყენება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი თემაა გასახსნელი დევნილებზე? ამ თემაში დევნილების სხვა პრობლემებზეც ვსაუბრობთ და პროტესტს არ იწვევდა. რადგან ამ თემას ეგ მაღლა წევდა. ეგრე რომ არ ყოფილიყო გამოშრებოდა ის ნაკადები, რომლებიც ამ თემას ავსებდნენ. როგორც ხელმომწერთა ნაკადი ამოშრა...

41 ქართულ ტექსტს აწერს ხელს. რამდენი ხელმოწერა შეაგროვა ინგლისურმა ტექსტმა?

http://www.georgian-style.net/archives/51

42 ხელმოწერა

ინგლისურს 1

ინგლისური დავაგზავნე (ისე თუ ვინემს აქვს სადმე საშუალება გაგზავნის გააგზავნეთ). ამათ ოდნავ მოფიქრება სჭირდება. იმედი მაქვს იმ კვირის ბოლომდე იქნება რეცენზიები.

კვირის ბოლოს მივცემ პრედსაში რაც იქნება და გადავაგზავნი მისამართების მიხედვით.

აქ მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული და საერთო ჯამში ამ პროტესტმა (ჩვენს გარდა სხვების) და მხარდაჭერამ მგონი რაღაც ნაყოფი გამოიღო. იმედია დაკმაყოფილდება ლტოლვილების მოთხოვნა.

თუ არა გავაგრძლებეთ მხარდაჭერას, თუ გინდ ერთი წელიც იყოს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

აღნიშნული თემა ჩემთვის კარგად არის ცნობილი.

აფხაზეთში ომის დაწყებამდე ვიყავი მოსკოვის ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტი, პერსპექტივის მიუხედავად მივატოვე კარიერა და ჩავედი სახლში (სოხუმში) საომრად. გავლილი მაქვს ბოლო დღემდე საომარი მოქმედებები ვარ ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი. გამოცემული მაქვს (ავტორი) 4 კრებული დევნილთა საკითხებზე და და მრავალი გამოცემის თანაავტორი (შეგიძლია გადაამოწმო გუგლში გიორგი ურიდია). მეგონა რომ მიყვარდა ჩემი სამშობლო, მაგრამ ეს თურმე საკმარისი არ ყოფილა. კრიტიკული ვიყოთ ჩვენი თავის მიმართ და კრწანისის ველზე დატრიალებილი ტრაგედია არ უნდა დავაბრალოთ აღა-მაჰმად-ხანს.

არ მინდოდა უბრალოდ "დაბრალებების" გარჩევა აქ. რაც ეხება ლტოლვილებს აქ დავწერე მგონია ის, რომ 1993 წელს ლტოლვილების უმეტესმა ნაწილამ ჩემს ხელში გაიარა. აბაშაში მიწევად ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება იმისათვი რომ ლტოლვილები ცხენის წყლის ხიდზე გადასულიყვნენ.

მახსოვს გაჩერებული მატარებლები მშიერი ხალხით.

მახსოვ როგორ ვჭრიდი ერთ პურს ოთხად და რიგში მატარებლიდან ჩამოსული ლტოლვილები იდგნენ.

მახსოვს ავსტრიელების წითელი ჯვრის კოლონა, რომელმაც ხალხის გადაყვანაზე სთქვა უარი (ავსტრიელები იყვნენ) და ხალხმა კინაღამ გადაუარა.

მახსოვს ერთი ლტოლვიტა კოლონა მივიყვანე ცხენის წყლის ხიდზე. იმ დღეს მეორე მხარეს მხედრიონელი შემეჩეჩა და ძლივს მოვიოლაპარაკე ცეცხლის შეწყვეტაზე. რომ მივიყვანე კოლონა მაინც დაგვცხეს. ბოლო-ბოლო რომ გაჩერდნენ და ხალხი ფეხით გადავიდა, რამოდენიმე ლტოლვილი მომიბრუნდა და შემეკითხა "ზურგში ხომ არ გვესვრითო", საშინლად მეწყინა, მაგრამ ხმა არ ამოვიღე, ისედაც გაჭივრებულ ხალხს ვერ დავუწყებდი ახსნას.

ბოლო-ბოლო ბევრი რამ მახსოვს მეც და ეს არა მარტო აფხაზეთიდან, არამედ სულ პირველი დღეებიდან აფხაზეთი და სამაჩაბლოდან და ეს იმ პერიოდიდან, როდესაც ჯერ კიდევ კომუნისტები იყვნენ.

არ დამიწერია წიგნი, არ ვწერ მემუარებს, ვარ სამშობლოს რიგითი "მოღალატე" რომელიც აკეთებს იმას რაც შეუძლია. :) "ჩქიმი პაკაზუხა".

ეხლა ამ მომენტში კი მინდა რამენაერად მოხდეს რეაგირება ლტოლვილების თაობაზე და ამ ხელისუფლებამ გააკეთოს ის მინიმუმი მაიც ამ ხალხისთვის. ესაა და ეს.

პ.ს. საწყენად არ დამიწერია, უბრალოდ რავი დაბა, ყველგან დავა არ გამოდის მგონი.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინგლისურს 1

ამისთვის გადამათარგმნინებინე კაცო და ეგ ინგლისური ტექსტი გააგზავნე მენთქი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...