lasha1997 Posted August 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2010 უგულავს მიერ ქუჩაში გამოყრილი დევნილები სოხუმის ხელისუფლებისთვის თავშესაფრის თხოვნას აპირებენ მთავარი, სიახლეები, პოლიტიკა 26-08-2010, 21:58 მადლენ მაჭარაშვილი„ამ ღამეს ქუჩაში გავათევთ, წვიმასა და სიცივეს თუ გავუძელით. მანქანა ვიქირავეთ, ბარგის ნაწილი დავაწყვეთ, რაც არ ეტევა, ქუჩაში დავყარეთ. ხვალ დილით უკვე გადავწყვეტთ ენგურის ხიდისკენ წასვლას, რუსებსა და აფხაზებს ჩავბარდებით, უკვე იმაზეც ვფიქრობთ, რომ რუსეთის მოქალაქეობა მოვითხოვოთ. საქართველოს ხელისუფლებაში არავის ვჭირდებით. სოხუმში ჩვენს სახლს მოვძებნით, ახლობლები ცხოვრობენ იქ და ვიცით, რომ დანგრეული არ არის. იქ „პიარის“ მიზნით მაინც მოგვცემენ თავშესაფარს და ღია ცის ქვეშ ცხოვრება აღარ მოგვიწევს,“- ეს სიტყვები აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონს აგენიცა მაისურაძეს ეკუთვნის. მასთან ერთად დღევანდელი ღამის ქუჩაში გათევა მისი ოჯახის კიდევ 11 წევრს მოუწევს. მაისურაძეები ჭიაურელის ქუჩიდან დღეს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა გამოასახლეს. აგენიცა მაისურაძე: „სოხუმიდანაც კი არ გამოვქცეულვართ, ყველაზე ბოლოს წამოვედით. ტყვიები წვიმასავით მოდიოდა იქ რომ ვიყავით. მერე სვანეთი ფეხით გადმოვიარეთ. რატომ უნდა დაგვმართნოდა ასე? განა, რა დავაშავეთ ასეთი? არავინ გვაქცევს ყურადღებას, არც ლტოლვილთა სამინისტრო, არც მერია. არავის აინტერესებს ჩვენი ბედი.“ იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები შალვა ვაჭრიძის ხელმძღვანელობით ჭიაურელის ქუჩაზე მდებარე დევნილების სახლში დღის ორი საათისთვის მივიდნენ - სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჭიაურელის ქუჩა N12-ის მაცხოვრებლებს მათ მიერ დაკავებული ფართი „გეორგ ფლაუერსის“ დირექტორის, ჯემალ უგულავას, სასარგებლოდ უნდა გაეთავისუფლებინათ. აღმასრულებელთა მიერ განსაზღვრული ვადა დღეს ამოიწურა. აფხაზეთიდან დევნილი 12-სულიანი ოჯახი, რომელიც დღეს თავშესაფრის გარეშე, ღია ცის ქვეშ დარჩა, ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ჭიაურელის ქუჩა N-11-ში არის რეგისტრირებული. სააღსრულებლო დოკუმენტის თანახმად კი, კომპანია „გეორგ ფლაუერსს“ ჭიაურელის ქუჩა N 12-ში (და არა N11) მდებარე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართი ეკუთვნის. „თუ „უკონცერტოდ“ გახვალთ აქედან, ჯემალ უგულავა თანახმაა, რომ 6 თვის ბინის ქირა, თვეში 200-200 ლარი გადაგიხადოთ, თუ არა და, ამასაც ვერ მიიღებთ“,- ეს „გეორგ ფლაუერსის“ დირექტორის, ჯემალ უგულავას ადვოკატის სიტყვებია. მაისურაძეები მათ შემოთავაზებაზე უარს აცხადებენ. „მართალია საცხოვრებელი არ გვაქვს, მაგრამ თავმოყვარეობა არ დაგვიკარგავს. 6 თვის შემდეგ თუ ისევ ქუჩაში უნდა დავრჩეთ, არ გვინდა ასეთი „წყალობა“,-ამბობენ ისინი. თბილისში, ჭიაურელის ქ. N11-ში მაისურაძეების ოჯახი აფხაზეთის ომის შემდეგ, 1993 წლის ნოემბრიდან, ცხოვრობს. 17 წლის წინ მათ აქ ბარაკის ტიპის ნახევრად დანგრეული შენობა დახვდათ, რომლის მიმდებარე ტერიტორია, 1490 კვ.მ, მრავალწლიანი ნარგავებით გაანაშენიანეს. ბარაკი აღადგინეს, მიაშენეს ოთახები. ოჯახის 3 წევრი აფახაზეთის ომის მონაწილეა. ერთი კი - ომის ვეტერანი და მეორე ჯგუფის ინვალიდი. ჰყავთ სამი მცირეწლოვანი ბავშვი და მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველთა კატეგორიას. ჭიაურელის ქუჩა N 11 და მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთი მათი ჩასახლების დროს თბილისის მერიის ბალანსზე ირიცხებოდა. მათ მოპირდაპირე მხარეს მდებარე ორგანიზაციის “გეორგ ფლაუერსის” დირექტორი ჯემალ უგულავა 2003 წლიდან დავობს მაისურაძეების სარგებლობაში არსებულ მიწასა და შენობაზე. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება სასამართლო დავა თბილისის მერიასა და “გეორგ ფალუერსს” შორის. მაისურაძეებმა საკუთარი პრობლემის შესახებ წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართეს ქვეყნის პრეზიდენტს, ქალაქის მერს, ლტოლვილთა სამინისტროს, სახალხო დამცველს... მაგრამ უშედეგოდ. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ მიაკითხეს ყველა ამ უწყებას, ამჯერად გამოსახლების შეჩერების მოთხოვნით. კვლავ არავინ მიაქცია ყურადღება. ნანა ძიმცეიშვილი, მაისურაძეების ადვოკატი: „3 დღეა ვრეკავთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. სამინისტროს ცხელ ხაზზეც დავრეკეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ 12-სულიან ოჯახს ასახლებდნენ, რომელსაც 3 მცირეწლოვანი შვილი და აფხაზეთის ომის ვეტერანი ჰყავთ. დეპარტამენტთან გადაგვამისამართეს. იქ გვითხრეს, რომ არ ეცალათ და ცოტა ხანში უნდა დავკავშირებოდით. ამის მერე საერთოდ აღარ გვიპასუხეს. დავუკავშირდით მერიის სოციალურ სამსახურსაც, გვითხრეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქვემდებარეა. როდესაც 12-სულიანი ოჯახი ქუჩაში რჩება, როგორ შეიძლება მერია ამით არც კი ინტერესდებოდეს?მივმართეთ ლტოლვილთა სამინისტროსაც და ქალაქის მერიასაც, ეშუამდგომლათ აღსრულების ბიუროსთან და დროებით მაინც შეეჩერებინათ გამოსახლება. ჩვენს წერილებს რეაგირება არ მოჰყოლია. მაისურაძეების ოჯახი რეგისტრირებული იყო და არის ჭიაურელის ქუჩა N 11-ში, საააღსრულებლო ფურცელი კი N 12-ში მდებარე საცხოვრებელ ფართსა და მიწის ნაკვეთზეა გამოწერილი. ცოტა ხნის წინ თბილისის მერიიდან მოგვწერეს, რომ „გეორგ ფლაუერსის“ წარმომადგენელი ითხოვდა ჭიაურელის ქუჩა N11 დ-ზე მესაკუთრის უფლების მინიჭებას, რაზეც თბილისის მერიამ უარი უთხრა, რადგან ეს ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრება. აფხაზეთიდან დევნილი მაისურაძეების ოჯახი ისე გამოასახლეს, რომ არც უცდიათ დაედგინათ მათი საცხოვრებლის ზუსტი მისამართი.“ მაისურაძეების გამოსახლების საკითხზე ლტოლვილთა სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც ასეთი რამ გვიპასუხეს: „მაისურაძეების ოჯახი რეგისტრირებულია თბილისში, დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩა N11-ში. სახელმწიფოს აქვს შემუშავებული დევნილთა საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილების გეგმა. ეს ოჯახი პროგრამის მეორე ეტაპზე დაკმაყოფილდება. მეორე ეტაპი კი 2011 წლიდან დაიწყება. როგორც აქამდე მოიცადეს, რამდენიმე თვეც მოიცადონ.“ჭიაურელის ქუჩიდან გამოსახლებულმა მაისურაძეებმა ლტოლვილთა სამინისტროს აცნობეს, რომ ღამის გათევა ქუჩაში უწევთ და ყურადღებას თუ არავინ მიაქცევს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გადავლენ და რუსეთის მოქალაქეობას მოითხოვენ. სამინისტროში დაჰპირდნენ, რომ სიტუაციის ადგილზე გასაცნობად ჭიაურელის ქუჩაზე მათი წარმომადგენელი მოვიდოდა. თუმცა ეს დაპირება ისეთივე ყალბი აღმოჩნდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, წინასაარჩევნო ლოზუნგი - აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ. http://7days.ge/index2.php?newsid=2494 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2010 ევროსაბჭო იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს http://new.interpressnews.ge/ge/politika/143446-evrosabtco-idzulebith-gadaadgilebul-pirtha-gamosakhlebasthan-dakavshirebith-sheshfothebas-gamokhatavs.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted September 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2010 ზუგდიდში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციით იმუქრებიანhttp://presa.ge/index.php?text=news&i=12963 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted September 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2010 უგულავს მიერ ქუჩაში გამოყრილი დევნილები სოხუმის ხელისუფლებისთვის თავშესაფრის თხოვნას აპირებენ მთავარი, სიახლეები, პოლიტიკა 26-08-2010, 21:58 მადლენ მაჭარაშვილი„ამ ღამეს ქუჩაში გავათევთ, წვიმასა და სიცივეს თუ გავუძელით. მანქანა ვიქირავეთ, ბარგის ნაწილი დავაწყვეთ, რაც არ ეტევა, ქუჩაში დავყარეთ. ხვალ დილით უკვე გადავწყვეტთ ენგურის ხიდისკენ წასვლას, რუსებსა და აფხაზებს ჩავბარდებით, უკვე იმაზეც ვფიქრობთ, რომ რუსეთის მოქალაქეობა მოვითხოვოთ. საქართველოს ხელისუფლებაში არავის ვჭირდებით. სოხუმში ჩვენს სახლს მოვძებნით, ახლობლები ცხოვრობენ იქ და ვიცით, რომ დანგრეული არ არის. იქ „პიარის“ მიზნით მაინც მოგვცემენ თავშესაფარს და ღია ცის ქვეშ ცხოვრება აღარ მოგვიწევს,“- ეს სიტყვები აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონს აგენიცა მაისურაძეს ეკუთვნის. მასთან ერთად დღევანდელი ღამის ქუჩაში გათევა მისი ოჯახის კიდევ 11 წევრს მოუწევს. მაისურაძეები ჭიაურელის ქუჩიდან დღეს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა გამოასახლეს. აგენიცა მაისურაძე: „სოხუმიდანაც კი არ გამოვქცეულვართ, ყველაზე ბოლოს წამოვედით. ტყვიები წვიმასავით მოდიოდა იქ რომ ვიყავით. მერე სვანეთი ფეხით გადმოვიარეთ. რატომ უნდა დაგვმართნოდა ასე? განა, რა დავაშავეთ ასეთი? არავინ გვაქცევს ყურადღებას, არც ლტოლვილთა სამინისტრო, არც მერია. არავის აინტერესებს ჩვენი ბედი.“ იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები შალვა ვაჭრიძის ხელმძღვანელობით ჭიაურელის ქუჩაზე მდებარე დევნილების სახლში დღის ორი საათისთვის მივიდნენ - სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჭიაურელის ქუჩა N12-ის მაცხოვრებლებს მათ მიერ დაკავებული ფართი „გეორგ ფლაუერსის“ დირექტორის, ჯემალ უგულავას, სასარგებლოდ უნდა გაეთავისუფლებინათ. აღმასრულებელთა მიერ განსაზღვრული ვადა დღეს ამოიწურა. აფხაზეთიდან დევნილი 12-სულიანი ოჯახი, რომელიც დღეს თავშესაფრის გარეშე, ღია ცის ქვეშ დარჩა, ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ჭიაურელის ქუჩა N-11-ში არის რეგისტრირებული. სააღსრულებლო დოკუმენტის თანახმად კი, კომპანია „გეორგ ფლაუერსს“ ჭიაურელის ქუჩა N 12-ში (და არა N11) მდებარე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართი ეკუთვნის. „თუ „უკონცერტოდ“ გახვალთ აქედან, ჯემალ უგულავა თანახმაა, რომ 6 თვის ბინის ქირა, თვეში 200-200 ლარი გადაგიხადოთ, თუ არა და, ამასაც ვერ მიიღებთ“,- ეს „გეორგ ფლაუერსის“ დირექტორის, ჯემალ უგულავას ადვოკატის სიტყვებია. მაისურაძეები მათ შემოთავაზებაზე უარს აცხადებენ. „მართალია საცხოვრებელი არ გვაქვს, მაგრამ თავმოყვარეობა არ დაგვიკარგავს. 6 თვის შემდეგ თუ ისევ ქუჩაში უნდა დავრჩეთ, არ გვინდა ასეთი „წყალობა“,-ამბობენ ისინი. თბილისში, ჭიაურელის ქ. N11-ში მაისურაძეების ოჯახი აფხაზეთის ომის შემდეგ, 1993 წლის ნოემბრიდან, ცხოვრობს. 17 წლის წინ მათ აქ ბარაკის ტიპის ნახევრად დანგრეული შენობა დახვდათ, რომლის მიმდებარე ტერიტორია, 1490 კვ.მ, მრავალწლიანი ნარგავებით გაანაშენიანეს. ბარაკი აღადგინეს, მიაშენეს ოთახები. ოჯახის 3 წევრი აფახაზეთის ომის მონაწილეა. ერთი კი - ომის ვეტერანი და მეორე ჯგუფის ინვალიდი. ჰყავთ სამი მცირეწლოვანი ბავშვი და მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველთა კატეგორიას. ჭიაურელის ქუჩა N 11 და მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთი მათი ჩასახლების დროს თბილისის მერიის ბალანსზე ირიცხებოდა. მათ მოპირდაპირე მხარეს მდებარე ორგანიზაციის “გეორგ ფლაუერსის” დირექტორი ჯემალ უგულავა 2003 წლიდან დავობს მაისურაძეების სარგებლობაში არსებულ მიწასა და შენობაზე. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება სასამართლო დავა თბილისის მერიასა და “გეორგ ფალუერსს” შორის. მაისურაძეებმა საკუთარი პრობლემის შესახებ წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართეს ქვეყნის პრეზიდენტს, ქალაქის მერს, ლტოლვილთა სამინისტროს, სახალხო დამცველს... მაგრამ უშედეგოდ. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ მიაკითხეს ყველა ამ უწყებას, ამჯერად გამოსახლების შეჩერების მოთხოვნით. კვლავ არავინ მიაქცია ყურადღება. ნანა ძიმცეიშვილი, მაისურაძეების ადვოკატი: „3 დღეა ვრეკავთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. სამინისტროს ცხელ ხაზზეც დავრეკეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ 12-სულიან ოჯახს ასახლებდნენ, რომელსაც 3 მცირეწლოვანი შვილი და აფხაზეთის ომის ვეტერანი ჰყავთ. დეპარტამენტთან გადაგვამისამართეს. იქ გვითხრეს, რომ არ ეცალათ და ცოტა ხანში უნდა დავკავშირებოდით. ამის მერე საერთოდ აღარ გვიპასუხეს. დავუკავშირდით მერიის სოციალურ სამსახურსაც, გვითხრეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქვემდებარეა. როდესაც 12-სულიანი ოჯახი ქუჩაში რჩება, როგორ შეიძლება მერია ამით არც კი ინტერესდებოდეს?მივმართეთ ლტოლვილთა სამინისტროსაც და ქალაქის მერიასაც, ეშუამდგომლათ აღსრულების ბიუროსთან და დროებით მაინც შეეჩერებინათ გამოსახლება. ჩვენს წერილებს რეაგირება არ მოჰყოლია. მაისურაძეების ოჯახი რეგისტრირებული იყო და არის ჭიაურელის ქუჩა N 11-ში, საააღსრულებლო ფურცელი კი N 12-ში მდებარე საცხოვრებელ ფართსა და მიწის ნაკვეთზეა გამოწერილი. ცოტა ხნის წინ თბილისის მერიიდან მოგვწერეს, რომ „გეორგ ფლაუერსის“ წარმომადგენელი ითხოვდა ჭიაურელის ქუჩა N11 დ-ზე მესაკუთრის უფლების მინიჭებას, რაზეც თბილისის მერიამ უარი უთხრა, რადგან ეს ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრება. აფხაზეთიდან დევნილი მაისურაძეების ოჯახი ისე გამოასახლეს, რომ არც უცდიათ დაედგინათ მათი საცხოვრებლის ზუსტი მისამართი.“ მაისურაძეების გამოსახლების საკითხზე ლტოლვილთა სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც ასეთი რამ გვიპასუხეს: „მაისურაძეების ოჯახი რეგისტრირებულია თბილისში, დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩა N11-ში. სახელმწიფოს აქვს შემუშავებული დევნილთა საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილების გეგმა. ეს ოჯახი პროგრამის მეორე ეტაპზე დაკმაყოფილდება. მეორე ეტაპი კი 2011 წლიდან დაიწყება. როგორც აქამდე მოიცადეს, რამდენიმე თვეც მოიცადონ.“ჭიაურელის ქუჩიდან გამოსახლებულმა მაისურაძეებმა ლტოლვილთა სამინისტროს აცნობეს, რომ ღამის გათევა ქუჩაში უწევთ და ყურადღებას თუ არავინ მიაქცევს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გადავლენ და რუსეთის მოქალაქეობას მოითხოვენ. სამინისტროში დაჰპირდნენ, რომ სიტუაციის ადგილზე გასაცნობად ჭიაურელის ქუჩაზე მათი წარმომადგენელი მოვიდოდა. თუმცა ეს დაპირება ისეთივე ყალბი აღმოჩნდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, წინასაარჩევნო ლოზუნგი - აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ. http://7days.ge/index2.php?newsid=2494მოკლედ, ორ უგულავას ერთი თბილისი არა ჰყოფნით! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 (edited) წასული ვიყავი და მანქანაში ჩვენს კორესპონდეტს ვუსმენდი საქართველოდან და აქაურმა კორესპონდენტმა ჰკითხა,რომ სუბელიანმა რატომ და.....ა თავზე ჟურნალისტებს დღეს კონფერენციაზეო და ამაზე არაფერი იცით? იმ ქალმა რა უპაუხა არ იცით? მძიმე პერიოდი აქვს და თავი ვერ შეიკავაო. Edited September 2, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 ევროკავშირის 23 მლნ-იანი ტრანშის გამოყოფა შესაძლოა, კობა სუბელიანის მიზეზით შეფერხდეს სიახლე — თავფურცელი16:22 02.09.2010 ვერსია პრინტერისთვის •დაამატე რჩეულებში • [პირველი]რესპუბლიკელებმა ხელისუფლება ევროკავშირში ჩაუშვეს. შედეგად საქართველოსთვის განსაზღვრული 4 მლრდ-იანი დახმარების ფარგლებში გამოყოფილი მორიგი, 23 მლნ ევროს ოდენობის ტრანში შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის მიზეზით შეფერხდეს.როგორც პირWელს სამთავრობო კულუარებიდან აცნობეს, კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან დევნილების მასობრივი გამოსახლების პრობლემის მოსაგვარებლად რესპუბლიკურმა პარტიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მათ შორის ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს პერ ეკლუნდს მიმართა და გარკვეული მასალებიც წარუდგინა. კონკრეტულად რა მასალებზეა საუბარი, სააგენტოს წყაროსთვის ჯერჯერობით უცნობია. მისივე ინფორმაციით, ეკლუნდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან შეხვედრა მოითხოვა და გილაურს მკაცრი გაფრთხილება მისცა იმის შესახებ, რომ თუ დევნილების მიმართ მსგავსი პოლიტიკა გაგრძელდება, საქართველომ შესაძლოა, ევროკავშირისგან მორიგი, 23 მლნ ევროიანი ტრანში ვეღარ მიიღოს. წყაროს მტკიცებით, პერ ეკლუნდი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა სუბელიანის უწყების წინააღმდეგ დიპლომატიური დემარში მოაწყვეს, რისი გახმაურებაც თავადაც არ ისურვეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს პრესაში კობა სუბელიანის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაციები თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება, თუმცა იგი ამ დრომდე მინისტრად რჩება და როგორც თავად აცხადებს, არსად აპირებს წასვლას. სააგენტოს კიდევ ერთი წყარო კი ამტკიცებს, რომ სუბელიანს წყალი მართლაც შემდგარი აქვს და იგი შესაძლოა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორით ზაზა გოროზიათი ჩაანაცვლონ. პირWელმა ეს ინფორმაცია ადრეც არაერთხელ გააჟღერა. წყარო იმასაც ამბობს, რომ ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილების გასახლების პროცესი სწორედ საქმეში დიპლომატების ჩარევის შემდეგ შეაჩერა. თბილისის კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან დევნილთა განსახლების პროცესის შეჩერების ფაქტი პირWელს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ეკა გულუამაც დაუდასტურა, რომლის განცხადებით, კომპაქტური ჩასახლებებიდან გამოსახლებული დევნილები საცხოვრებელი ფართით უკვე დააკმაყოფილეს, არცერთი სხვა ობიექტიდან კი გასახლება აღარ იგეგმება. ეკლუნდისა და გილაურის შეხვედრის დეტალების დასაზუსტებლად პირWელი პრემიერის პრესსამსახურის ხელმძღვანელს ნიკო მჭედლიშვილს დაუკავშირდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის უცხოელი დიპლომატისა და მთავრობის მეთაურის შეხვედრაზე ინფორმაციას არ ფლობს. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა კი სააგენტოსთან საუბარში რესპუბლიკელების მიერ ელჩებამდე ინფორმაცის მიტანის ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ პარტია ამ საკითხზე ჯერ კიდევ არჩევნების წინა პერიოდიდან მუშაობს, როდესაც მიიღო ინფორმაცია არჩვნების შემდეგ დევნილებს გასახლების პროცესის დაწყების თაობაზე. ვადასტურებ, რომ საქმე დიპკორპუსამდე ჩვენ მივიტანეთ, თუმცა გამოხმაურებაზე ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ. როგორც ვიცი, ეკლუნდსა და გილაურს შორის ფინანსური დახმარების შესაძლო შეფერხებაზე საუბარი შედგა და თუ ეს მართლაც ასეა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, გარკვეული შედეგების მომსწრეც გავხდეთ. რაც შეეხება ევროკავშირის შემდგომ ქმედებებს, ფინანსური დახმარება არის მექანიზმი, რომლითაც მსგავს ორგანიზაციებს ამა თუ იმ ხელისუფლებაზე ზემოქმედება შეუძლიათ და თუ ევროკავშირი დევნილებთან დაკავშირებულ სიტუაციას შეცვლის, ვფიქრობ, ამაში ჩვენი წვლილიც დიდი იქნება, - განაცხადა ხიდაშელმა. რაც შეეხება სუბელიანის უწყების წინააღმდეგ მოწყობილ დიპლომატიურ დემარშს, საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. http://presa.ge/index.php?text=news&i=13004 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 (edited) აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს პრესაში კობა სუბელიანის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაციები თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება, თუმცა იგი ამ დრომდე მინისტრად რჩება და როგორც თავად აცხადებს, არსად აპირებს წასვლას. სანამ გიგილო მყარად ზის სადაც ზის, მანამ სუბელიანიც იქნება. Edited September 2, 2010 by mtidan Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 სანამ გიგილო მყარად ზის სადაც ზის, მანამ სუბელიანსა იქნება. დასაჭერია სუბელიანი და არა მარტო ის. თინა ხიდაშელს და რესპუბლიკელებს ჩემი რესპექტები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 დასაჭერია სუბელიანი და არა მარტო ის. 105%. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 ჩემი აზრით ხელისუფლება დათმობს ამ ამბეს და ეს ალბათ პირველი ძლიერი დათმობა იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 ჩემი აზრით ხელისუფლება დათმობს ამ ამბეს და ეს ალბათ პირველი ძლიერი დათმობა იქნება. თუ არ გაგრძელდა მიწოლა ან დათმობს და ან არა.ვის აინტერესებთ ეს ხალხი და შადრევნებზე ფული ხომ უნდათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მედეა Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 (edited) სიცოცხლის უფლება ყველას აქვს, მთავარი ადამიანის სიცოცხლეა, როგორ შეიძლება არ გეცოდებოდეს და ხელს არ უწვდიდე საკუთარ ქვეყანაში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს. ეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ტკივილია, მაგრამ მე ისიც მახსოვს, რომ დევნილებმა უარი განაცხადეს საქართველოს ერთ - ერთ რეგიონში (შეგნებულად არ ვასახელებ) წასვლაზე, როცა მათ იქ თავშესაფარი შესთავაზეს. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ თბილისში დასახლებას. Edited September 2, 2010 by მედეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 (edited) ერთი საინტერესო რამ ხდება იქით. „სასწრაფოდ“ თემაში, გარეთ გამოგდებულ ახალგაზრდა ქალს ბავშთან ერთად დაეხმარნენ(ვინც ფული მისცა,ის კაცი საერთოდ არ პოსტავს იმ თემაში ღმერთმა გაუმარჯოს).ეს მართლა მისასალმებელი საქციელია,მაგრამ ლტოლვილებს ჩვილი ბავშვებით ძალის გამოყენებით რომ ჰყრიდნენ სახლებიდან,მაშინ უმეტესობა ჩუმად იყო და ეხლაც ჩუმად არიან. ვერაფერი ვერ გავიგე ამ ჩვენი ხალხის და თუ გინდათ შემეკითხეთ. Edited September 2, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 babuagiorgiჩემი აზრით ხელისუფლება დათმობს ამ ამბეს და ეს ალბათ პირველი ძლიერი დათმობა იქნება.რა დათმობაზეა საუბარი..?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 ალასანია რატომ ზის ჩუმად ? გამოვიდეს და გააპროტესტოს ეს ფაქტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.