Jump to content
Planeta.Ge

დევნილებმა პირი ამოიკერეს


Recommended Posts

თუ ხელი არ გაქვს მოწერილი მოაწერე,

არ მოვაწერ:)

 

 

ისე კი პოსტი მეტი გარკვევით დასწერე აზრზე რო ვიყოთ რაზე საუბარი.

სუბელიანის კანტორასთAნ ვიყავი -აქციაზე ვუბნობ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 314
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

kisa

დღეს ველაპარაკე დევნილებს ესე მითხრეს 7-ში დიდი აქცია იგეგმებაო მაგრამ მაგათი საქმე ძალიან ცუდადაა, ბევრს კიდე ატყუებენ და იმედი აქვთ რომ ნაწილს დატოვებენ, სხვებს კი გაყრიან ზუგდიდის რაიონში - 35 კილო

lasha1997

ლევანა აქაურია და თან პოლიტ ფორუმზეც დავდე.კისას გახსნილი თემა არავის არ აინტერესებს,რადგან ეს პრობლემა მათ არ ეხებათ.   ზატო ტრაკის მიმცემების თემაში იცავენ ადამიანებს.

babuagiorgi

აქ საუბარი იმაზეა, რომ დევნილები როგორც ასეთი და ეს მხოლოდ აფხაზეთიდან არა, არამედ სამწუხაროდ 99% ხმას ხელისუფლებას აძლევდა არჩევნებში. მოკლედ რამდენჯერ მოატყვილეს და მაიც სჯეროდათ ამათი. ამაზეა ხალხი

Posted Images

არ მოვაწერ:)

 

 

 

სუბელიანის კანტორასთAნ ვიყავი -აქციაზე ვუბნობ

რატომ არ მოაწერ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე მიგდებულიები რომ ყავთ საწყალი ხალხი აბა რას იზავდნენ. მიხედვა უნდა ამდენ დევნილს. ნაც.არხები ადიდებენ მისშას: დევნილებს დიდ ყურადღებას აქცევსო. ის ნახონ რა დგესჰი არიანი რეალურად ეს ხალხი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ არ მოაწერ?

 

 

კაცია და გუნებაო და შენ საქმეს მიხედე სჯობს.გააგზავნე სადმე?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეიტერი დაინტერესდა და აი რა სტატია გვაჩუქა...

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=12932

დევნილების გამოსახლების გამო საქართველო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

 

[მეტ რობინსონი, მარგარიტა ანთიძე; “Reuters”]

საქართველო უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ომის დროს იძულებით გადაადგილებული ასობით ადამიანის სახელმწიფო შენობებიდან ძალით გამოსახლების გამო. სახელმწიფოს ამ შენობების გაყიდვის იმედი აქვს.

აგვისტოს გამოსახლებები დევნილებთან დაკავშირებული იმ მასობრივი პრობლემის გადაწყვეტის მცდელობაა, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში აჯანყებული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტებიდან და მოგვიანებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომიდან მომდინარეობს.

 

მაგრამ ის გამოსახლებული პირები, რომლებსაც იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი (IDPs) აქვთ, ჩივიან რომ ისინი ძალიან ცოტა ხნით ადრე გააფრთხილეს და ბევრმა ალტერნატიულ საცხოვრებელზე აჯანყებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში უარი განაცხადა.

 

სხვები თბილისში ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის ავარიულ შენობაში შეასახლეს, სადაც საწოლები, გამათბობლები და საპირფარეშოები ერთ ოთახშია.

 

აფხაზეთიდან დევნილები, თბილისში 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ (ბევრი მათგანი ძველ საავადმყოფოებში, ბარაკებსა და გამომცემლობებში) მას შემდეგ, რაც 200 000 ადამიანი შავი ზღვის სანაპირო რეგიონიდან მას შემდეგ გამოიქცა, რაც ის საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ საქართველოს იურისდიქციას გამოეყო.

 

13 აგვისტოს, ათობით დევნილი ავტობუსებით გადაიყვანეს შორეულ სოფელში, თბილისიდან 350 კილომეტრის დაშორებით აფხაზეთის საზღვართან, სადაც მათ მისცეს გარემონტებული ბარაკები ელექტროგაყვანილობის, ავეჯის და სამუშაოს პოვნის პერსპექტივის გარეშე.

 

ამ კვირას გაერო-ს დევნილთა სააგენტომ (UNHCR) შეშფოთება გამოსთქვა იმის გამო, რომ გამოსახლებები „აუცილებელი გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ცირკულაციის გარეშე განხორციელდა“, თუმცა განაცხადა რომ პროცედურების გაუმჯობესების მხრივ პროგრესიც იყო.

 

საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას გამოსახლებაზე ხუთი დღით ადრე ზეპირი გაფრთხილება მისცეს და ცოტა რამ უთხრეს ახალი საცხოვრებლის ადგილმდებარეობაზე. ზოგიერთების თქმით, ისინი საერთოდ არ გაუფრთხილებიათ.

 

„აბსოლუტური მინიმუმი“

„მთავრობას ყველა მათგანის განსახლების პასუხისმგებლობა აქვს აღებული. ყველასთვის სახლების რაიონებში შეთავაზება სწორი არ არის“ – განაცხადა ეკა ფოფხაძემ, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციიდან“.

 

„ისინი აქ მუშაობენ, მათი შვილები დედაქალაქის სკოლებში და ინსტიტუტებში სწავლობენ. როგორ შესძლებენ ისინი დღეს ქალაქის დატოვებას?“

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტრო კრიტიკას უარყოფს.

-„არც ერთი მათგანი ქუჩაში არ დარჩება“ – განაცხადა მთავარმა ადმინისტრატორმა ვალერი კოპალეიშვილმა – „პროცესი გარკვეულ დროს დაიკავებს და მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა დევნილი არ დაკმაყოფილდება“.

 

ბრიტანულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა აგვისტოს ანგარიშში საქართველოს მოუწოდა ომის გამო იძულებით გადაადგილებულ პირებს „მინიმუმზე მეტი გაუკეთოს“. ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მათი დასაქმება, ჯანდაცვა და შეღავათები.

 

ანგარიშის თანახმად, დევნილთა 42% დღემდე საბავშვო ბაღებში, საავადმყოფოებში, სასტუმროებსა და ბარაკებში ცხოვრობს.

ამ კვირას აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფმა, რომელიც ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობიდან გამოასახლეს, სამინისტორს კიბეებთან პროტესტის ნიშნად პირი აიკერა.

 

„სად უნდა ვიშოვო საჭმელი, როგორ უნდა ვჭამო?“ – სთქვა 72 წლის დევნილმა ლუბა თოდუამ, რომელსაც პირი არ აუკერია.

„რას აკეთებდა ჩვენთვის (ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ) შევარდნაძე და ახლა ესენი რას აკეთებენ?“ – დასძინა თოდუამ, რომელმაც დასავლეთ საქართველოში ალტერნატიული საცხოვრებლის მიღებაზე უარი განაცხადა.

 

საქართველოს პოლიტიკური ოპოზიცია დევნილების მხარდამჭერ ქუჩის პატარა აქციებს აწყობს, ცდილობს რა ოპოზიციის გაცოცხლებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმდინარე მრავალკვირიან აქციებს გადაურჩა, როდესაც რუსეთმა დამანგრეველი ძალით უპასუხა საქართველოს თავდასხმას სამხრეთ-ოსეთზე.

 

ომი სააკაშვილს დასავლელი მოკავშირეების ნდობის ფასად დაუჯდა, რომელთა უმრავლესობა უკვე შეშფოთებული იყო პრეზიდენტის აშკარა ავტორიტარული დამოკიდებულებით დემოკრატიის და თავისუფალი მედიის მიმართ.

foreignpress

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნდა მივყვეთ ჩვენც ამ საქმეს აუცილებლად.შეიძლება გორები ვერ გადავაგოროთ,მაგრამ მაინც. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნდა მივყვეთ ჩვენც ამ საქმეს აუცილებლად.შეიძლება გორები ვერ გადავაგოროთ,მაგრამ მაინც. :)

 

დიტო ვაკეთებთ.

 

ამდენი საპროტესტო ნოტა რომ ვრცელდება, ესეც ეხმარება იმ კრიტიკას რაც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ არის ამჟამად.

 

ვრცელდება ყველგან სადაც ხელი მიმიწვდება. დღეს ევროპარლამენტში მეგობარს გადავუგზავნე.

მოკლედ ვრცელდება.

 

პ.ს. ეს 40 ხელმოწერაც არ არის ცოტა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიტო ვაკეთებთ.

 

ამდენი საპროტესტო ნოტა რომ ვრცელდება, ესეც ეხმარება იმ კრიტიკას რაც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ არის ამჟამად.

 

ვრცელდება ყველგან სადაც ხელი მიმიწვდება. დღეს ევროპარლამენტში მეგობარს გადავუგზავნე.

მოკლედ ვრცელდება.

 

პ.ს. ეს 40 ხელმოწერაც არ არის ცოტა.

ევროპელები თუკი გამოიფხეკავენ ყურებს კარგია, მაგათი ეშინიათ :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კითხვები მაქვს:

1) მაგალითAდ -ყოფილი გოსპიტლის სენობაში როდიდან ცხოვრობს ეს ხალხი?

2) ყველა პირობით უზრუნველყოფილი( საქონელი, სასოფლო სამეურნეო საგნები) რაიონებში დასახლებები რომ მისცენ წავლენ?

3)ეს დევნილები რას აკეტებენ( დნენ) არჩევნების დროს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კითხვები მაქვს:

1) მაგალითAდ -ყოფილი გოსპიტლის სენობაში როდიდან ცხოვრობს ეს ხალხი?

2) ყველა პირობით უზრუნველყოფილი( საქონელი, სასოფლო სამეურნეო საგნები) რაიონებში დასახლებები რომ მისცენ წავლენ?

3)ეს დევნილები რას აკეტებენ( დნენ) არჩევნების დროს?

1. დევნილობის პირველი დღიდანვე.

2.როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში ერთ ადგილზე ცხოვრობს და შემდგომ მას 300 კილომეტრით ადგილს შეუცვლი, ეს მეორე დევნილობის ტოლფასია. ვიცი ეხლა თქვენ თბილისის "გაწმენდა" გინდათ, მაგრამ ერთ დროს თქვცენც ასე გახდით თბილისელები :)

3. ირჩევდნენ იმას ვინც ატყვილებდა, მაგრამ ეს არ ცვლის მათი გაჭივრების სიმძიმეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. დევნილობის პირველი დღიდანვე

ხო მაშინ ხოოო.........

2.როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში ერთ ადგილზე ცხოვრობს და შემდგომ მას 300 კილომეტრით ადგილს შეუცვლი, ეს მეორე დევნილობის ტოლფასია.

კი

 

 

 

პ.ს.თუ შენიშნე სმაილი არ მიხმარია..მარტლა მაინტერესებდა სარკაზმის და ცინიზმის გარეშე.უბრალოდ მაგალიტად მაგ გოსპიტალზე ვიცოდი რუსული ბაზა რომ გავიდა მაშიო შევიდნენო და მანამდე გალში და ზუგდიდში ისხდნენ ტავიანთ სახლებშიო( გადაუმოწმებელი ინფოა-მარა მეგრელისგან)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო მაშინ ხოოო.........

კი

 

 

 

პ.ს.თუ შენიშნე სმაილი არ მიხმარია..მარტლა მაინტერესებდა სარკაზმის და ცინიზმის გარეშე.უბრალოდ მაგალიტად მაგ გოსპიტალზე ვიცოდი რუსული ბაზა რომ გავიდა მაშიო შევიდნენო და მანამდე გალში და ზუგდიდში ისხდნენ ტავიანთ სახლებშიო( გადაუმოწმებელი ინფოა-მარა მეგრელისგან)

მომიტევეთ სმაილიკის ხმარბეისთვის. თქვენ არ გიგულისხმეთ, მაგრამ არის ასეთი ტენდენცია ქალაქებში "ოხ ამ დვენილებმა რა........."

ზუგდიდში თავიანთი სახლეები არ ჰქონდათ.

1993 წელს ამ დევნილებმა შეიძლება ითქვას ჩემს ხელში გაიარეს. მე მიწევდა ხოლმე მოლაპარაკება სამტრედიაში მყოფ ედვარდის შეიარაღებულ (ჩორტ ეგო ზნაეტ კტო).. რომ დევნილებს გადაეკვეთა ცხენისწყალზე ხიდი.

დასავლეთ საქართველოში მაშინ მცირე რაოდენო დარჩა დევნილების.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

მომიტევეთ სმაილიკის ხმარბეისთვის

შენიშვნა არ მომიცია( ბოჟE უპასი) ჩემ ტავი გავიმარტლე---სარკაზმზე ვცოდავ ხოლმე და ამჯერად გულწრფელი ვარტქო...

რაც შეეხება დევნილებს .მტლად ზედაპირზე რაცა დევს ისე არაა საქმე იცით იმედია...ნუ პირველ ნაკადზე ზემოტხსენებულ წლებში არაა ბაასი.ეხლა ბევრი არადევნილი სარგებლობს ამ სტატუსიტ..იმიტომ ვიკიტხე შესახლების პერიოდი გოსპიტალში...მოკლედ არ მინდა ამ ტემის გავრცობა...რაც ვიცი ბევრს ვერ ვიტყვი....რაც არ ვიცი და.........მოკლედ ქვეყანაა მისახედი მტლიანად...და არა ცალკეული პრობლემა დამოუკიდებლად :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეთანხმები. ქვეყანა ჭაობსჰი იძირება, მაგრამ ამის დანახვა არ უნდათ. გამოფხიზლდით და საქმეს ზედაპირულად ნუ უყურებთ. ტუ ფრQხილად არ ვიყავიტთ ჩვენი,ართველების, საქმე ყოფნა არ ყოფნისკენ წავა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ინფო მომაწოდეს სკაიპით. წყარო არ მაქვს.

 

"ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და ლტოლვილთა სამინისტრო მოშიმშილე დევნილებს საცხოვრებელ ობიექტებს სთავაზობს ჩხოროწყუში, ხობში, წალენჯიხაში, აბაშაში, ბაკურციხესა და ზუგდიდში. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ეკა გულუამ განუცხადა.

 

გულუას თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და ლტოლვილთა სამინისტრო მოშიმშილე დევნილებს საცხოვრებელ ფართებს თავდაპირველად სოფელ ფორცხოვში სთავაზობდა, ახლა კი დევნილებს ობიექტების ამორჩევის საშუალება რამდენიმე რაიონიდან ექნებათ. გულუას განმარტებით, აღნიშნული საცხოვრებელი ფართები დევნილების საკუთრებაში გადავა.

 

"ჩვენ დევნილებს შევთავაზეთ და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ რეაბილიტირებულ ობიექტებს, ჩხოროწყუში, ხობში, წალენჯიხაში, აბაშაში, ბაკურციხეში, ზუგდიდში, სადაც მათ ექნებათ ელექტროენერგია, წყალი და სხვა საცხოვრებელი პირობები. აქედან მათ შეუძლიათ ამოირჩიონ რაიონი და მიიღებენ კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ფართს, რომელიც იქნება მათი საკუთრება. სამინისტრო საკუთარი სახსრებით მოახდენს მათ ტრანსპორტირებას და ადგილზე ეს ადამიანები იქნებიან მუდმივი დახმარების პირობებში, ისე როგორც ცხოვრობენ სხვა დევნილები", - განაცხადა გულუამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აფხაზეთიდან დევნილმა ოთხმა ადამიანმა პირი ამოიკერა და უვადო შიმშილობა გამოაცხადა. მოშიმშილეები სუბელიანის უწყებისგან საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას თბილისის ტერიტორიაზე ითხოვენ."

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...